კრის სმოლინგიკრის სმოლინგი აცხადებს, რომ წინასასეზონო ტურნეს მოუთმენლად ელოდება. მისი აზრით ეს მატჩები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გუნდი ახალ სეზონს კარგ ფორმაში შეხვდეს.
რას ფიქრობთ ? რჩება სმოლინგი ?
ნელსონ სამედო"იუნაიტედი" "ბენფიკას" კიდევ ერთი ფეხბურთელით დაინტერესდა. გავრცელებული ხმებით ინგლისელებმა პორტუგალიელებს ნელსონ სამედოს თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართეს. იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" ვერ მოახერხებს სამედოს შეძენას, ისინი "პსჟ"-ს განაპირა მცველის,სერჟი ორიეს დამატებას შეეცდებიან.
უეინ რუნიუეინ რუნიმ ვარჯიშები განაახლა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ოფიციალურ ვარჯიშებს 9 ივლისს იწყებს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ინგლისელს სურს ახალ სეზონს ფორმაში მყოფმა შეხვდეს. როგორც ჩანს რუნი მომავალ სეზონსაც "ოლდ ტრაფორდზე" გაატარებს.
ხამეს როდრიგეზიდიდხნიანი პაუზის შემდეგ სიახლე გვაქვს კოლუმბიელზეც. მის შესახებ დიდი ხანია არაფერი დაწერილა, თუმცა დღეს Diario Gol იტყობინება, რომ "რეალის" დატოვების შემთხვევაში ერთადერთი გუნდი სადაც ხამესი კარიერას გააგრძელებს "მანჩესტერ იუნაიტედია."
ზლატან იბრაჰიმოვიჩიფეხბურთელის აგენტის განცხადებით მისი კლიენტით უამრავი გუნდია დაინტერესებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ შვედმა კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
კრიშტიანუ რონალდუდღეს კრიშტიანუ რონალდუზე მნიშვნელოვანი არაფერი დაწერილა. აღსაღნიშნავი მხოლოდ ისაა, რომ რონალდუსთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა მიუნხენის "ბავარია". ამასთან, დღეს პრესკონფერენცია გამართა ფლორენტინო პერეზმაც, თუმცა მას პორტუგალიელის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. Sky Sports -ის თანახმად, კრიშტიანუს თაობაზე ოფიციალური განცხადებები კონფედერაციის თასის დასრულების (2 ივლისი) შემდეგ გაკეთდება.

