თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2017, 20:44
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5055,
კომენტარები: 14
19.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
19.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
19.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიკრის სმოლინგი
კრის სმოლინგი აცხადებს, რომ წინასასეზონო ტურნეს მოუთმენლად ელოდება. მისი აზრით ეს მატჩები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გუნდი ახალ სეზონს კარგ ფორმაში შეხვდეს.

რას ფიქრობთ ? რჩება სმოლინგი ?
19.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებინელსონ სამედო
"იუნაიტედი" "ბენფიკას" კიდევ ერთი ფეხბურთელით დაინტერესდა. გავრცელებული ხმებით ინგლისელებმა პორტუგალიელებს ნელსონ სამედოს თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართეს. იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" ვერ მოახერხებს სამედოს შეძენას, ისინი "პსჟ"-ს განაპირა მცველის,სერჟი ორიეს დამატებას შეეცდებიან.
19.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიუეინ რუნი
უეინ რუნიმ ვარჯიშები განაახლა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ოფიციალურ ვარჯიშებს 9 ივლისს იწყებს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ინგლისელს სურს ახალ სეზონს ფორმაში მყოფმა შეხვდეს. როგორც ჩანს რუნი მომავალ სეზონსაც "ოლდ ტრაფორდზე" გაატარებს.
19.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიხამეს როდრიგეზი
დიდხნიანი პაუზის შემდეგ სიახლე გვაქვს კოლუმბიელზეც. მის შესახებ დიდი ხანია არაფერი დაწერილა, თუმცა დღეს Diario Gol იტყობინება, რომ "რეალის" დატოვების შემთხვევაში ერთადერთი გუნდი სადაც ხამესი კარიერას გააგრძელებს "მანჩესტერ იუნაიტედია."
19.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიზლატან იბრაჰიმოვიჩი
ფეხბურთელის აგენტის განცხადებით მისი კლიენტით უამრავი გუნდია დაინტერესებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ შვედმა კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
19.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიკრიშტიანუ რონალდუ
დღეს კრიშტიანუ რონალდუზე მნიშვნელოვანი არაფერი დაწერილა. აღსაღნიშნავი მხოლოდ ისაა, რომ რონალდუსთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა მიუნხენის "ბავარია". ამასთან, დღეს პრესკონფერენცია გამართა ფლორენტინო პერეზმაც, თუმცა მას პორტუგალიელის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. Sky Sports -ის თანახმად, კრიშტიანუს თაობაზე ოფიციალური განცხადებები კონფედერაციის თასის დასრულების (2 ივლისი) შემდეგ გაკეთდება.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 14
№11
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივნისი 2017 06:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რახდება ვერ გაიგებ derpneutral
0
№12
ავტორი: MU1810
20 ივნისი 2017 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
დავაი შრეკ მოიხოდე
0
№13
ავტორი: beqno2
20 ივნისი 2017 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
რონალდუზე ტყუილია ჩალიჩი არ გადმოვა მაგდენად ჭკვიანი არაა ისევ მორატა და ხამესი იქნებ დაითრიონ ეგრე ჯობია სამწუხაროდ ყველა ვარიანტში დე ხეას დავკარგავთ
0
№14
ავტორი: Shota Blues
20 ივნისი 2017 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
წელს ჩემპიონთა ლიგა დაემატება. ბევრ ტურნირზე მოგვიწევს თამაში და მესმის რო ფეხბურთელების დამატებაა საჭირო მაგრამ მგონია ისედაც კარგი რესურსია. ცნობილია მოურინოს ჩემთვის მისაღები ფილოსოფია. ფეხბურთის მკარითა და ორი ძლიერი ცენტრალური მცველით დაწყება. მეკარის პრობლემა არ არის დე ხეას და რომეროს შეუძლიათ ერთმანეთს მშვიდად დასვენების საშუალება მისეცნ სრულფასოვნად შეცვლის ხარჯზე.
ყველაზე ლოგიკური და სასურველიც ტრანსფერი შემოთავაზებულებიდან ჩემთვის ვიქტორ ლინდელოფი იყო. დარწმუნებული ვიყავი ჟოზე ხელიდან არ გაუშვებდა და არც გაუშვა. იდეალური პარა იქნება ბაილი და ლინდელოფი. როხო და ჯონსის წყვილი ბაილისთან ან ერთმანეთში კარგი იყო, იმედია მალე გამოჯანმრთელდება როხო და ცენტრში უფრო, ან მარცხნივ კარგი შემცვლელი იქნება ორივეგან შეუძლია. ეს პირველი ხაზი და
დანარჩენებზე რა უნდა ვთქვა ეს აუცილებლობა იყო და სხვა პოზიციები ნაკლებად მაღელვებს მართალია კარგი შეტევით დაცვას საქმეს შეუმცირებ მაგრამ ვიმეორებ კარგი რესურსია ისედაც. გასაკვირი იყო წუწუნი: ,,მაინც არა უშავს წელს კარგი შედეგი დაიდო ასეთი შემადგენლობითო „
ჰამესი მსოფ. ჩემპიონატიდამ მახსოვს რეალშიც მინახავს. მის გადმოსვალასც მივესალმებოდი თუ კატასტროფულ თანხას არ მოითხოვენ. მორატა კიდე ამ ტიპზე აზრზე არა ვარ არაფერი ვიცი თუ მოვა მოვიდეს ესე გულგრილად ვუყურებ. იმედია ივარგებს. ჰო გრიზმანიც ვიცი არაც მისი გადმოსვლა აღმადფრენს.
სატრანსფერო ფანჯარის წელიწადში ორჯერ გაღება რა ამბავია, ამდენი განიავება გვჭირდება?! entrance and exit მაინც დაარქვან ერთმანეთში მაინც არ აირევეიან-ხოლმე წამსვლელ-მომსვლელები ან სახელი გადაარქვან ,,ფანჯარას“ თავისი ფუნქციებით ისედაც მბრუნავ კარს მაგონებს. ოლდტრაფორდს ღია ჭერიდან, მანჩესტერის ცა და ინგლისური ხასიათის სიო აქვს. სულის ჩაბერვა არა გვჭირდება არსაიდან, აღარ გვჭირდება...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top