
Gds -ის თანახმად "იუნაიტედმა" პერიშიჩთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ კვლავ ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა "ინტერთან". იტალიელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ხორვატს მხოლოდ €50 მილიონის სანაცვლოდ გაუშვებენ.

L'Equipe იტყობინება, რომ ფაბინიო "მონაკოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის და კარიერას "პსჟ" -ში გააგრძელებს.

კრის სმოლინგის მომავალი "იუნაიტედში" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. The Sun -ის თანახმად "იუნაიტედი" ინგლისელ მცველს ერიკ დაიერის შეძენისთვის გამოიყენებს და მას "ტოტენჰემში" გაყიდის. სმოლინგის მიმართ ინტერესს ბევრი ინგლისური კლუბი იჩენს, ერთ-ერთი მათგანი კი "არსენალია"

ალვარო მორატასთვის ბრძოლაში ლონდონის "ჩელსიც" ჩაერთო. The Mirror -ის თანახმად რომან აბრამოვიჩმა მისი შეძენისთვის £70 მილიონი უკვე გამოყო. ამასთან შეგახსენებთ,რომ მორატამ რამდენიმე დღის წინ იქორწინა და სავარაუდოდ მისი მომავლის შესახებ მალე გახდება ცნობილი.

კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება. დილით ჯანლუკა დი მარციომ დაადასტურა, რომ რონალდუმ "რეალის" დატოვების სურვილი მართლაც გამოთქვა და მისი პრიორიტეტული სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედია". რამდენიმე წუთის წინ კი უკვე Sky Sports -მა დაადასტურა, რომ რონალდუ მანჩესტერში გადასვლითაა დაინტერესებული.
