თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2017, 20:32
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2324,
კომენტარები: 11
18.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
18.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
18.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიივან პერიშიჩი
Gds -ის თანახმად "იუნაიტედმა" პერიშიჩთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ კვლავ ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა "ინტერთან". იტალიელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ხორვატს მხოლოდ €50 მილიონის სანაცვლოდ გაუშვებენ.
18.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიფაბინიო
L'Equipe იტყობინება, რომ ფაბინიო "მონაკოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის და კარიერას "პსჟ" -ში გააგრძელებს.
18.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიკრის სმოლინგი
კრის სმოლინგის მომავალი "იუნაიტედში" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. The Sun -ის თანახმად "იუნაიტედი" ინგლისელ მცველს ერიკ დაიერის შეძენისთვის გამოიყენებს და მას "ტოტენჰემში" გაყიდის. სმოლინგის მიმართ ინტერესს ბევრი ინგლისური კლუბი იჩენს, ერთ-ერთი მათგანი კი "არსენალია"
18.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიალვარო მორატა
ალვარო მორატასთვის ბრძოლაში ლონდონის "ჩელსიც" ჩაერთო. The Mirror -ის თანახმად რომან აბრამოვიჩმა მისი შეძენისთვის £70 მილიონი უკვე გამოყო. ამასთან შეგახსენებთ,რომ მორატამ რამდენიმე დღის წინ იქორწინა და სავარაუდოდ მისი მომავლის შესახებ მალე გახდება ცნობილი.
18.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება. დილით ჯანლუკა დი მარციომ დაადასტურა, რომ რონალდუმ "რეალის" დატოვების სურვილი მართლაც გამოთქვა და მისი პრიორიტეტული სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედია". რამდენიმე წუთის წინ კი უკვე Sky Sports -მა დაადასტურა, რომ რონალდუ მანჩესტერში გადასვლითაა დაინტერესებული.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 11
№11
ავტორი: OzBeTa
19 ივნისი 2017 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
რონალდო თუ ვიყიდეთ აღარ გვინდა მორატა ერთი ხამესი და დაიერი და ეგააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top