თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2017, 21:07
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3224,
კომენტარები: 12
17.06.2017 - დღის შეჯამება
დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
17.06.2017 - დღის შეჯამება
1. ალვარო მორატა

ევროპული მედია თითქმის 3 კვირაა იტყობინება, რომ მორატა "იუნაიტედის" ფეხბურთელია. თუმცა რონალდუს შესაძლო წასვლა როგორც ჩანს პირდაპირ გავლენას იქონიებს მორატას ტრანსფერზე. გავლენიანი გამოცემები აქაც ორად იყოფიან, ზოგის მტკიცებით რონალდუ მორატას ტრანსფერზე გავლენას არ იქონიებს, რადგანაც გუნდები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ, ზოგის მტკიცებით კი "რეალი" მორატას აღარ გაუშვებს. რა თქმა უნდა ეჭვგარეშეა, რომ თუ რონალდუ მართლაც წავა გუნდიდან, "რეალი" მორატას დაიტოვებს. თუმცა შეგვიძლია ვენდოთ მადრიდელთან ყოფილ პრეზიდენტს (რამონ კალდერონს), რომლის მტკიცებითაც ალვარო მორატას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას კრიშტიანუ რონალდუს სიტუაცია ხელს არ შეუშლის.
2. კრიშტიანუ რონალდუ

დღეს რონალდუზე მნიშვნელოვანი არაფერი დაწერილა, გარდა იმისა, რომ მსურველ გუნდს მისი შეძენა £130 მილიონი დაუჯდება. გავრცელებული ხმებით აგენტი მას ევროპაში დარჩენას ურჩევს. მისი შეძენით "პსჟ", "მანჩესტერ სიტი", "ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.
3. იურგენ ლოკადია

"პსვ" ეინდჰოვენის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი ოცნება "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშია და მოხარული იქნება, თუ ის ერთ დღეს "ოლდ ტრაფორდზე" შეძლებს თამაშს.
4. მატეო დარმიანი

იტალიური მედიის თანახმად მატეო დარმიანით "რომაა" დაინტერესებული.
5. ივან პერიშიჩი

Corriere dello Sport -ის თანახმად "ინტერსა" და "იუნაიტედს" შორის კვლავ არ არის მიღწეული შეთანხმება ტრანსფერის საბოლოო ღირებულებაზე და ორი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან.
6. დავიდ დე ხეა

Daily Star იტყობინება, რომ დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და "რეალში" გადაინაცვლებს. ინგლისური კლუბი კი "მილანიდან" ჯიჯიო დონარუმას დაიმატებს.
7. უეინ რუნი

"სტოკ სიტის" გენერალური დირექტორის განცხადებით მისი გუნდი უეინ რუნის შეძენით არ არის დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული მედია რუნის გუნდიდან წასვლას უწინასწარმეტყველებს, "სტოკი" კი ინგლისელის შეძენის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა.
8. რაიან გიგზი

The Sun -ის თანახმად რაიან გიგზი "საუთჰემპტონის" მწვრთნელობის კანდიდატად მოიაზრება და შესაძლებელია, რომ მან "წმინდანები" ჩაიბაროს.
9. ადნან იანუზაი

"რეალ სოსიედადის" სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მათ მართლაც სურთ ბელგიელის შეძენა, თუმცა ოფიციალური წინადადებით ჯერ "იუნაიტედისთვის" არ მიუმართავთ.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 12
№1
ავტორი: MU1810
17 ივნისი 2017 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ახლა ვაფშე გავიჭედე რახდება ვინ მოდის ვინ მიდის ვერგავიგე :D
0
№2
ავტორი: dachi_mu
17 ივნისი 2017 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გიგზმა გაანძროს ტრ....კი ბოლობოლო angry
0
№3
ავტორი: PaLoMo
17 ივნისი 2017 21:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
lolasiam ar tqva arsad ar vapireb wasvlaso? axla misi ocneba yofila chventn tamashi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Malboro463
17 ივნისი 2017 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
sanam chelsis uyidia bakayokoze, sandroze an belerinzec dachalichdnen. shetevashi kide moura!!
0
№5
ავტორი: ROI
17 ივნისი 2017 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Tvini amidugda ukve aravin agar minda rayopikan eseni es dexea tu midis wavides tuarada raga tvins burgavs @ ronaldo kide movides tu modis an vinmem daabrunos kantona roi kini an vapshem seralexsi da am sastavitac yvelapers davdebt@
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
17 ივნისი 2017 21:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რონალდპს ზდევა არ გამოადგებათ ამათ, ეგ ბოლოს მაინც რეალში დარჩება(დიდი ალბათობით) და რეალური რაცაა იმაზე იმუშაონ :D
0
№7
ავტორი: Morata9
17 ივნისი 2017 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
მორატა გადაწყვეტილი ამბავი მგონია და ორშაბათს გაოფიციალურდება

რონალდოზე ფიქრს უნდა შევეშვათ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ და სხვა ფეხბურთელები დავითრიოთ. მაგრამ საბოლოოდ თუ მარტო გაბუტული არაა და ყველაფერი რეალურია და თვითონ თუ განაცხადებს რომ წასვლა უნდა რეალიდან მერე უკვე სხვა ამბავიაა

გიგზისთვის იდეალური იქნება საუთჰემპტონი რა
0
№8
ავტორი: tupaca
17 ივნისი 2017 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
გიგზმა საუთჰემპტონსაც თუ უარი უთხრა უტრაკო ყოფილა :))
0
№9
ავტორი: MU1810
17 ივნისი 2017 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: tupaca
გიგზმა საუთჰემპტონსაც თუ უარი უთხრა უტრაკო ყოფილა :))

გეთანხმები.მაგას პირდაპირ მანჩესტერის ტრენერად ვინდანიშნავა აბა )))
0
№10
ავტორი: ikeoni
18 ივნისი 2017 05:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ragaca vtqnat exlaa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top