თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2017, 21:07
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3224,
კომენტარები: 12
17.06.2017 - დღის შეჯამება
დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
17.06.2017 - დღის შეჯამება
1. ალვარო მორატა

ევროპული მედია თითქმის 3 კვირაა იტყობინება, რომ მორატა "იუნაიტედის" ფეხბურთელია. თუმცა რონალდუს შესაძლო წასვლა როგორც ჩანს პირდაპირ გავლენას იქონიებს მორატას ტრანსფერზე. გავლენიანი გამოცემები აქაც ორად იყოფიან, ზოგის მტკიცებით რონალდუ მორატას ტრანსფერზე გავლენას არ იქონიებს, რადგანაც გუნდები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ, ზოგის მტკიცებით კი "რეალი" მორატას აღარ გაუშვებს. რა თქმა უნდა ეჭვგარეშეა, რომ თუ რონალდუ მართლაც წავა გუნდიდან, "რეალი" მორატას დაიტოვებს. თუმცა შეგვიძლია ვენდოთ მადრიდელთან ყოფილ პრეზიდენტს (რამონ კალდერონს), რომლის მტკიცებითაც ალვარო მორატას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას კრიშტიანუ რონალდუს სიტუაცია ხელს არ შეუშლის.
2. კრიშტიანუ რონალდუ

დღეს რონალდუზე მნიშვნელოვანი არაფერი დაწერილა, გარდა იმისა, რომ მსურველ გუნდს მისი შეძენა £130 მილიონი დაუჯდება. გავრცელებული ხმებით აგენტი მას ევროპაში დარჩენას ურჩევს. მისი შეძენით "პსჟ", "მანჩესტერ სიტი", "ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.
3. იურგენ ლოკადია

"პსვ" ეინდჰოვენის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი ოცნება "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშია და მოხარული იქნება, თუ ის ერთ დღეს "ოლდ ტრაფორდზე" შეძლებს თამაშს.
4. მატეო დარმიანი

იტალიური მედიის თანახმად მატეო დარმიანით "რომაა" დაინტერესებული.
5. ივან პერიშიჩი

Corriere dello Sport -ის თანახმად "ინტერსა" და "იუნაიტედს" შორის კვლავ არ არის მიღწეული შეთანხმება ტრანსფერის საბოლოო ღირებულებაზე და ორი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან.
6. დავიდ დე ხეა

Daily Star იტყობინება, რომ დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და "რეალში" გადაინაცვლებს. ინგლისური კლუბი კი "მილანიდან" ჯიჯიო დონარუმას დაიმატებს.
7. უეინ რუნი

"სტოკ სიტის" გენერალური დირექტორის განცხადებით მისი გუნდი უეინ რუნის შეძენით არ არის დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული მედია რუნის გუნდიდან წასვლას უწინასწარმეტყველებს, "სტოკი" კი ინგლისელის შეძენის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა.
8. რაიან გიგზი

The Sun -ის თანახმად რაიან გიგზი "საუთჰემპტონის" მწვრთნელობის კანდიდატად მოიაზრება და შესაძლებელია, რომ მან "წმინდანები" ჩაიბაროს.
9. ადნან იანუზაი

"რეალ სოსიედადის" სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მათ მართლაც სურთ ბელგიელის შეძენა, თუმცა ოფიციალური წინადადებით ჯერ "იუნაიტედისთვის" არ მიუმართავთ.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 12
№11
ავტორი: Best Fan
18 ივნისი 2017 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
აუ ბიჭებო ასე თუ გააგრძელეს და ვიგაც ჯიჯიო-ში დახარჯეს ფული არამგონია მანჩესტერმა ამ სეზონში რამეს მიაღწიოს
0
№12
ავტორი: Buk777
18 ივნისი 2017 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Ar modis es morata da lukaku sjobs amas daitrion lukaku sjobs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top