თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2017, 21:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3093,
კომენტარები: 20
16.06.2017 - დღის შეჯამება
დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
16.06.2017 - დღის შეჯამება
16 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემდეგნაირად გამოიყურება:

დღევანდელი რუბრიკა უმეტესად კრიშტიანო რონალდოს თემას დაეთმობა. შევეცდები მაქსიმალურად მოგაწოდოთ ყველაზე საინტერესო და სანდო ინფორმაციები.

1. კრიშტიანო რონალდო

"კრიშტიანო რონალდოს მადრიდის "რეალის" დატოვება სურს" - მსოფლიო მედია დღეს მხოლოდ ამ თემის ირგვლივ საუბრობს. ერთბაშად რამდენიმე სანდო გამოცემა იუწყება, რომ პორტუგალიელს მართლაც სურს მადრიდის დატოვება. დატოვების მიზეზად სასამართლოს გადაწყვეტილება სახელდება, რომლის თანახმადაც რონალდოს გადასახდელების გადაუხდელობაში სდებენ ბრალს. ესპანეთის საგადასახადო უწყებები ფეხბურთელს 14.7 მილიონი ევროს გადასახადების დამალვაში ედავებიან.

BBC,Sky Sports, დიდი ბრიტანეთის ორი "მონსტრი" ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ რონალდოს მართლაც სურს "რეალის" დატოვება. ამას ემატება ყველაზე სანდო ესპანური გამოცემების, As და Marca -ს დასტურიც.

Sky Sports -ის ჟურნალისტის, კავე სოლჰეკოლის თანახმად პორტუგალიელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა £880 მილიონს შეადგენს. კვირის ანაზღაურება £400,000 უდრის. ამასთან 2015-ში ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ რონალდოს შეძენა £300 მილიონი დაჯდებოდა.

BBC -ის ჟურნალისტი დან როუნი ეთანხმება Sky Sports -ის მონაცემებს. გამოსასყიდ თანხად ისიც £880 მილიონს ასახელებს. მისივე თქმით რონალდოსთან დაახლოებულმა ადამიანებმა მას შეატყობინეს, რომ კრიშტიანო გაბრაზებული და ნაწყენია იმ სიტუაციით, რაც მის გარშემო ხდება. მას აღარ სურს ესპანეთში დარჩენა.

ესპანური As -ის ჟურნალისტი,ტომას რონსერო კი იტყობინება, რომ კრიშტიანომ გუნდის დატოვების სურვილი ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გამოთქვა.

Sky Sports -ის ყველაზე სანდო ჟურნალისტი ესპანეთში, გილემ ბალაგე კი საკუთარ Twitter -ზე წერს, რომ წინ დიდი ზაფხული გველის, რადგანაც რონალდოს გადაწყვეტილი აქვს მადრიდის დატოვება.

beIN Sports -ის ჟურნალისტი რიჩარდ კეიზიც იმავეს აცხადებს და ამბობს, რომ ბრძოლა რონალდოსთვის დაიწყო, რადგან ის აუცილებლად დატოვებს მადრიდს.

Marca -ს ინფორმაციით რონალდომ პორტუგალიელ თანაგუნდელებს შემდეგი სიტყვები უთხრა: "მე ვტოვებ მადრიდს, გამორიცხულია გადაწყვეტილების შეცვლა."

კომენტარის გაკეთება ამ თემაზე "რეალის" ყოფილ პრეზიდენტსაც თხოვეს: "რა თქმა უნდა ურთიერთობა მოურინიოსა და რონალდოს შორის არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს მის დაბრუნებაზე. მას უყვარს მანჩესტერი, მას უყვარს გულშემატკივრები, სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მან სახლში დაბრუნება გადაწყვიტოს"

ასე გამოეხმაურა რონალდოს შესაძლო დაბრუნებას რიო ფერდინანდი

16.06.2017 - დღის შეჯამება

რამდენიმე თვის წინ კრიშტიანომ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "მე მიყვარს მანჩესტერი, აქ საოცარი გულშემატკივარია, ისინი არასდროს მისტვენდნენ და ვისურვებდი, რომ ერთ დღესაც მე დაბრუნება შევძლო."

სავარაუდოდ კარიერის გაგრძელებას რონალდოს "იუნაიტედში", ჩინეთში, "პსჟ" -ში ან MLS -ში უწინასწარმეტყველებენ.

რა არის ეს, ჭორი თუ სიმართლე, მალე გავიგებთ. უახლოეს ცნობებს კი ჩვენი საიტი მაქსიმალურად მცირე დროში მოგაწვდით.

2. ერიკ დაიერი

The Telegraph-ის თანახმად "იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" ერიკ დაიერის თაობაზე 50 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა.

3. ანტუან გრიზმანი

Don Balon -ის მტკიცებით "ატლეტიკო" მადრიდი ანტუან გრიზმანს "მანჩესტერ იუნაიტედში" მომავალ ზაფხულში გაყიდის.

4. ტიმო ბაკაიოკო

L'equipe -ის თანახმად ტიმო ბაკაიკო "იუნაიტედში" აღარ გადავა, რადგანაც ამ უკანასკნელმა "ჩელსი" აირჩია.

5. ალვარო მორატა

ესპანური As -ის განცხადებით ალვარო მორატას ტრანსფერის დადასტურება მხოლოდ დროის ამბავია. 4 წლის განმავლობაში ესპანელი £48 მილიონს გამოიმუშავებს.
სიახლეები
20 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივნისი 2017 21:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არვიცი რა მოხდება მარა რეალიდან თუ წავა რონალდო და აქ გადმოვა რა გადასახადებს არ გადაახდევინებს ესპანეთის მთავრობა თუ რა?! ისე წერენ გადასახადებისგან თავის არიდების გამო სურს რეალის დატვებაო ეს დასკვნა გამოდის მაქედან, თუ დაუმრკიცეს მაინც გადასახდელი ექნება, აევიცი რა რაც წავიდა ყოველ ზაფხულს წერენ ეს გაზეთები დაბრუნდება დაბრუბდებაო მარა ისევ იქ არი
0
№2
ავტორი: pogba.
16 ივნისი 2017 21:35
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მაგრა გაასწორებს
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
16 ივნისი 2017 21:35
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: SANDROGRIGA
არვიცი რა მოხდება მარა რეალიდან თუ წავა რონალდო და აქ გადმოვა რა გადასახადებს არ გადაახდევინებს ესპანეთის მთავრობა თუ რა?! ისე წერენ გადასახადებისგან თავის არიდების გამო სურს რეალის დატვებაო ეს დასკვნა გამოდის მაქედან, თუ დაუმრკიცეს მაინც გადასახდელი ექნება, აევიცი რა რაც წავიდა ყოველ ზაფხულს წერენ ეს გაზეთები დაბრუნდება დაბრუბდებაო მარა ისევ იქ არი

თუ დატოვებს ესპანეთს აღარ მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და შესაბამისად არც თანხის გადახდა. ესპანეთის კანონმდებლობით თუ მოქალაქე არ არის ესპანეთის და დატოვებს ქვეყანას საქმე დაიხურება და უბრალოდ ვერასდროს ვეღარ ჩავა ესპანეთში.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივნისი 2017 21:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ALEXFERGUSON

ესპანეთის კანონმდებლობა არ ვიცი მარა ძაან ფანტასტიკის სფეროა, ესპანეთში აღარ ჩავა ვითომ? :D თან მგონია რო ესპანეთის მოქალაქეცაა თუ არ ვცდები
0
№5
ავტორი: Dato Sirabidze
16 ივნისი 2017 21:45
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
აი ეგ კანონმდებლობა ნამდვილად არ ვიცი... მაგრამ ის კი ვიცი რო დაგეგმილი იყო ეს აჟიოტაჟი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№6
ავტორი: PaLoMo
16 ივნისი 2017 21:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
რავიცი რავიცი ყველა ამაზე ლაპარაკობს და ამის ტრანსფერი მარტლა 1 მილიარდი ტუ არ დაგვიჯდება დიდი სიამოვნებიტ ვიხილავდი რონალდუს სახლში მოსულს .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: bziki
16 ივნისი 2017 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რა დადგმული რის დადგმული:D
ერთი პონტი ის შეილება იყოს რაც რამოსზე, დააშინა რამოსმა პერესი რეალური წასვლის მოლოდინით და ათამაშა თავის დაკრულზე, რონალდო მგონი მთელი ესპანეთის დაშინებას აპირებს, თუ ხვალ ან ზეგ არ გააკეთებს დარჩენაზე ოფიციალურ განცხადებას,და არ უარყოფს ყველა ამ "ვითომ" ჭორს მერე ნახეთ თქვენ გაზეთების აჭრელება

ბიბის და სკაის დამიჯერეთ ისედაც იყიდიან და ექნებათ რეიტინგი ესეთი რამე რო არ დადგან თუ იცოდნენ რო მხოლოდ ჭორია დამიჯერეთ საერთოდ არ გაეკარებოდნენ ამ ნიუსს

სხვა საქმეა რამდენათ შედგება ეს ტრანსფერი რონალდოს სურვილის მიუხედავადაც. ყველა ვხვდებით რო 880 მილიონი აბსურდია და რეალს აქ ბერკეტი დატოვოს კონტრაქტის ამოწურვამდე. ვუდვორდიც კი ვერაფერს შეცვლის თუ პირადათ რონალდომ არ დაიყოლია პერესი გაშვებაზე , ამ მოკლე დროში თუ რონალდო არ გააკეთებს განცხადებას ხვდებით ალბათ რო პერესს მოჭერს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივნისი 2017 21:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Dato Sirabidze
აი ეგ კანონმდებლობა ნამდვილად არ ვიცი... მაგრამ ის კი ვიცი რო დაგეგმილი იყო ეს აჟიოტაჟი wink

მეც ასე მგონია, ის რო ბიბისი და სკაი წერს და უეჭველი დასაჯერებელია არც მასეა, კი ბატონო სახარბიელო სიტუაცია არააქ რონალდოს მარა მაგისთვის რეალი დატოვოს არამგონია, ისიც მოგონილი ჭორია გუნდი არუდგას მხარშიო, მაგათ რონალდოს დაკარგას ის ურჩევნიათ თვითონ დაფარონ ის 13-14 მილიონი სიტყვაზე
0
№9
ავტორი: Dato Sirabidze
16 ივნისი 2017 22:06
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: Dato Sirabidze
აი ეგ კანონმდებლობა ნამდვილად არ ვიცი... მაგრამ ის კი ვიცი რო დაგეგმილი იყო ეს აჟიოტაჟი wink

მეც ასე მგონია, ის რო ბიბისი და სკაი წერს და უეჭველი დასაჯერებელია არც მასეა, კი ბატონო სახარბიელო სიტუაცია არააქ რონალდოს მარა მაგისთვის რეალი დატოვოს არამგონია, ისიც მოგონილი ჭორია გუნდი არუდგას მხარშიო, მაგათ რონალდოს დაკარგას ის ურჩევნიათ თვითონ დაფარონ ის 13-14 მილიონი სიტყვაზე

რაღაც ძაან სერიოზულია ამის უკან... იმედია მალე გამოვა და იტყვის ყველაფერს... რომ მალე არ გააკეთოს კომენტარი მაგარი გამიტყდება და წარმოდგენა დამეკარგება რაღაცნაირად wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№10
ავტორი: PaLoMo
16 ივნისი 2017 22:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
"ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არაა, ამჟამად პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასზე სათამაშოდ ვემზადები და ყველაფერს საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს".
ეს როგორ გავიგოთ სავარუდოდ გამართლდება ეს ჭორები და დააბრუნდება რონალდო :)) derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top