თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2017, 21:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3093,
კომენტარები: 20
16.06.2017 - დღის შეჯამება
დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
16.06.2017 - დღის შეჯამება
16 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემდეგნაირად გამოიყურება:

დღევანდელი რუბრიკა უმეტესად კრიშტიანო რონალდოს თემას დაეთმობა. შევეცდები მაქსიმალურად მოგაწოდოთ ყველაზე საინტერესო და სანდო ინფორმაციები.

1. კრიშტიანო რონალდო

"კრიშტიანო რონალდოს მადრიდის "რეალის" დატოვება სურს" - მსოფლიო მედია დღეს მხოლოდ ამ თემის ირგვლივ საუბრობს. ერთბაშად რამდენიმე სანდო გამოცემა იუწყება, რომ პორტუგალიელს მართლაც სურს მადრიდის დატოვება. დატოვების მიზეზად სასამართლოს გადაწყვეტილება სახელდება, რომლის თანახმადაც რონალდოს გადასახდელების გადაუხდელობაში სდებენ ბრალს. ესპანეთის საგადასახადო უწყებები ფეხბურთელს 14.7 მილიონი ევროს გადასახადების დამალვაში ედავებიან.

BBC,Sky Sports, დიდი ბრიტანეთის ორი "მონსტრი" ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ რონალდოს მართლაც სურს "რეალის" დატოვება. ამას ემატება ყველაზე სანდო ესპანური გამოცემების, As და Marca -ს დასტურიც.

Sky Sports -ის ჟურნალისტის, კავე სოლჰეკოლის თანახმად პორტუგალიელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა £880 მილიონს შეადგენს. კვირის ანაზღაურება £400,000 უდრის. ამასთან 2015-ში ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ რონალდოს შეძენა £300 მილიონი დაჯდებოდა.

BBC -ის ჟურნალისტი დან როუნი ეთანხმება Sky Sports -ის მონაცემებს. გამოსასყიდ თანხად ისიც £880 მილიონს ასახელებს. მისივე თქმით რონალდოსთან დაახლოებულმა ადამიანებმა მას შეატყობინეს, რომ კრიშტიანო გაბრაზებული და ნაწყენია იმ სიტუაციით, რაც მის გარშემო ხდება. მას აღარ სურს ესპანეთში დარჩენა.

ესპანური As -ის ჟურნალისტი,ტომას რონსერო კი იტყობინება, რომ კრიშტიანომ გუნდის დატოვების სურვილი ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გამოთქვა.

Sky Sports -ის ყველაზე სანდო ჟურნალისტი ესპანეთში, გილემ ბალაგე კი საკუთარ Twitter -ზე წერს, რომ წინ დიდი ზაფხული გველის, რადგანაც რონალდოს გადაწყვეტილი აქვს მადრიდის დატოვება.

beIN Sports -ის ჟურნალისტი რიჩარდ კეიზიც იმავეს აცხადებს და ამბობს, რომ ბრძოლა რონალდოსთვის დაიწყო, რადგან ის აუცილებლად დატოვებს მადრიდს.

Marca -ს ინფორმაციით რონალდომ პორტუგალიელ თანაგუნდელებს შემდეგი სიტყვები უთხრა: "მე ვტოვებ მადრიდს, გამორიცხულია გადაწყვეტილების შეცვლა."

კომენტარის გაკეთება ამ თემაზე "რეალის" ყოფილ პრეზიდენტსაც თხოვეს: "რა თქმა უნდა ურთიერთობა მოურინიოსა და რონალდოს შორის არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს მის დაბრუნებაზე. მას უყვარს მანჩესტერი, მას უყვარს გულშემატკივრები, სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მან სახლში დაბრუნება გადაწყვიტოს"

ასე გამოეხმაურა რონალდოს შესაძლო დაბრუნებას რიო ფერდინანდი

16.06.2017 - დღის შეჯამება


რამდენიმე თვის წინ კრიშტიანომ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "მე მიყვარს მანჩესტერი, აქ საოცარი გულშემატკივარია, ისინი არასდროს მისტვენდნენ და ვისურვებდი, რომ ერთ დღესაც მე დაბრუნება შევძლო."

სავარაუდოდ კარიერის გაგრძელებას რონალდოს "იუნაიტედში", ჩინეთში, "პსჟ" -ში ან MLS -ში უწინასწარმეტყველებენ.

რა არის ეს, ჭორი თუ სიმართლე, მალე გავიგებთ. უახლოეს ცნობებს კი ჩვენი საიტი მაქსიმალურად მცირე დროში მოგაწვდით.

2. ერიკ დაიერი

The Telegraph-ის თანახმად "იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" ერიკ დაიერის თაობაზე 50 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა.

3. ანტუან გრიზმანი

Don Balon -ის მტკიცებით "ატლეტიკო" მადრიდი ანტუან გრიზმანს "მანჩესტერ იუნაიტედში" მომავალ ზაფხულში გაყიდის.

4. ტიმო ბაკაიოკო

L'equipe -ის თანახმად ტიმო ბაკაიკო "იუნაიტედში" აღარ გადავა, რადგანაც ამ უკანასკნელმა "ჩელსი" აირჩია.

5. ალვარო მორატა

ესპანური As -ის განცხადებით ალვარო მორატას ტრანსფერის დადასტურება მხოლოდ დროის ამბავია. 4 წლის განმავლობაში ესპანელი £48 მილიონს გამოიმუშავებს.
სიახლეები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Morata9
16 ივნისი 2017 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ესეც 7 ნომერი
0
№12
ავტორი: MU1810
16 ივნისი 2017 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
დაიერი რონალდუ მორატა და შემდეგ ზაფხულს გრიზუ ?? :დ საინტერესოა თუ გამართლდა დავიცვავთ მსოფლიოს )))
0
№13
ავტორი: Lalana
16 ივნისი 2017 23:21
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: MU1810
დაიერი

თუ რონალდო გადმოვიდა გრინზმანი აქ გადმომსვლელი აღარ იქნება :დდ ეს ყველაფერი სისულელე რომ იყოს უკვე გამოვიდოდა და იტყოდა რომ მსგავს ჭორებს არ უნდა დავუჯეროთ,მაგრამ მსგავსი კომენტარი არ ჩანს.შეიძლება ერთი-ორი გამოცემა რაღაცას წერდეს,მაგრამ როდესაც ასეთი გავლენიანი გამოცემები წერენ,როდესაც ბალაგუეც ამბობს რომ რონალდოს წასვლა სურს ესე იგი სიმართლეს შეესაბამება.ადრეც იყო რაღაც თითქოს მსგავსი მაგრამ ახლა ნამდვილად სულ სხვა შემთხვევაა.

ეგ ტრანსფერი თუ განხორციელდა სერიოზული წინსვლა იქნება გუნდისთვის და უდიდესი შემოსავალიც ექნება მანჩესტერს,ნუ ისედაც არ აკლია,მაგრამ მაგის შემდეგ ერთი-ორად გაიზრდება.ეს ტრნსფერი მაგრად გამახარებს და იმედია შვიდი ნომერი საკუთარ ნომერსა და მაისურს დაუბრუნდება.
0
№14
ავტორი: yohan
16 ივნისი 2017 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ყველაზე უფრო მეტად გრიზმანზე დაწერილმა სტატიამ გამახარა ვიცოდი რომ მომავალ წელსაც ალაპარაკდებოდნენ გრიზმანის გადმოსვლაზე მანჩესტერში :DDDD უკვე აქედანვე დაიწყეს ამაზე საუბარი

აქედან შესაძლო ტრანსფერებით მომავალ გალაქტიკოს ააშენებს იუნაიტედი :D რონალდუ,გრიზმანი ბეილიც თუ მოხერხდა და მორატა პოგბაც არის რუნიც და მოკლედ რა :D ჩემს პირს შაქარი!!!! :D
0
№15
ავტორი: levionok
17 ივნისი 2017 04:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
aq pulze ar aris saqme ggoniat tonaldostvis imdenad mnishvnelovania eg 15 milioni ro amis gamo realis datoveba gadawyvita?-ara,aq aris saqme damokidebulebastqn warmoidginet espanetistvis ramdeni milioni aqvs gadaxdili da kide ramdens gadaixdis iq tu darcheba da tu martlac martalia mashin martalic aris ro datovis me ki saertod vpiqrob es mizezia rametu misi dabruneba manchestershi moxdeba da axla swored idealuri momentia 180 milioni dzalian iapia msoplio sauketeso pexburtelistvis romelic ert weliwadshi minimum 600-700 milionis marto maikas gayidis (mogebas vgulisxmob)xo warmogidgeniat ra zeimi iqneba manchestershi da ocnebis teatrshi,rogor daxvdeba xalxi iq
0
№16
ავტორი: Best Fan
17 ივნისი 2017 05:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
კარგი იქნება რონალდო მანჩესტერში
0
№17
ავტორი: ikeoni
17 ივნისი 2017 05:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ragac Ro xdeba faqtia ubralod mainc gamoricxuli mgonia amis realidan wasvla
0
№18
ავტორი: gache1991
17 ივნისი 2017 06:01
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Mtavaria ramosis situacia AR iyos.danarcheni adre ro chorebi iyo exla bevri sxvaobaa.1 mourinioa mwvrtndli.garda imisa ro es Kaci martla gansakutrebulia erti agenti yavt.chven didi pulis daxarjva shegvidzlia.ukmayopiloa gulshematkivrrbit romelsac ustvenen warmoidginst.tipma arc damala ro chventan eg AR moxdeboda.sheileba motivaciac dakarga realshi yvelaperi moigo da unda chventan moigos.ase qna lebronmac roca klivlends amoaqachina.bevri ramea ra Ritac aqamdel choraobisgan gansxvavdeba.tundac is fo marca da as weren seriozulad.BBC skyze agarafers vambob.vin icos surprizic eg Ari da 7iani grizmans ki ARA ronis elodeba:))
0
№19
ავტორი: gaga1987
17 ივნისი 2017 06:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ramosis situacia rato unda iyos??2022akvs kontrakti.kvirashi igebs 400000evros.mets aravin micems ametapze evropashi amas.gundis lideria.kapit obas ramoss aravin chamoartmevs.ramotivi unda kondes??ramoss xelfasis gazrda unda da kontraktis tavis gemoze mocyoba da magito itamashes.ronaldos ki yvelaperi akvs.mand sxva ambavia da imedia namdvilad sasamartlos temaaa.an kidev ronim yvelaferi gaaketa realshi yvelaferi moigo da klubis sauketeso bombardiri gaxda.mizans miagcia da magitom tviton unda casvla.
0
№20
ავტორი: Dato Sirabidze
17 ივნისი 2017 09:27
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: O Neil
"ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არაა, ამჟამად პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასზე სათამაშოდ ვემზადები და ყველაფერს საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს".
ეს როგორ გავიგოთ სავარუდოდ გამართლდება ეს ჭორები და დააბრუნდება რონალდო :)) derpthumb

ეგ ინტერვიუ ჭორია... სინამდვილეში არაფერი უთქვამს ეგეთი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top