თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3942,
კომენტარები: 20
BBC: "რონალდუს ესპანეთში დარჩენა არ სურს"
მსოფლიოს ცნობილი მედია წარმომადგენლები პორტუგალიელზე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ.
BBC:
მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი ბრალდების წაყენების შემდეგ გაბრაზებულია და ბი-ბი-სის წყაროების ცნობით, კლუბის დატოვება სურს.

ესპანურმა პროკურატურამ 32 წლის ფეხბურთელს მილიონობით ევროს დამალვაში დასდო ბრალი, რაც ფეხბურთელმა უარყო.

წყარო: "ფიქრობს, რომ სინდისი სუფთა აქვს და ყველაფერს სწორად აკეთებდა. ძალიან მოწყენილი და გაბრაზებულია. ესპანეთში დარჩენა არ სურს. ამჟამად წასვლა უნდა".

"რეალში" მისი კონტრაქტი გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდ ევროს ისახავს, რაც 874.88 მლნ. ფუნტის ოდენობისაა.

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2009 წელს 80 მილიონ ფუნტად "რეალში" გადასულმა ფეხბურთელმა 2016 წლის ნოემბერში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩინეთში გადასვლა ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ფეხბურთელის მრჩეველი რონალდუს ევროპაში დარჩენას ურჩევს, ყველაზე მეტად კი "პარი სენ-ჟერმენსა" და პრემიერ ლიგაში.

მადრიდულმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მხარს უჭერს რონალდუს და იმედს გამოთქვამს, რომ ფეხბურთელის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

წყარო: bbc
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: piece
16 ივნისი 2017 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
გვეშვეელლლააა მგონი,ყველა ამას წერს სადაც არ უნდა შეხვიდე კაცი აჭრელებულია ყველგან ძირითად ჩვენთან გადმოსვლაზეა ლაპარაკი. აუ რას გაასწორებს ეს რო გადმოვიდეს.უბისტვენი შეტევა გვეყოლება.
ეპლში კიდე სივრცეები ექნება და ამას რა უნდა მეტი იქ ყველაფერი მოიგო დაბრუნდეს ეხლა სახლში.
1
№2
ავტორი: Best Fan
16 ივნისი 2017 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
მანჩესტერში რომ ვიხილოთ ნამდვილად კარგი იქნება
0
№3
ავტორი: Rooni
16 ივნისი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
gaajvas ra roca droiyo verdaafasa da exla roca realshi moexaza traqshi udzvreba manchesters
0
№4
ავტორი: K1llsw1tch
16 ივნისი 2017 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ჩემი აზრით სისულელეა მესისაც დააბრალეს და გამამტყუნებელი განაჩენიც გამოუტანეს მაგრამ არსად არ წასულა. რონალდომ კიდევ ორი ლიგა მოიგო ზედიზედ და ეგეთი გუნდიდან სადმე რომ წახვიდე გიჟი უნდა იყო
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივნისი 2017 18:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პრესის აგორებული მორიგი ჭორია, არ ღირს ყურადღების გამახვილება, ბოლოს მაინც რეალში დარჩება
0
№6
ავტორი: piece
16 ივნისი 2017 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ციტატა: Rooni
gaajvas ra roca droiyo verdaafasa da exla roca realshi moexaza traqshi udzvreba manchesters

რა მოეხაზა შვილო 5 ოქროს ბურთი ექნება იანვარში მესის გაუთანაბრდება და იმ ლეგენდებთან დააყენებენ კარიერის დამთავრების მერე,სულ რომც არაფერი აკეთოს,როგორიცაა მარადონა,პელე.კაცს რონალდუს მოსვლა როგორ არ უნდა გინდოდეს,ერთია გეზიზღება და მეორეა რო გუნდს ყველა კომპონენტში ყველა საკითხში 5 ჯერ გააძლიერებს. გამარჯვებულის მენტალიტეტი აქ ამ კაცს სულ რო იდგეს და არაფერი აკეთოს 5 მორატას და 20 რაშფორდს ერთად აღებულს ეხლაც ჯობია ამ ასაკში.

რონალდუ სხვა ლეველია.ზიდანზე და დანარჩენ ლეგენდებზე ეხლა მესიც და რონალდუც უფრო ზემოთ დგანან. კაცი ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ლიგის საუკეთესო ასისტენტი.1 წელში ყველაზე მეტი გოლი აქ გატანილი ლიგაზე 17. პლეიფში აგერ 10 გოლი გაიტანა 32 წლის კაცმა მარტო მოუგო ბავარია,ატლეტიკოს ზედ იუვენტუსი დააყოლა და ამან არ მინდაო ვერ აზროვნებს ეს ხალხი მგონი საღად.
2
№7
ავტორი: Malboro463
16 ივნისი 2017 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სასაცილოა. რაც წავიდა მის მერე ყოველ წელს ამის დაბრუნებაზე იწერება. დიდი ჭორია და მეტი არაფერი ერთ სეზონს კიდე დარჩება რეალში და მერეე ალბათ პსჯს მიაშურებს ტყულად ელოდებით ამის დაბრუნებას წელს მაინც
0
№8
ავტორი: pogba.
16 ივნისი 2017 18:39
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
აუ თუ წავა აქ მოვა და ნეტა მოვიდეს
0
№9
ავტორი: Lalana
16 ივნისი 2017 18:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ერთია როდესაც რაღაც უაზრო გაზეთები და გვერდები წერენ,მაგრამ ბბს და ესპნ არ გადის იმ კატეგორიაში რომ მსგავსი სისულელეები უმიზეზოდ წერონ,ამიტომ არ იქნება გამორიცხული რომ ეს სიმართლე იყოს.
0
№10
ავტორი: dzia_David
16 ივნისი 2017 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
სიტუაცია 5 წლის შემდეგ: ''37 წლის რონალდო იუნაიტედში ბრუნდებაა?!! ''

- ''აუ როგორ გამიხარდებაა, მაინც ჩვენი 7იანია რონიი :D :D ''
- ''ჭორი მგონია, ყოველ წელს იწერება:DD''
-''***ას როცა დრო იყო მაშინ გადმოსულიყო ეხლა რა ჩემ ცენზურად გვინდა''
- ''რონალდოზე მაგას როგორ იძახით კაცი ლეგენდააა ბოლო ბოლოო ;დ ''
- '' ეს თუ წავა ჩვენთან წამოვა, მანჩესტერი მეორე სახლია მისთვიის'' :D :D :D

ა.შ და ა.შ :D :D DDD
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top