თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2017, 19:57
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3404,
კომენტარები: 11
09.06.2017 - დღის შეჯამება
დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
09.06.2017 - დღის შეჯამება
9 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემდეგნაირად გამოიყურება:

1. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შვედი თავისუფალი აგენტია და ახალ სეზონში მას "იუნაიტედის" მაისურით აღარ ვიხილავთ. თუმცა აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი სარეაბილიტაციო კურსს კარინგტონზე გაივლის და იანვარში, ანუ მაშინ როცა ზლატანი მოედანზე დაბრუნდება, შესაძლოა რომ "იუნაიტედმა" მას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

წყარო:BBC

2. როგორც იტალიური პრესა იტყობინება "მანჩესტერ იუნაიტედმა" მილანის "ინტერს" ახალი £35 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა იტალიელებისგან უარი მიიღო. "ინტერის" ახალ მწვრთნელად უკვე დაინიშნა ლუჩიანო სპალეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ხორვატს გუნდის დატოვება მაინც სურს. თავის მხრივ "ინტერიც" თანახმაა ფეხბურთელის გაშვებაზე, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ინგლისელებისგან £50 მილიონს მიიღებს.

წყარო:Sky Sports

3. დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალვარო მორატა დათანხმდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოთავაზებას და გასარკვევი მხოლოდ ტრანსფერის საბოლოო ღირებულება იყო. ახლა კი როგორც ცნობილი ხდება მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე ტრანსფერის საბოლოო ღირებულებაც გაარკვიეს და ალვარო მორატა "მანჩესტერ იუნაიტედს" £60 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება, გუნდთან ერთად ის 4 წლიან კონრაქტს გააფორმებს, ხოლო ტრანსფერის გაოფიციალურება მომავალ კვირას მოხდება.

წყარო:The Sun

4. "მანჩესტერ იუნაიტედმა" საბოლოოდ შეძლო და მიაღწია შეთანხმებას ლისაბონის "ბენფიკასთან" ლინდელოფის შეძენის თაობაზე. ახალგაზრდა შვედი "ოლდ ტრაფორდზე" £35 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდება. როგორც Metro იტყობინება ლინდელოფი მანჩესტერში საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ჩაფრინდება და გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

წყარო:Metro.co.uk
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
9 ივნისი 2017 20:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კარგი იდეაა ეს შეჯამება.
0
№2
ავტორი: dybbuk
9 ივნისი 2017 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ზლატანზე რაც წერია თუ სიმართლეა მაშინ სწორად მოქცეულან, არავინ იცის როგორ დაბრუნდება იბრა ასეთი ტრავმის მერე მიუხედავად იმისა რო მთელი მედიკოსობა გაოცებულია მისი ფიზიკური მონაცემებით, თან კვირაში 200 000 აქვს თუ არ ვცდები და ამხელა ფულის ესე გადაყრა არასწორად მიიჩნია ხელმძღვანელობამ და ვერც გაამტყუნებ, უბრალოდ დავაი დასვედანია მაგარი უსამართლობა იქნება შვედთან მიმართებაში, ბასტიანის ამბავი ვერ დამივიწყებია და ეხა კიდე იბრა ნამეტანი იქნება, პატივისცემა და დაფასება არასოდეს ეშლებოდათ მანჩესტერში და ერთერთი მიზეზიცაა რის გამოც შემიყვარდა ეს გუნდი, იმედია არ უღალატებენ ტრადიციებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივნისი 2017 20:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ ვიცი რამდენად ღირს პერიშიჩში ამხელა თანხის გადახდა
0
№4
ავტორი: ikeoni
9 ივნისი 2017 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ravicii Vnaxot sanam ar gaoficialurdeba arafris agar mjera)))
0
№5
ავტორი: PaLoMo
9 ივნისი 2017 21:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4127
perisichi ra pozociaze tamashobs er davamugame
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Dato Sirabidze
9 ივნისი 2017 21:29
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: O Neil
perisichi ra pozociaze tamashobs er davamugame

ვინგერია

ციტატა: Phil Jones
კარგი იდეაა ეს შეჯამება.

გავაგრძელებთ თუ მოიწონეს
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№7
ავტორი: reddevil12
9 ივნისი 2017 21:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ლინდელოფი და მორატა თუ დავითრიეთ ყველამ ტაში უნდა დავუკრათ მოურინიოს გაკეთებული ტრანსფერებისთვის. იბრამ გაამართლა, ბაიიმ გაამართლა, პოგბა <3 ფასზე ცენზურა თორე გაამართლა და უფრო მეტადაც გაამართლებს, მხითარიანს რაც შეეხება პირადად მე ძალიან მომწონს, უბრალოდ ნამდვილად მეტს ველოდები მომდევნო სეზონში.
0
№8
ავტორი: levionok
10 ივნისი 2017 05:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კარგი იდეააა ნამდვილად და თუ გააგრძელებთ კარგი იქნება... ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები რამდენად იქნება საკმარისი არ ვიცი რამეთუ მარცხენა მცველის პოზიცია აშკარად გასაძლიერებელია ტრანსფერებს რომ დაკვირვებით ეკიდებიან ეს გასაგებია მაგრამ ამხელა ნალექია გუნდში დაგროვილი და ამას გაწმენდა უნდა! დეხეამ დააფასა მანჩესტერი და მესიამოვნა მისი განცხადება რომ დარჩენა სურს ახლა კი საერთოდ რაც რეალის ბანაკიდან ისმის ის 100% დარჩება და მეკარეების პრობლემა არ გვაქვსლინდელოფი თუ მოვა სმოლინგი წავა ეშლი იანგი უნდა წავიდეს დარმიანიც უნდა წავიდეს(სარფიანათ)ბლინდი არ ვიცი რა გითხრათ ფელაინიც შეიძლება გამოდგეს რუნიც უნდა წავიდეს კერიკი კარგია რომ რჩება მაგრამ დიდი გაძლიერება გვჭირდება სიტი ისეთ ტრანსფერებს აკეთებს თუ არ გავააქტიურეთ სატრანსფერო ბაზარი მომავალ წელს დავიჩაგრებით

სანჩესის მოსვლა კარგი იქნებოდა მაგრამ ყველა პლიუსს თავისი მინუსი აქვს,მაგ შემთხვევაში მარსიალის ადგილი პრაქტიკულად აღარ რჩება გუნდში,ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ან მარსიალის ენდონ და მისცენ სათამაშო დრო ან მოიყვანონ სანჩესი და გაყიდონ მარსიალი რეშფორდი აუცილებლად უნდა იყოს შემ,ადგენლობაში...მიხითარიანი და მატას კონკურენცია ყველაზე ჯანსაღი იქნება ჩემი აზრით და მხითოსი მჯერავს რომ ძალიან მაგარი სეზონი ელის ასე იყო დორტმუნდშიც თუმცა მანჩესტერში უკეთესი პირველი სეზონი ქონდა ვიდრე დორტმუნდში
0
№9
ავტორი: kobinio
10 ივნისი 2017 06:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დათო მადლობა ჯიგარო კაი გაშლისთვის
მორატა თუ დავითრიეთ როდრიგესი არ მოყვება მას? :)
0
№10
ავტორი: ROI
10 ივნისი 2017 07:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Lindelopi ar gevasebat?ai dzaan magaria
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top