დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
9 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემდეგნაირად გამოიყურება:
1. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შვედი თავისუფალი აგენტია და ახალ სეზონში მას "იუნაიტედის" მაისურით აღარ ვიხილავთ. თუმცა აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი სარეაბილიტაციო კურსს კარინგტონზე გაივლის და იანვარში, ანუ მაშინ როცა ზლატანი მოედანზე დაბრუნდება, შესაძლოა რომ "იუნაიტედმა" მას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
წყარო:
BBC2. როგორც იტალიური პრესა იტყობინება "მანჩესტერ იუნაიტედმა" მილანის "ინტერს" ახალი £35 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა იტალიელებისგან უარი მიიღო. "ინტერის" ახალ მწვრთნელად უკვე დაინიშნა ლუჩიანო სპალეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ხორვატს გუნდის დატოვება მაინც სურს. თავის მხრივ "ინტერიც" თანახმაა ფეხბურთელის გაშვებაზე, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ინგლისელებისგან £50 მილიონს მიიღებს.
წყარო:
Sky Sports3. დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალვარო მორატა დათანხმდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოთავაზებას და გასარკვევი მხოლოდ ტრანსფერის საბოლოო ღირებულება იყო. ახლა კი როგორც ცნობილი ხდება მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე ტრანსფერის საბოლოო ღირებულებაც გაარკვიეს და ალვარო მორატა "მანჩესტერ იუნაიტედს" £60 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება, გუნდთან ერთად ის 4 წლიან კონრაქტს გააფორმებს, ხოლო ტრანსფერის გაოფიციალურება მომავალ კვირას მოხდება.
წყარო:
The Sun4. "მანჩესტერ იუნაიტედმა" საბოლოოდ შეძლო და მიაღწია შეთანხმებას ლისაბონის "ბენფიკასთან" ლინდელოფის შეძენის თაობაზე. ახალგაზრდა შვედი "ოლდ ტრაფორდზე" £35 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდება. როგორც Metro იტყობინება ლინდელოფი მანჩესტერში საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ჩაფრინდება და გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
წყარო:
Metro.co.uk