თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2017, 14:54
ავტორი: DRJBECKHAM,
ნანახია: 3686,
კომენტარები: 12
შეუძლია "მანჩესტერს" მოურინიოს ნდობა?
მოურინიოს ძველი შეცდომები შეახსენეს
შეუძლია
"მანჩესტერ იუნაიტედში" დანიშვნის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა 4 ფეხბურთელი იყიდა, მათ შორის იყო პოლ პოგბას ტრანსფერი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა, მასთან ერთად "ბოსს"-მა მხითარიანი, ერიკ ბაიი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაიფორმა. გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელიც წავიდა: მემფის დეპაი , ტაილერ ბლეკეტი, მორგან შნეიდერლინი , ბასტიან შვაინსტაიგერი, გუსტავო ვარელა და ანდრეას პერეირა, რომლებიც მხოლოდ იჯარით არიან წასულები მაგრამ მათი თამაში მთავარ გუნდში შემდეგ წელსაც ძალიან მცირეა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდის განვითარებისთვის, რადგან გუნდი დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე "პრემიერ ლიგის" მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. სწორად შერჩეულ ტრანსფერებს ისიც ემატება რომ, საკმაოდ ძლიერდება "იუნაიტედის" ყველა კონკურენტი რომლებმაც უკვე მიაღწიეს ხმაურიან შეთანხმებას.

მოურინიოს ხშირად ახსენებენ იმ შეცდომებს როდესაც მან გაუშვა . მოჰამედ სალაჰი ფეხბურთელი რომელიც მოურინიომ "ჩელსიში" შეიძინა მაგრამ არ მისცა სათამაშო დრო და მხოლოდ ექვს შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში დაუბრუნდა იტალიას, ბევრად განვითარდა "რომას" შემადგენლობაში და დიდი ალბათობის "ლივერპულის" ფორმას მოირგებს. მოჰამედ სალაჰის გარდა მოურინიოს მუდამ ახსენებენ გუნდიდან რომელუ ლუკაკუს გაშვებას რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიო მაშტაბით. დიდი შანსია რომ ბელგიელმა მომავალი წლიდან "ჩელსის" ფორმა მოირგოს. ზემოთ ჩამოთვლილი ორი ფეხბურთელის გარდა მოურინიოს "შეცდომად" ითვლება თავის დროზე ხუან კუადრადოს და კევინ დე ბრუინის გაშვება რომლებიც დღესდღეობით "იუვენტუსში და "მანჩესტერ სიტიში" ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეები არიან.

სპეციალისტების თუ უბრალო გულშემატკივრების დიდი ნაწილი ვარაუდობს რომ იგივე განმეორდება ანდრეას პერეირას, ლუკ შოუს და ანტონი მარსიალის" შემთხვევაშიც სათამაშო დროის სიმცირის გამო მათ მოუწევთ გუნდის დატოვება .
სხვა ვითარებაა ფეხბურთელების დამატების შემტხვევაში. მოურინიო არასდროს ერიდებოდა დიდი ფულის დახარჯვას სატრანსფერო ფანჯრის დროს. დღეს ოფიციალურად გაიხსნა სატრანსფერო ბაზარი ინგლისში და ისევ არ წყდება ჭორები "იუნაიტედის" ირგვლივ. შეგვიძლია დასაბუთებით ვთქვათ , რომ მთავარი მოლოდინი არ გამართლდა და ანტუან გრიზმანი, მისი ინტერვიუდან და ახალი კონტრაქტიდან გამომდინარე "ატლეტიკოში" რჩება. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი იწერება შვედ ტალანტზე , ვიქტორ ლინდელოფზე , სახელდება მისი სატრანსფერო ღირებულებაც რომელიც 30-35 მილიონი ფუნტია. მასთან ერთად გუნდის გაძლიერება "ინტერის" ხორვატი ლეგიონერით ივან პერიშიჩით იგეგმება რომლის თამაშის სანახავადაც მოურინიო ხორვატიის ნარების თამაშს დაესწრო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომლსი მიხედვითაც გუნდი აღარ გაუხანგრძლივებს კონტრაქტს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, შესაბამისად გუნდში ახალი ცენტრ-ფორვარდის მოსვლა იგეგმება და შვედ ფორვარდს დიდი ალბათობის იტალიელთა აღმოჩენა ანდრეა ბელოტი ან ალვარო მორატა ჩაანაცვლებს რომელიც უკმაყოფილიო თავისი როლით "მადრიდის რეალში" ხოლო მისმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა აღნიშნა რომ მომავალი სეზონიდან ესპანელი თავდამსხმელი ძირითადი გუნდის წევრი იქნება. მასთან ერთად იგეგმება კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის "გაეშმაკება" რომელიც დიდი ხანია უკმაყოფილოა სათამაშო დროით და გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი.

მოურინიომ განაცხადა რომ აპრილის თვეში ედ ვუდვორდს გადასცა სასურველი ფეხბურთელების ჩამონათვალი, დანამდვლიებით კი ამ სიას მხოლოდ ანტუან გრიზმანი გამოაკლდა.

წყარო : uk.sports.yahoo.com
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
9 ივნისი 2017 15:13
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
გაბუქებულია რაღაცები... ცუდი მხრიდან უყურებენ ყველაფერს როცა საქმე მოურინიოს ეხება... ლუკაკუ იყო ძაან ახალგაზრდა... გაუშვა და მისცა განვითარების უფლება... მის მაგივრად მოიყვანა კოშტა რომელმაც პირველივე სეზონშივე მოაგებინა ჩემპიონატი.. შემცვლელად კი დროგბა ჰყავდა რომელმაც ჩვენ შეგვიგდო ოლდ ტრაფორდზე... კუადრადო გაუშა ვილიანი მოიყვანა, რომელიც მეტად გამოადგა... სალაჰი კიდე ბაზელიდან წამოიყვანა და გზა გაუკვალა... სად უნდა ეთამაშა სალაჰს ჩელსის ძირითადში პირველივე სეზონშივე ? სისულელეა... ახალგაზრდები ან უნდა ათამაშო ან გაუშვა... როცა ძირითადში ვერ აყენებდა გაუშვა... ეგაა და მეტი არაფერი... მარსიალი და შოუ კიდე არსად წავლენ.
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: abrama
9 ივნისი 2017 15:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ეგრე ფერგიმაც გაუშვა უდიდესი ტალანტები ჭარა რაა მერეე...
1
№3
ავტორი: ikeoni
9 ივნისი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ohoho kait exla kait))) imena sheukeres tips
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივნისი 2017 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მტავარია აქ დადოს კარგი ტრანსფერები
1
№5
ავტორი: dybbuk
9 ივნისი 2017 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: hazard10
იბრა წავიდაო და მართალია ნეტა?

კი და მაგრად არასწორად მიექცნენ ჩემი აზრით
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
9 ივნისი 2017 18:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: dybbuk
ციტატა: hazard10
იბრა წავიდაო და მართალია ნეტა?

კი და მაგრად არასწორად მიექცნენ ჩემი აზრით

პროსტა ძაან არასწორი მოქმედება იყო უდაოდ.ფლეტჩერი მახსოვს გუნდში ირიცხებოდა სეზონზე მეტი ვერ თამაშობდა და არ გაუშვიათ
0
№7
ავტორი: dybbuk
9 ივნისი 2017 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: hazard10
ციტატა: dybbuk
ციტატა: hazard10
იბრა წავიდაო და მართალია ნეტა?

კი და მაგრად არასწორად მიექცნენ ჩემი აზრით

არასწორად კიარა სწორად მოიქცნენ :)) 36 წლის ზლატანზე არ უნდა იყოს გუნდი დამოკიდებული.პატივისცემის მიუხედავად ზლატანის გარეშე გუნდი უკეთესი იქნება ჩემი აზრით. სისწრაფეა შეტევაში საჭირო რაც იბრასთან ერთად არ იქნება. მოიყვანონ 1 კაი ფორვარდი, შეუწყვილონ რაშფორდს და მადლობა გადაუხადონ იბრას

ძალიან ზედაპირულად აფასებ სიტუაციას, 36 წლის ზლატანმა გაიტანა იმ გოლების უმეტესობა ზუსტად რამაც გუნდს დღევანდელი შედეგები მოუტანა და ესე უმადურად არ უნდა ექცეოდნენ რადგან ტრავმა მიიღო მაგის გამო და ეს სტერეოტიპული ფრაზები რო ანელებს თამაშს და მთელი ამბები არაა საჭირო, ზლატანის გამოყენება ბევრ ასპექტში შეიძლებოდა და ეხა აღარ ჩამოვწერ რა და როგორ, მილინჯერ მაქვს დანაწერი და ისედაც ბევრი პროფესორობა არ ჭირდება მისი დონის ფეხბურთელის შეფასებას
1
№8
ავტორი: kobinio
9 ივნისი 2017 19:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato Sirabidze
გაბუქებულია რაღაცები... ცუდი მხრიდან უყურებენ ყველაფერს როცა საქმე მოურინიოს ეხება... ლუკაკუ იყო ძაან ახალგაზრდა... გაუშვა და მისცა განვითარების უფლება... მის მაგივრად მოიყვანა კოშტა რომელმაც პირველივე სეზონშივე მოაგებინა ჩემპიონატი.. შემცვლელად კი დროგბა ჰყავდა რომელმაც ჩვენ შეგვიგდო ოლდ ტრაფორდზე... კუადრადო გაუშა ვილიანი მოიყვანა, რომელიც მეტად გამოადგა... სალაჰი კიდე ბაზელიდან წამოიყვანა და გზა გაუკვალა... სად უნდა ეთამაშა სალაჰს ჩელსის ძირითადში პირველივე სეზონშივე ? სისულელეა... ახალგაზრდები ან უნდა ათამაშო ან გაუშვა... როცა ძირითადში ვერ აყენებდა გაუშვა... ეგაა და მეტი არაფერი... მარსიალი და შოუ კიდე არსად წავლენ.

აჟიტირებულია და პირიქოთ მაურინიოს პლიუსად მიმაჩნია ოს რომ დებრუნი ფეხბურთელად გაიზარდა რომ არ გაეშვა იჯდებოდა წლები სკამზე. კუადრადო არაა იმ დონის ფეხბურთელი რომ ვილანს აჯობოს და ასევე თუ განვითარება გინდა წადიო უთხრა.ასე წერდნენ მატაც მოუმ გაუშვაო და პირად ინტერვიუში თქვა მატამ მე ვთხოვე გაშებაო.სულელი მწვრთნელიბარაა და კრიტიკა კიდე სულ იქნება.რაც მთავარია რეიტინგი დაგვიბრუნოს და ლიგა მოიგოს რო ცოტა ეს ჩვეშაჯვია სასტავმა ცენზურაას
2
№9
ავტორი: DRJBECKHAM
9 ივნისი 2017 19:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მესმის რო ცოტა ცუდი სტატია გამომივიდა მაგრამ შევეცადე რეალურად შემეფასებინა ის სიტუაცია რაც ხდება. ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების მსგავსი სიტუაციაა ლუკ შოუს ერეირას და მარსიალის შემთხვევაში, ყველამ კარგად ვიცით რომ სამივეს შეუძლია საკუთარი სიტყვა თქვას გუნდშI და ჩვენს მომავალში მაგრამ ისიც ვიცით რო მოურინიოს პრინციპებს ბევრი ფეხბურთელი გადაყოლია. ასე რომ დღემდე ვთვლი და მირჩევნია რო ზედიზედ თამაში უნდა ითამაშოს შოუმაც და მარსიალმაც ფორმაში რო შევიდნენ და დამაჯერებლობა შეემატოთ. ჩვენი გუნდის ტრადიციებში არ ჯდება დიდი თანხის გადახდა ფეხბურთელებში და შემდეგ მათი 2-3 წელიწადში გაყიდვა, შესაბამისად ვმსჯელობ ზემოთ ჩამოვლილ ფეხბურთელების შემთხვევაშიც.
0
№10
ავტორი: ficxela2
9 ივნისი 2017 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ვიძახი და კიდე ვიტყვი მაურინიო აქ ცენზურაამს ზუსტად მანXესტერი და მაურინიო სხვადასხვა რამეა საერთოდ წასულიყო ისევ ინტერსჰი ან სადმე და გაიზრობდა სახეს მაგრამ მაურინოს აქ აღარაფრი გამოუვა და სულ თუ ევროპა ლიგა უნდა ვითამაშოთ მაშინ კაი ვარიანტია და ტრანსფერს რას ელოდებით რეალში კოენტრაო მიიყვანდა ამაზე მაგარი მემარცხენე არაააო და ტიპი ვაფშე დათრგუნულია და არ იცის რა ქნას როცა ათამაშებენ :D
ტრილოგია რაა ჩვეულებრივ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top