თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2017, 14:54
ავტორი: DRJBECKHAM,
ნანახია: 3680,
კომენტარები: 12
შეუძლია "მანჩესტერს" მოურინიოს ნდობა?
მოურინიოს ძველი შეცდომები შეახსენეს
შეუძლია
"მანჩესტერ იუნაიტედში" დანიშვნის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა 4 ფეხბურთელი იყიდა, მათ შორის იყო პოლ პოგბას ტრანსფერი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა, მასთან ერთად "ბოსს"-მა მხითარიანი, ერიკ ბაიი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაიფორმა. გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელიც წავიდა: მემფის დეპაი , ტაილერ ბლეკეტი, მორგან შნეიდერლინი , ბასტიან შვაინსტაიგერი, გუსტავო ვარელა და ანდრეას პერეირა, რომლებიც მხოლოდ იჯარით არიან წასულები მაგრამ მათი თამაში მთავარ გუნდში შემდეგ წელსაც ძალიან მცირეა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდის განვითარებისთვის, რადგან გუნდი დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე "პრემიერ ლიგის" მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. სწორად შერჩეულ ტრანსფერებს ისიც ემატება რომ, საკმაოდ ძლიერდება "იუნაიტედის" ყველა კონკურენტი რომლებმაც უკვე მიაღწიეს ხმაურიან შეთანხმებას.

მოურინიოს ხშირად ახსენებენ იმ შეცდომებს როდესაც მან გაუშვა . მოჰამედ სალაჰი ფეხბურთელი რომელიც მოურინიომ "ჩელსიში" შეიძინა მაგრამ არ მისცა სათამაშო დრო და მხოლოდ ექვს შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში დაუბრუნდა იტალიას, ბევრად განვითარდა "რომას" შემადგენლობაში და დიდი ალბათობის "ლივერპულის" ფორმას მოირგებს. მოჰამედ სალაჰის გარდა მოურინიოს მუდამ ახსენებენ გუნდიდან რომელუ ლუკაკუს გაშვებას რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიო მაშტაბით. დიდი შანსია რომ ბელგიელმა მომავალი წლიდან "ჩელსის" ფორმა მოირგოს. ზემოთ ჩამოთვლილი ორი ფეხბურთელის გარდა მოურინიოს "შეცდომად" ითვლება თავის დროზე ხუან კუადრადოს და კევინ დე ბრუინის გაშვება რომლებიც დღესდღეობით "იუვენტუსში და "მანჩესტერ სიტიში" ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეები არიან.

სპეციალისტების თუ უბრალო გულშემატკივრების დიდი ნაწილი ვარაუდობს რომ იგივე განმეორდება ანდრეას პერეირას, ლუკ შოუს და ანტონი მარსიალის" შემთხვევაშიც სათამაშო დროის სიმცირის გამო მათ მოუწევთ გუნდის დატოვება .
სხვა ვითარებაა ფეხბურთელების დამატების შემტხვევაში. მოურინიო არასდროს ერიდებოდა დიდი ფულის დახარჯვას სატრანსფერო ფანჯრის დროს. დღეს ოფიციალურად გაიხსნა სატრანსფერო ბაზარი ინგლისში და ისევ არ წყდება ჭორები "იუნაიტედის" ირგვლივ. შეგვიძლია დასაბუთებით ვთქვათ , რომ მთავარი მოლოდინი არ გამართლდა და ანტუან გრიზმანი, მისი ინტერვიუდან და ახალი კონტრაქტიდან გამომდინარე "ატლეტიკოში" რჩება. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი იწერება შვედ ტალანტზე , ვიქტორ ლინდელოფზე , სახელდება მისი სატრანსფერო ღირებულებაც რომელიც 30-35 მილიონი ფუნტია. მასთან ერთად გუნდის გაძლიერება "ინტერის" ხორვატი ლეგიონერით ივან პერიშიჩით იგეგმება რომლის თამაშის სანახავადაც მოურინიო ხორვატიის ნარების თამაშს დაესწრო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომლსი მიხედვითაც გუნდი აღარ გაუხანგრძლივებს კონტრაქტს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, შესაბამისად გუნდში ახალი ცენტრ-ფორვარდის მოსვლა იგეგმება და შვედ ფორვარდს დიდი ალბათობის იტალიელთა აღმოჩენა ანდრეა ბელოტი ან ალვარო მორატა ჩაანაცვლებს რომელიც უკმაყოფილიო თავისი როლით "მადრიდის რეალში" ხოლო მისმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა აღნიშნა რომ მომავალი სეზონიდან ესპანელი თავდამსხმელი ძირითადი გუნდის წევრი იქნება. მასთან ერთად იგეგმება კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის "გაეშმაკება" რომელიც დიდი ხანია უკმაყოფილოა სათამაშო დროით და გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი.

მოურინიომ განაცხადა რომ აპრილის თვეში ედ ვუდვორდს გადასცა სასურველი ფეხბურთელების ჩამონათვალი, დანამდვლიებით კი ამ სიას მხოლოდ ანტუან გრიზმანი გამოაკლდა.

წყარო : uk.sports.yahoo.com
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: psixi13
10 ივნისი 2017 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
პოგბა ვინ გაუშვა.
0
№12
ავტორი: giorgi_mg
10 ივნისი 2017 08:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მედალს ორი ხარე აქვსო ტყუილად არ არის ნათქვამი, მაგ გაშვებებს მიზეზები ქონდა და ძალიან სწორიც, მოუ როგორც ფსიქოლოგი მწვრთნელი არაფრით ჩამოუვარდება ფერგის ჩემი აზრით და რაც შეეხება ფეხბურთელების შეფასებას მისი გაწვრთნილი გუნდებიდან და შედეგებიდანაც ადვილი მისახვედრია რა დონეზე დგას ეს კაცი...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top