თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2591,
კომენტარები: 12
ელერდაისი მოურინიოს მოსაზრებას ეთანხმება
"კრისტალ პალასის" მწვრთნელი მოურინიოს მხარდაჭერას უცხადებს.
ელერდაისი მოურინიოს მოსაზრებას ეთანხმება
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი, სემ ელერდაისი აცხადებს, რომ სიამოვნებით დათანხმდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის ჩატარებას შაბათს, რათა მეტოქეს ევროპა ლიგის მოგების შანსი გაუზარდოს.

მოურინიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კვირას მისი გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" სარეზერვო შემადგენლობით გავა და ელერდაისს დანდობაც კი სთხოვა თავისი ახალგაზრდებისა, რომლებმაც ძირითად ფეხბურთელებს ევროპა ლიგის ფინალში "აიაქსთან" მატჩის ჩასატარებლად დასვენების საშუალება უნდა მისცეს.

მოურინიომ ასევე გააკრიტიკა საფეხბურთო ჩინოსნები, რომლებიც "იუნაიტედს"დახმარებას არ უწევენე ევროარენაზე წარმატების მიღწევაში.

ელერდაისი ამ აზრს ეთანხმება და აღიარებს, რომ ბოლო ტურის მატჩი არაფერს წყვეტს, ამიტომაც სავსებით შესაძლებელი იყო მისი შაბათს ჩატარებს.

"უდავოა, მატჩი შაბათს უნდა გამართულიყო. ადვილად შეიძლებოდა ამის გაკეთება და თქმა: "საუკეთესო შანსს შეგიქმნით ევროპა ლიგის მოსაგებად."

ძალიან ვწუხვარ, რომ ამაში არ ვგავართ სხვა ქვეყნებს, სადაც ისე ცვლიან განრიგს, რომ თავიანთ გუნდებს დაეხმარონ ევროპულ ტურნირებზე გამოსვლაში. ჩვენ ხომ ყველა იმაზე ვწუხვართ, რომ ჩვენი კლუბები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მოგებასთან ახლოსაც კი არ არიან.

თუ გადახედავთ ჟოზეს გრაფიკს, კვირას მისი 63-ე მატჩი იქნება. ამას გუნდური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ პრემიერ ლიგისგან არავითარი დახმარება არ მიუღიათ, რათა გაეზარდა მოგების შანსი ტიტულისა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" არასდროს მოუგია. უცხოეთში ასე არ ხდება. ისინი შენ გამო განრიგს ცვლიან.

არადა, ადვილი იყო ამ მატჩის თარიღის შეცვლა, რადგან მასზე აღარაფერია დამოკიდებული. ვეღარაფერზე მოვახდენთ გავლენას - ვერც ჩვენს მდგომარეობაზე, ვერც სხვისაზე და პრემიერ ლიგის მხრიდან კარგი ჟესტი იქნებოდა "იუნაიტედის" წარმატების შანსის გაზრდა",
- განაცხადა ელერდაისმა.

წყარო: independent
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
20 მაი 2017 14:13
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
გაზულუქებული გნიდებითაა ასოციაცია სავსე და იმიტო,სერ ალექსის დედის ₾აღარძის გინება მოენატრათ მაგათ და მაგის ბრალია... არაშავს ამასაც მოვიგებთ და ფინალსაც და მერე მიიჯვან ახვრებმა
4
№2
ავტორი: chira
20 მაი 2017 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
იასნა ტო საღოლ ამ გნიდას არმეგონა ასე თუ იტყოდა.ეგ ახვრები საერთოდ არდაგვეხმარენ არაფერში ყველაზე რთული გრაფიკი გვქონდა ჩვენ მოკლე დროში ამდენი მატჩი არავის არუთამაშია მაგრამ არაუშავს მაგათი შეცოდების გარეშეც მივარჭობთ აიაქს
0
№3
ავტორი: GRIEZMANN 7
20 მაი 2017 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
მართალია ამ ყ ლეება ვერშეიგნეს რო ასე არაფერი გამოვა და კლუბები იჩაგრებაა
3
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 მაი 2017 14:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როდის უნდა მიხვდეს ასოციაცია საინტერესოა
0
№5
ავტორი: ikeoni
20 მაი 2017 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
საღოლ სემ რა კარგად ილაპარაკა
1
№6
ავტორი: giorgi_mg
20 მაი 2017 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: SANDROGRIGA
როდის უნდა მიხვდეს ასოციაცია საინტერესოა

90% გუნდები, მწვრთნელები და მაგათი პრეზიდენტები სანამ ტაკოს ქიცინით არიან დაკავებულები არაფერი არ შეიცვლება, ყველამ უნდა ამოიღოს ხმა
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
20 მაი 2017 18:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
დაიცადეთ გაისად რო დააყენებს მოუ გუნდს ისე რო მის გარეშეც შეძლებენ თამაშს,მაშინ ნახეთ მოუ რას დასცხებს ასოციაციას.ახლა იკავებდა თავს და მერე აღარ მოთოკავს.ახლა აცადეთ მოიგოს კიგა და მერე გათათხავს ყველას.ისე ელერდაისი მე პირადად არ მაღიზიანებდა და მესიმპატიურებპდა კიდეც.ნაკრებში გაუჩალიჩეს კიდე მაგ ნაბოზრებმა და მოიშორეს და მიტოა რო ყვავის ნაკრებიც და კლუბებიც ევროტურნირებზე
1
№8
ავტორი: dachi_mu
20 მაი 2017 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რესექტ love
0
№9
ავტორი: levionok
20 მაი 2017 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არ მესმის ასოციაციის გადაწყვეტილებები მარტო ეს კი არა საერთოდარცერთი მგონია რომ ეგ ასოციაცია პრემიერლიგის ოპოზიციაა,როგორ შეიძლება არ შეუწყო გუნდებს ხელი იმაში რომ ევროტურნირებზე გამოვიდნენ წარმატებით,ისეა დალაგებული რომ რომელიმე უნდა გაწირო რაც დაგვემართა და მარტო ერთ თამაშზე ვართ დამოკიდებულები ეს კი ფსიქოლოგიურად უკან გვწევს რამეთუ სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს ვიდრე უბრალოდ ერთი თამაში
2
№10
ავტორი: James10
20 მაი 2017 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მევასება კაი კაცია დიდი სემი. ფერგი ეძმაკაცება და სულ აძლევდა თამაშს თუ არჭირდებოდა მოგება
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top