თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2595,
კომენტარები: 12
ელერდაისი მოურინიოს მოსაზრებას ეთანხმება
"კრისტალ პალასის" მწვრთნელი მოურინიოს მხარდაჭერას უცხადებს.
ელერდაისი მოურინიოს მოსაზრებას ეთანხმება
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი, სემ ელერდაისი აცხადებს, რომ სიამოვნებით დათანხმდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის ჩატარებას შაბათს, რათა მეტოქეს ევროპა ლიგის მოგების შანსი გაუზარდოს.

მოურინიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კვირას მისი გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" სარეზერვო შემადგენლობით გავა და ელერდაისს დანდობაც კი სთხოვა თავისი ახალგაზრდებისა, რომლებმაც ძირითად ფეხბურთელებს ევროპა ლიგის ფინალში "აიაქსთან" მატჩის ჩასატარებლად დასვენების საშუალება უნდა მისცეს.

მოურინიომ ასევე გააკრიტიკა საფეხბურთო ჩინოსნები, რომლებიც "იუნაიტედს"დახმარებას არ უწევენე ევროარენაზე წარმატების მიღწევაში.

ელერდაისი ამ აზრს ეთანხმება და აღიარებს, რომ ბოლო ტურის მატჩი არაფერს წყვეტს, ამიტომაც სავსებით შესაძლებელი იყო მისი შაბათს ჩატარებს.

"უდავოა, მატჩი შაბათს უნდა გამართულიყო. ადვილად შეიძლებოდა ამის გაკეთება და თქმა: "საუკეთესო შანსს შეგიქმნით ევროპა ლიგის მოსაგებად."

ძალიან ვწუხვარ, რომ ამაში არ ვგავართ სხვა ქვეყნებს, სადაც ისე ცვლიან განრიგს, რომ თავიანთ გუნდებს დაეხმარონ ევროპულ ტურნირებზე გამოსვლაში. ჩვენ ხომ ყველა იმაზე ვწუხვართ, რომ ჩვენი კლუბები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მოგებასთან ახლოსაც კი არ არიან.

თუ გადახედავთ ჟოზეს გრაფიკს, კვირას მისი 63-ე მატჩი იქნება. ამას გუნდური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ პრემიერ ლიგისგან არავითარი დახმარება არ მიუღიათ, რათა გაეზარდა მოგების შანსი ტიტულისა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" არასდროს მოუგია. უცხოეთში ასე არ ხდება. ისინი შენ გამო განრიგს ცვლიან.

არადა, ადვილი იყო ამ მატჩის თარიღის შეცვლა, რადგან მასზე აღარაფერია დამოკიდებული. ვეღარაფერზე მოვახდენთ გავლენას - ვერც ჩვენს მდგომარეობაზე, ვერც სხვისაზე და პრემიერ ლიგის მხრიდან კარგი ჟესტი იქნებოდა "იუნაიტედის" წარმატების შანსის გაზრდა",
- განაცხადა ელერდაისმა.

წყარო: independent
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
20 მაი 2017 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აი საგოოოლ
0
№12
ავტორი: LASHQARA
22 მაი 2017 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დიდი სემი მართლაც დიდებული ადამიანი ყოფილა love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top