თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3076,
კომენტარები: 17
მოურინიომ ელერდაისს დანდობა სთხოვა
მოურინიო "კრისტალ პალასის" მწვრთნელს მატჩის წინ თხოვნას უგზავნის.
მოურინიომ ელერდაისს დანდობა სთხოვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ სემ ელერდაისს შებრალება სთხოვა და დაიჩივლა, რომ "კრისტალ პალასთან" ბოლო ტურის მატჩი შაბათს არ გაიმართება.

კვირას პრემიერ ლიგის მორიგი სეზონი სრულდება და "წითლები" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებენ "არწივებს", რის შემდეგაც სტოქჰოლმში გასამართი ევროპა ლიგის ფინალისთვის მზადებას დაიწყებენ.

ჟოზე იმედგაცრუებულია, რომ საფეხბურთო ასოციაციამ "პალასთან" მატჩის 24 საათით ადრე ჩატარება არ ისურვა. ამის გამო კი მოურინიო იძულებულია, სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანოს და თავის კოლეგას დანდობას სთხოვს.

"ჩვენ მეექვსეზე ვართ, "კრისტალ პალასი" უსაფრთხოდაა, ამიტომ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, როცა "კრისტალ პალასმა" "ჰალი" დაამარცხა, "ჰალი" გავარდა, "სუონსი" კი უსაფრთხოდ იყო, ჩვენი მატჩი შაბათს უნდა ჩატარებულიყო. მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამ მატჩს შაბათს ჩაატარებდნენ. ვთხოვე თუ არა საფეხბურთო ასოციაციას? დროს უქმად არ ვკარგავ. როცა ვიცი, რომ ბრძოლას წავაგებ, მას არც ვიწყებ.

აქ უკვე შვიდი წელია ვიმყოფები და არასდროს მინახავს იმის მინიშნებაც კი, რომ ინგლისური კლუბების გამოსვლა ევროპულ ტურნირებზე აღელვებთ. არასდროს მინახავს "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედის" ან გასულ წელს "მანჩესტერ სიტის" დახმარება. დახმარებას თუ ითხოვ, მარცხისთვის განწირული ხარ.

იმედგაცრუელბული ვარ. იმედი მაქვს, არ მოგვკლავენ, რადგან თქვენ იცით, როგორი შემადგენლობაც გვეყოლება. იმედია, "ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივრები გუნდს მხარს დაუჭერენ და აპატიებენ თავდაჯერებულობის ნაკლებობას. იმედი მაქვს, დიდი სემი იტყვის, რომ ჩემი კარგი მეგობარია და რბილად მოგვიდგება. ზაჰას ეტყვის, რომ ცოტა დაამუხრუჭოს, ბენტეკეს კი სახლში დატოვებს. იმედია, დაგვინდობს."


წყარო: metro.co.uk
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
20 მაი 2017 12:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ჰაჰა )))))))))))))
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 მაი 2017 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჟოზეს სიტყვები ძაან გადამეტებულია. ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და კრისტალ პალასის სახვეწარი არაფერი არ უნდა გვქონდეს. სულ თუ არაფერი ფეხბურთელები არიან და ელერდაისი უბრალოდ ვერ ეტყვის თავის ფეხბურთელებს ოლდ ტრაფორდზე გოლი არ გაიტანოთ და მანჩესტერს არ მოუგოთო.
1
№3
ავტორი: Phil Jones
20 მაი 2017 12:05
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ზაჰა გაცოფებული ითამაშებს აი ნახავთ.
0
№4
ავტორი: ROI
20 მაი 2017 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ჟოზე ეხლა ეს არ გვეკადრება:D
0
№5
ავტორი: mufc1878
20 მაი 2017 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
გადაობს ჯოზე მაგრად.აქ რაამბებია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2017 13:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზაჰა მართლა თავს მოიკლავს ალბათ

გომეში რო შემოიყვანოს მართლა რა მაგარი იქნება
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
20 მაი 2017 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზემ თუ არ იწუწუნა ისე არ გამოდის wink

გასაგებია ასოციაციას რასაც თხოვს მარა ცოტა უხერხულია წუწუნი
0
№8
ავტორი: ikeoni
20 მაი 2017 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Joze formashiaa)))
0
№9
ავტორი: qutaturi
20 მაი 2017 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
magra ki gaikaioa,darwmunebuli,var manius is axalgazrdebi moigrben vinc gavlen,satamashod
0
№10
ავტორი: kobinio
20 მაი 2017 14:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
უეჭველი ვიგებთ ამ თამაშს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top