თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3081,
კომენტარები: 17
მოურინიომ ელერდაისს დანდობა სთხოვა
მოურინიო "კრისტალ პალასის" მწვრთნელს მატჩის წინ თხოვნას უგზავნის.
მოურინიომ ელერდაისს დანდობა სთხოვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ სემ ელერდაისს შებრალება სთხოვა და დაიჩივლა, რომ "კრისტალ პალასთან" ბოლო ტურის მატჩი შაბათს არ გაიმართება.

კვირას პრემიერ ლიგის მორიგი სეზონი სრულდება და "წითლები" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებენ "არწივებს", რის შემდეგაც სტოქჰოლმში გასამართი ევროპა ლიგის ფინალისთვის მზადებას დაიწყებენ.

ჟოზე იმედგაცრუებულია, რომ საფეხბურთო ასოციაციამ "პალასთან" მატჩის 24 საათით ადრე ჩატარება არ ისურვა. ამის გამო კი მოურინიო იძულებულია, სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანოს და თავის კოლეგას დანდობას სთხოვს.

"ჩვენ მეექვსეზე ვართ, "კრისტალ პალასი" უსაფრთხოდაა, ამიტომ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, როცა "კრისტალ პალასმა" "ჰალი" დაამარცხა, "ჰალი" გავარდა, "სუონსი" კი უსაფრთხოდ იყო, ჩვენი მატჩი შაბათს უნდა ჩატარებულიყო. მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამ მატჩს შაბათს ჩაატარებდნენ. ვთხოვე თუ არა საფეხბურთო ასოციაციას? დროს უქმად არ ვკარგავ. როცა ვიცი, რომ ბრძოლას წავაგებ, მას არც ვიწყებ.

აქ უკვე შვიდი წელია ვიმყოფები და არასდროს მინახავს იმის მინიშნებაც კი, რომ ინგლისური კლუბების გამოსვლა ევროპულ ტურნირებზე აღელვებთ. არასდროს მინახავს "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედის" ან გასულ წელს "მანჩესტერ სიტის" დახმარება. დახმარებას თუ ითხოვ, მარცხისთვის განწირული ხარ.

იმედგაცრუელბული ვარ. იმედი მაქვს, არ მოგვკლავენ, რადგან თქვენ იცით, როგორი შემადგენლობაც გვეყოლება. იმედია, "ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივრები გუნდს მხარს დაუჭერენ და აპატიებენ თავდაჯერებულობის ნაკლებობას. იმედი მაქვს, დიდი სემი იტყვის, რომ ჩემი კარგი მეგობარია და რბილად მოგვიდგება. ზაჰას ეტყვის, რომ ცოტა დაამუხრუჭოს, ბენტეკეს კი სახლში დატოვებს. იმედია, დაგვინდობს."


წყარო: metro.co.uk
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: K1llsw1tch
20 მაი 2017 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ცოტა გაუგებარი და ამხელა დონის კლუბისთვის დამამცირებელი განცხადებაა
0
№12
ავტორი: dachi_mu
20 მაი 2017 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ხალხმა ვერ გაიგო რა თქვა lol
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
20 მაი 2017 20:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
მაგრად იკაიფა და საკბენს უკბინა.თვითონ ელერდაისმაც იგივე გაიმეორა და ზაფა საერთოდ რო არ ათამაშოს არ გამიკვირდება:)
0
№14
ავტორი: The Special One
20 მაი 2017 20:47
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: dachi_mu
ხალხმა ვერ გაიგო რა თქვა lol

ძაან ღრმა სარკაზმი იყო თუ რატო ვერ ჩავწვდი? :დ დაგვამცირა ტიპმა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№15
ავტორი: giorgisamnidze99
21 მაი 2017 02:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სიტის ჩელსის არსენალს ლივერპულს ყველას მოუგო და ჩვენც დაგვინდეო მე ეს აზრი გამოვიტანე

და ძან ტეხავს რო მაგას სერიოზულობით თუ ამბობს მკიდია ერთი ეს ბოლო ტური ევროპა დადე მოუ არ გადამრიო თორე ძან დაეცემი ჩემ თვალში და მეორე სეზონში თუ ლიგაზე არ გვათამაშე არვი მგონი პირველი პრეტენდენტი ვიქნები ვინც მოვითხოვ შენ გაშვებას ნახე კონტე რას შვებაა მოვიდა დადო შედეგი შენ ?
0
№16
ავტორი: dunkan
21 მაი 2017 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ციტატა: dachi_mu
ხალხმა ვერ გაიგო რა თქვა lol
midi mere agvixseni
0
№17
ავტორი: Ronni
21 მაი 2017 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
მოუ ნუ ატრაკებ რა თუ ძმა ხარ wink თუ ცინიზმით ეკიდები ბაზარი არაა, მაგრამ... wink wink am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top