თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2017, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3048,
კომენტარები: 15
როდის ითამაშებს დე ხეა კვლავ
მოურინიო დავიდის გამოყენებას მიმდინარე სეზონში არ აპირებს.
როდის ითამაშებს დე ხეა კვლავ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში დარჩენილ ორ მატჩში მას დავიდ დე ხეას გამოყენება არ სურს და ესპანელს წინასასეზონო ტურნეზე ათამაშებს.

დე ხეა პრემიერ ლიგის რეგულარული სტარტერი იყო, მაგრამ "საუთჰემპტონთან" მატჩში იგი განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

იმავეს ვერ ვიტყვით ევროპა ლიგაზე, სადაც "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში სერხიო რომერო გამოდიოდა და როგორც პორტუგალიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, ფინალშიც იგი ითამაშებს. ეს კი ნიშნავს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ არ მოხდა, დავიდი მიმდინარე სეზონში ვერცერთ მატჩს ვერ ჩაატარებს, რადგან პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში "წითლების" კარს მესამე მეკარე, ჟოელ კაშტრუ პერეირა დაიცავს.

თუმცა, მოურინიო იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი დე ხეას ტრანსფერის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს ხელს არ შეუწყობს და ესპანელი კლუბში დარჩება, რის შემდეგაც თავის მომდევნო მატჩს ლოს-ანჯელესში ჩაატარებს.

"ვფიქრობ, პირველ მატჩს ლოს-ანჯელესში "ლოს-ანჯელეს გელექსის" წინააღმდეგ ითამაშებს. იმედი მაქვს, რომ "კრისტალ პალასთან" ჟოელს ვათამაშებ, ხოლო ფინალში სერხიოს და იმედია, ამ ორ მეკარესთან დაკავშირებით პრობლემები არ გვექნება. დავიდი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და ჩვენ ნამდვილად გვსურს მისი შენარჩუნება", - განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
18 მაი 2017 11:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
დათუნამ არ უნდა დაგვტოვოს, თუმცა ძალით ვერავის გავაჩერებთ.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2017 11:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ზაფუხლს თუ არ წავიდა კი
0
№3
ავტორი: shotkin
18 მაი 2017 12:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
როგორც შარშან გადადიოდა ჩუმად დე ხეა ისე გადავა წელსაც ნუ ყოველშემთხვევაში იგივენაირად ეცდება და იგივე სცენარი მიდის თორე ფეხბურთელს ვისაც დარჩენა აქვს გადაწყვეტილი კლუბში გამოდის და ამბობს აქ ბედნიერი ავრ ან არასად არ მივდივარ და ა.შ უბრალოდ მოურინიოს კარგად ესმის ამ მეკარის წონა რაცაა და რაძალაცაა და ეს განცხადებაც შეიზლება იმას მივაწეროთ რო ვან გაალივიტ რამე გააჩალიჩოს მოუმ მარა არამგონია თვიტონაც დარწმუნებული იყოს ამაში და ამიტომაც არათამაშებს ამ სეზონში. რაცარუნდა იყოს დე ხეა თუ წავიდა წარმატებებს ნაღდად არ ვუსურვებ მიტუმეტეს რეალში მეზიზღება უკვე სე გუნდი გასაგები მიზეზების გამო.
0
№4
ავტორი: DRJBECKHAM
18 მაი 2017 12:10
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
წავიდეს , არაფრის ღირსი არ არის ჩვენგან და წავიდეს. ატლეტიკოს სტადიონზე რო ჩავა კიდე სუ დედის ტრაკოები უნდა დააფარონ და ღირსიც იქნება
0
№5
ავტორი: gache1991
18 მაი 2017 12:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
magrad magizianebs es bichi.chven ki vwert xma amoigos tu ar midiso mara am sichumit da imit ro wina wels yvela sabuti mzad iyo yvelaperia natqvami.xalxi martla chempionshipshi miyveba gundebs da reebs aketeben im gundistvis romelmac yvelaperi mica da es midis tan sad?umaduri ar var mara didi imedi maq isetive dirka gaxdeba rac aq mosvlis dros iyo..kasilasi ar dafasda gundshi da imedia dexeasac eg elodeba :))

wyevla.ge :D
0
№6
ავტორი: Tavdgiridze97
18 მაი 2017 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
თუ დეხეა ნამდვილად აპირებს წასვლას, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ტრანსფერში ან ბეილი ან ვარანი, ვარანი უფრო ალბათ :)
0
№7
ავტორი: dunkan
18 მაი 2017 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
კაროჩე ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო.არ დააფასა ის ყველაფერი რაც მანჩესტერმა მიცა ამ ვირიშვილს.ჯერ რო გოგო გადაგიწყვიტავს კარიერას(მესმის რო ოჯახია მარა მაინც)ეს ისე წავა რო ერთ მადლობასაც არ იტყვის აგერ მე და აგერ იაპონია თუ ასე არ მოხდეს
0
№8
ავტორი: nugo-nugo
18 მაი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
იმედია არსადარწავა და დარჩება.რომეროს დაყენება სწორია სათამაშო პრაქტიკაც სჭირდება რომ უფრო კარგად მოემზადოს ფინლასითვის.
0
№9
ავტორი: Mixito
18 მაი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Modi de geas kutxidan shevxedot 1 mizezi ris gamoc wava espanelia 2 imitom ro real madridshi gadava 3 Sami welia gundi chempionta ligaze ver gadis
0
№10
ავტორი: reddevil12
18 მაი 2017 14:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
მე ვფიქრობ დე ხეა ამ ზაფხულს უკვე ნამდვილად დაგვტოვებს... მიუხედავად ამისა არ იმსახურებს უპატივცემულობას, გინებას და ა.შ. დასაფასებელია, რაც გუნდისთვის გააკეთა და თუ წასვლა უნდა ძალით დატოვებას ყველაფერი ჯობია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top