თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2017, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3048,
კომენტარები: 15
როდის ითამაშებს დე ხეა კვლავ
მოურინიო დავიდის გამოყენებას მიმდინარე სეზონში არ აპირებს.
როდის ითამაშებს დე ხეა კვლავ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში დარჩენილ ორ მატჩში მას დავიდ დე ხეას გამოყენება არ სურს და ესპანელს წინასასეზონო ტურნეზე ათამაშებს.

დე ხეა პრემიერ ლიგის რეგულარული სტარტერი იყო, მაგრამ "საუთჰემპტონთან" მატჩში იგი განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

იმავეს ვერ ვიტყვით ევროპა ლიგაზე, სადაც "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში სერხიო რომერო გამოდიოდა და როგორც პორტუგალიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, ფინალშიც იგი ითამაშებს. ეს კი ნიშნავს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ არ მოხდა, დავიდი მიმდინარე სეზონში ვერცერთ მატჩს ვერ ჩაატარებს, რადგან პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში "წითლების" კარს მესამე მეკარე, ჟოელ კაშტრუ პერეირა დაიცავს.

თუმცა, მოურინიო იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი დე ხეას ტრანსფერის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს ხელს არ შეუწყობს და ესპანელი კლუბში დარჩება, რის შემდეგაც თავის მომდევნო მატჩს ლოს-ანჯელესში ჩაატარებს.

"ვფიქრობ, პირველ მატჩს ლოს-ანჯელესში "ლოს-ანჯელეს გელექსის" წინააღმდეგ ითამაშებს. იმედი მაქვს, რომ "კრისტალ პალასთან" ჟოელს ვათამაშებ, ხოლო ფინალში სერხიოს და იმედია, ამ ორ მეკარესთან დაკავშირებით პრობლემები არ გვექნება. დავიდი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და ჩვენ ნამდვილად გვსურს მისი შენარჩუნება", - განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
18 მაი 2017 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Mainc ar mgonia ro wava raa
0
№12
ავტორი: dzia_David
18 მაი 2017 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რომ მაინც წავა. იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში. მაგრამ 99% მაინც რეალში ალბათ უკვე შემდეგი სეზონიდან, თან ამას ხამესის გადმოსვლაზე ლაპარაკი ემატება და არამგონია რეალი ასეთ მოლაპარაკებებზე წამოსულიყო დე ხეას არ წასვლის შემთხვევაში. მომენატრა გუნდში ისეთი ფეხბუეთელები ვინც მთელი თავისი ცხოვრებით წითელი ეშმაკები იყვნენ და ასე ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა გუნდში გადასვლაზე არ მიდიოდა ბაზარი. ესეთი ფეხბურზთელების რაოდენობა კი გუნდში სერიოზულადაა შემცირებული ;((
0
№13
ავტორი: deqstera
18 მაი 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
პირველ რიგში გუნდის აღზრდილები უნდა იყვნენ, დე ხეა მადრიდშია გაზრდილი და რა გასაკვირია რომ დაბრუნება უნდა?? რონალდუ თავიდანვე ამბობდა რომ რეალის გულშემატკივარი იყო!
ვარანი ფერგის უნდოდა მაგრამ რომც გადმოგეყვანა გაქცევა მოუნდებოდა, ისევე როგორც ბეილს!!

შეხედეთ პოგბას ლეავრის აკადემიიდან რო მოდიოდა, რეალსაც უნდოდა, ბარსასაც და სხვა გრანდებსაც მაგრამ იუნაიტედის აკადემია არჩია, სათამაშო პრაქტიკა რო ვერმიიღო(მაშინ როცა ეკუთვნოდა) წავიდა იუვენტუსში და მიუხედავად იმისა რომ უმაღლეს დონეს მიაღწია და მსოფლიოს ყველა გრანდს სურდა მაინც იუნაიტედში დაბრუნდა და თქვა რომ აქ მოსვლისას ვგრძნობ რო სახლში ვარო რადგან ეს სკოლა გაიარა!!
იგივე რეშფორდი ჩვენი აღზრდილია და ბავშობიდან აქ არის, ასევეა ლინგარდიც(ოღონდ ეს არმევასება :D).. ბექემს რატო არუნდოდა წასვლა?? გიგზი და სქოულზი რატო არწავიდნენ?? იმიტომ რომ ბევრს ნიშნავს ბავშობის ოცნება!!
0
№14
ავტორი: GRIEZMANN 7
18 მაი 2017 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
როგორც მეკარე მაგარია დეხეა მაგრამ როგორც კაცი სუფთა ქათამია თქვი ან მივდივარ ან არა კაცურად

თუ მისი დონის არაა არაფრით ჩამოუვარდება რომერო გიჟია იმენაა
0
№15
ავტორი: kobinio
18 მაი 2017 22:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Dedis prochi ori abazi ro ar gauxades fanebma da imave cutas miuges da atasasi madloba moixada mere imis bralia chemo dmzao.
Romeli ojaxze vlaparakobt gitlfrendia da maseti ori sami kavda da coli ro ikos kide mesmis.klisqeipze tu dadis iaros amis giji dedac shesaxveci ra gvaq.masts shansi aq legenda gaxdes manchesteris da istoriashi shevides da realshi mxolod xelpasi da uketesi mekaris naxvis shemdeg gaushveben shalkeshi an portoshi. Aranaklebi mekareebi ixvecebian cavides amis ****wveli dedac.plastinkebs cvlis kvela cels.ligaze tu ar gavalt uechveli cava...
Realis mekare aranaklebia navasi da ras erchian ise ar vici
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top