თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2017, 22:38
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2595,
კომენტარები: 28
"იუნაიტედმა" შესაძლოა, 21 მილიონი დაკარგოს
მას შემდეგ, რაც კლუბმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოხვედრის შანსი ხელიდან გაუშვა, 21 მილიონის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.
კვირას "ტოტენჰემთან" მარცხმა "იუნაიტედს" მათემატიკური შანსიც კი მოუსპო ოთხეულში შესვლისა, რისთვისაც თავის მხრივ "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" ჯერ კიდევ იბრძვიან.

"წითელ ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ერთადერთი შანსიღა რჩებათ, თუ მოურინიოს გუნდი ევროპა ლიგის ფინალში "აიაქსს" დაამარცხებს, მანჩესტერული კლუბი მომდევნო სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იასპარეზებს.

იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგას ვერ მოიგებს, კლუბი "ადიდასსგან" 21 მილიონი ფუნტით ნაკლებს მიიღებს.

"არ ვარ გაბრაზებული, რადგან ეს გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ხალხი ამბობს, რომ გავრისკეთ, მაგრამ ასე არ მოვქცეულვართ, ევროპა ლიგა არ აგვირჩევია - ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ასე მოვქცეულიყავით. რადგანაც ეშლი იანგი, ლუკ შოუ, მარკოს როხო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიმ ფოსუ-მენსა რომ მყოლოდა, როტაციას შევძლებდი, ყველა მატჩში მოსაგებად ვითამაშებდით. მაგრამ, როცა 14, 15 ფეხბურთელი გყავს, ამას ვერ იზამ. ძალიან მარტივია." - განაცხადა "ტოტენჰემთან" მატჩის შემდგომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალი 24 მაისს, სტოქჰოლმში გაიმართება, სადაც "იუნაიტედი" ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდება.
ახალი ამბები
28 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
16 მაი 2017 22:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აუ ორონდ პენლებამდე და დამატებულ დრომდე არ მივიდეს საქმე რა
1
№2
ავტორი: Ronni
16 მაი 2017 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
რაღაც პონტში მართალიცაა ეს ჩემისა wink ევროპას მოვიგებთ მანჩესტერელებო, არ ინერვიულოთ! am
0
№3
ავტორი: reddevil12
16 მაი 2017 23:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
თუ ფინალი ვერ მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავედით, მომავალ წელს მოგვიწევს ისევ ევროპა ლიგის მატჩებისთვის ფეხბურთელების დაღლა, + ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარგი ფეხბურთელების გადაბირების შანსი შემცირდება და კაროჩე... აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ხამესი მართლა თუ გადმოვიდა, როგორც მინიმუმ რუნი და მატა უნდა გაუშვას მოუმ.
1
№4
ავტორი: dybbuk
16 მაი 2017 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
თუ ისე ითამაშებენ როგორც ჩელსისთან ოლდ ტრაფორდზე მაშინ აიაქსს შანსი საერთოდ არ ექნება, სხვა გზა არაა, ყველაფერი უნდა დადონ მაგ თამაშის მოსაგებად
0
№5
ავტორი: ikeoni
16 მაი 2017 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Darwmunebuli var Ro movugebt im gaucdel glapebs..imena shechams joze im boshs
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
16 მაი 2017 23:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოკლედ ეს ფინალი მოსაგებია, სხვა გზა არაა
0
№7
ავტორი: pogba.
16 მაი 2017 23:34
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ფინალი მოგებული გვაქ კაცო მოურინიოს მგონი არცერთი ფინალი არ წაუგია:)))))))) და ადმინებს ვთხოვ ხამესზე ძაან ერთი ამბავი ატყდა უკვე და ახალ ახალი ინფორმაციები რო დადოთ მაგაზე
0
№8
ავტორი: tornike shavishvili
16 მაი 2017 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ციტატა: pogba.
ფინალი მოგებული გვაქ კაცო მოურინიოს მგონი არცერთი ფინალი არ წაუგია:)))))))) და ადმინებს ვთხოვ ხამესზე ძაან ერთი ამბავი ატყდა უკვე და ახალ ახალი ინფორმაციები რო დადოთ მაგაზე

გააცილეს უკვე მადრიდელებმა მგონი
0
№9
ავტორი: rene harrison_
17 მაი 2017 00:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ტიპების რომ კითხო, არა კაცო რას ამბობ, რეალის სკამის ფეხბურთეი როგორ გვეკადრება!!! სწორედ ხამესის დონის ფეხბურთელები ამოგვიყვანენ ჭაობიდან. ჭაობია ეპლის 5-6 ადგილზე დასრულება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და კიდე ევროპა ლიგაზე რომ ვლოცულობთ ლამის, რომ აქედან მოვხვდეთ ლიგაზე. იმედი აქვს გადმოვა ხამესი...
0
№10
ავტორი: PaLoMo
17 მაი 2017 00:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ხამესის ტრანსფერი 21 მაის დადასტურდებაო...

ხამესის ტრანსფერი 21 მაის დადასტურდებაო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top