თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2017, 11:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3450,
კომენტარები: 12
რუნიმ 2 საათში ნახევარი მილიონი წააგო
სათამაშო პრაქტიკას მოკლებული კაპიტანი გასართობს კაზინოში დაეძებს.
რუნიმ 2 საათში ნახევარი მილიონი წააგო
უეინ რუნიმ კაზინოში თამაშისას 2 საათში 500 ათასი ფუნტი სტერლინგი წააგო. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის კაპიტანი რულეტსა და ბლექჯეკში დამარცხდა.

კაზინო "მანჩესტერ 235-ის" თანამშრომელი აცხადებს: "ძალიან ბევრს დებდა წითელზე და თავის სამყაროში იმყოფებოდა."

აზარტული რუნი ბლექჯეკსა და რულეტზე წუთში 4 ათას ფუნტზე მეტს დებდა და აგებდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ რუნი კაზინოში საღამოს მარტო მივიდა და 2 საათი გაატარა ორ სხვადასხვა თამაშსა და ლუდის სმაში.

ერთ-ერთი თანამშრომელი: "უეინი საშინლად უგუნურად იქცეოდა, ძირს უცვივდებოდა ჩიპები, რომლებიც დიდ ფსონს განასახიერებდა.

ლუდს ბოთლიდან სვამდა. მაგრამ მთვრალი არ იყო. თამაში უფრო აინტერესებდა, ვიდრე დალევა.

როცა რულეტს თამაშობდა, უფრო მეტად წითელზე დებდა და დიდ თანხებს დებდა ცალკეულ ციფრებზე. აგებდა და აგებდა, მაგრამ ეს უფრო მეტი ფსონის დადებაზე აქეზებდა.

თავის წაგებას დასცინოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა მის ვითარებას. კაზინოში მყოფი ხალხი მას უყურებდა და უკვირდათ, რაც ხდებოდა.

თავის სუთქვას წყევლიდა და თავის პატარა სამყაროში იმყოფებოდა, რომელიც მაგიდებით და მის ირგვლივ არსებული სათამაშო აპარატებით შემოიფარგლებოდა.

ბოლოს კი ძალიან დაღვრემილი ჩანდა. თუმცა, კაზინოს თანამშრომლები მასზე ზრუნავდნენ და რუნის VIP საშვი აქვს. მართალია, ბევრს გამოიმუშავებს, მაგრამ ასე წაგება მაინც სიგიჟეა."


ეს ახალი ამბავი მაშინვე გავრცელდა გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო სამყაროში, სადაც არაერთი აზარტული სკანდალი მომხდარა - მათ შორის 18-თვიანი დისკვალიფიკაცია ჯოუი ბარტონს, რომელიც მატჩებზე დებდა ფსონს.

31 წლის რუნი, რომელსაც პირადი ანგარიში აქვს კაზინოში, 16 მარტს, ევროპა ლიგაზე "როსტოვთან" მატჩის შემდეგ გამოჩნდა სამორინეში.

"იუნაიტედის" კაპიტანი ტრავმის გამო ვერ თამაშობ და იძულებული იყო, თამაშისთვის ლოჟიდან ედევნებინა თვალი.

"შუაღამე და შუა კვირა იყო, როცა მოვიდა, ამიტომ ბევრი ხალხი არ იყო კაზინოში. უეინი VIP ადგილში შევიდა და იქ 2 საათამდე დარჩა.

წუთში ათასებს აგებდა, საათში კი 100 ათასებს. დაუჯერებელი რაოდენობაა".


წყარო: mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
15 მაი 2017 11:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ერთი 50 ათასი მაჩუქე შეჩემა რაიქნება
0
№2
ავტორი: DRJBECKHAM
15 მაი 2017 11:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ის ბრაუნია?
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
15 მაი 2017 11:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ადამიანი არის ღორი შინაგანად.შე ჩემოს ტრულაილა გაფშიკავ ერთ დღეს ფეხებს და რა გრჩება ერთი რა.ადექი და ნახევარი მილიონი ფუნტით რამდენი ადამიანის ცხოვრება შეგიძლია შეცვალო,ხოდა ქენი რა 100 ათასის წაგება არ გყოფნის მარა არა ყველა ადამიანში არის ეს მხეცი და ველური დაბუდებული როცა აქ მერე კიდია ყველა
0
№4
ავტორი: tedore
15 მაი 2017 11:47
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ციტატა: DRJBECKHAM
ის ბრაუნია?


გავს ბრაუნს მაგრად)) თუ ესეა მისი ჭკუის უნახია რუნის)) წადი ბიძია ფეხბურთი ითამაშე და ფორმაში ჩადექი თუ ძმა ხარ!
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2017 11:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: DRJBECKHAM
ის ბრაუნია?


კი ბრაუნია
0
№6
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2017 12:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: tedore
ციტატა: DRJBECKHAM
ის ბრაუნია?


გავს ბრაუნს მაგრად)) თუ ესეა მისი ჭკუის უნახია რუნის)) წადი ბიძია ფეხბურთი ითამაშე და ფორმაში ჩადექი თუ ძმა ხარ!

ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: DRJBECKHAM
ის ბრაუნია?


კი ბრაუნია

ბრაუნია, მაგრამ ეს ძველი ფოტოა. როგორც სტატიაში წერია, რუნი მარტო მივიდა. ეს ფოტო უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გამოიყენეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: JuanMata
15 მაი 2017 12:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ფეხბურთსაც ასე თამაშობს.
მოვიდა მგონი დრო რომ წახვიდე ამერიკაში, ფული გექნება, ითამაშებ სიამოვნბისთვის, არც პასუხისმგებლობა დაგაწვება და არც ჩვენ გვექნება ტყუილი იმედები შენს ფერფლიდან აღდგომაზე.
0
№8
ავტორი: Phil Jones
15 მაი 2017 13:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეხლა მივხვდი რატომაც ვერ თამაშობს
0
№9
ავტორი: kobinio
15 მაი 2017 15:07
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
ადამიანი არის ღორი შინაგანად.შე ჩემოს ტრულაილა გაფშიკავ ერთ დღეს ფეხებს და რა გრჩება ერთი რა.ადექი და ნახევარი მილიონი ფუნტით რამდენი ადამიანის ცხოვრება შეგიძლია შეცვალო,ხოდა ქენი რა 100 ათასის წაგება არ გყოფნის მარა არა ყველა ადამიანში არის ეს მხეცი და ველური დაბუდებული როცა აქ მერე კიდია ყველა

აბა სიმონ,აიღე და გაახარე უეცრად ვიღაცა ამ ბოზებს რო ამდიდრებს :))
0
№10
ავტორი: gache1991
15 მაი 2017 15:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
erti kviris xelpasia sul ragac meti ki ara :)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top