თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2017, 11:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3444,
კომენტარები: 12
რუნიმ 2 საათში ნახევარი მილიონი წააგო
სათამაშო პრაქტიკას მოკლებული კაპიტანი გასართობს კაზინოში დაეძებს.
რუნიმ 2 საათში ნახევარი მილიონი წააგო
უეინ რუნიმ კაზინოში თამაშისას 2 საათში 500 ათასი ფუნტი სტერლინგი წააგო. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის კაპიტანი რულეტსა და ბლექჯეკში დამარცხდა.

კაზინო "მანჩესტერ 235-ის" თანამშრომელი აცხადებს: "ძალიან ბევრს დებდა წითელზე და თავის სამყაროში იმყოფებოდა."

აზარტული რუნი ბლექჯეკსა და რულეტზე წუთში 4 ათას ფუნტზე მეტს დებდა და აგებდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ რუნი კაზინოში საღამოს მარტო მივიდა და 2 საათი გაატარა ორ სხვადასხვა თამაშსა და ლუდის სმაში.

ერთ-ერთი თანამშრომელი: "უეინი საშინლად უგუნურად იქცეოდა, ძირს უცვივდებოდა ჩიპები, რომლებიც დიდ ფსონს განასახიერებდა.

ლუდს ბოთლიდან სვამდა. მაგრამ მთვრალი არ იყო. თამაში უფრო აინტერესებდა, ვიდრე დალევა.

როცა რულეტს თამაშობდა, უფრო მეტად წითელზე დებდა და დიდ თანხებს დებდა ცალკეულ ციფრებზე. აგებდა და აგებდა, მაგრამ ეს უფრო მეტი ფსონის დადებაზე აქეზებდა.

თავის წაგებას დასცინოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა მის ვითარებას. კაზინოში მყოფი ხალხი მას უყურებდა და უკვირდათ, რაც ხდებოდა.

თავის სუთქვას წყევლიდა და თავის პატარა სამყაროში იმყოფებოდა, რომელიც მაგიდებით და მის ირგვლივ არსებული სათამაშო აპარატებით შემოიფარგლებოდა.

ბოლოს კი ძალიან დაღვრემილი ჩანდა. თუმცა, კაზინოს თანამშრომლები მასზე ზრუნავდნენ და რუნის VIP საშვი აქვს. მართალია, ბევრს გამოიმუშავებს, მაგრამ ასე წაგება მაინც სიგიჟეა."


ეს ახალი ამბავი მაშინვე გავრცელდა გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო სამყაროში, სადაც არაერთი აზარტული სკანდალი მომხდარა - მათ შორის 18-თვიანი დისკვალიფიკაცია ჯოუი ბარტონს, რომელიც მატჩებზე დებდა ფსონს.

31 წლის რუნი, რომელსაც პირადი ანგარიში აქვს კაზინოში, 16 მარტს, ევროპა ლიგაზე "როსტოვთან" მატჩის შემდეგ გამოჩნდა სამორინეში.

"იუნაიტედის" კაპიტანი ტრავმის გამო ვერ თამაშობ და იძულებული იყო, თამაშისთვის ლოჟიდან ედევნებინა თვალი.

"შუაღამე და შუა კვირა იყო, როცა მოვიდა, ამიტომ ბევრი ხალხი არ იყო კაზინოში. უეინი VIP ადგილში შევიდა და იქ 2 საათამდე დარჩა.

წუთში ათასებს აგებდა, საათში კი 100 ათასებს. დაუჯერებელი რაოდენობაა".


წყარო: mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
15 მაი 2017 16:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: kobinio
ციტატა: Dato kutaisi
ადამიანი არის ღორი შინაგანად.შე ჩემოს ტრულაილა გაფშიკავ ერთ დღეს ფეხებს და რა გრჩება ერთი რა.ადექი და ნახევარი მილიონი ფუნტით რამდენი ადამიანის ცხოვრება შეგიძლია შეცვალო,ხოდა ქენი რა 100 ათასის წაგება არ გყოფნის მარა არა ყველა ადამიანში არის ეს მხეცი და ველური დაბუდებული როცა აქ მერე კიდია ყველა

აბა სიმონ,აიღე და გაახარე უეცრად ვიღაცა ამ ბოზებს რო ამდიდრებს :))

ხო ძმა ეგაა ადამიანი.ინიესტას აქ ნათქვამი ჩემი პირველი ბუცები რომელიც მამაჩემმა მთელი თვის ნაშრომი ფულით მიყიდაო კედელზე მაქ დაკიდებული რო სულ მახსოვდეს საიდან მოვდივარო.ადამიანზეცაა ეგ დამოკიდებული.მახსოვს შარშან რუნი სადღაც ისვენებდა და ღორები რო ყავდა წაყვანილი.მიმაჩნია ადამიანს რაც ნეტი გაქ მეტი პასუხისმგებლობაც გაქ მორალური რათქმაუნდა აბა მისი ნაშოვია ფული და რაშიც უნდა იმაში დახარჯავს
0
№12
ავტორი: ikeoni
15 მაი 2017 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sagol runi erti seni gvqonia ubralod tanxebshia cota sxvaoba))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top