თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3204,
კომენტარები: 15
მატა: "დე ხეას წასვლის მიზეზი არ აქვს"
მატა თანაგუნდელს დარჩენისკენ მოუწოდებს.
მატა:
ხუან მატა ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავს იმისა, თუ რატომ უნდა დატოვოს დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედი".

ესპანელი კიპერი 2015 წელს ძალიან ახლოს იყო მადრიდის "რეალში" გადასვლასთან, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტექნიკური გაუმართაობის გამო მისი ტრანსფერი არ შედგა.

მიუხედავად ამისა, 26 წლის დავიდის ირგვლივ ჭორები არ წყდება და მას კვლავ "სანტიაგო ბერნაბეუს" უკავშირებენ. თუმცა, მატა მიიჩნევს, რომ მის თანამემამულეს "ოლდ ტრაფორდის" დატოვების მიზეზი არ აქვს.

"მე ვფიქრობ, ბედნიერია და ნამდვილად კლუბის ერთგული. მას კონტრაქტი აქვს. ინგლისში ცხოვრებას მიეჩვია, მანჩესტერში ბედნიერია.

ჩემთვის ის დიდებულია - დიდებული პიროვნება და დიდებული ფეხბურთელი. საუკეთესო მეკარე თუ არა, ტოპ-სამეულში ნამდვილად შედის.

გასულ სეზონში მისი წყალობით ბევრი ქულა მოვიპოვეთ, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა სამ სეზონში და ბედნიერია, ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ მისი მდგომარეობის შეცვლისა. დაე, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის კიდევ ბევრ ბურთს მოიგერიებს."


წყარო: espn
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2017 13:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სნეიდერზე არ ყოფილა ამხელა საგა, დავიღალეთ wink
1
№2
ავტორი: MANUTD FAN.
15 მაი 2017 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
არამგონია წავიდეს მარა ნერვებს რაც მიშლის ისაა რომ ყოველ წელს ასე უნდა იყოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№3
ავტორი: Phil Jones
15 მაი 2017 13:16
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რა მოხდება ერთი გამოვიდეს და თქვას ან ასე ან ისე!
1
№4
ავტორი: kantona-7
15 მაი 2017 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არწავა არსად მეასევფიქრობ უბრალოდ ყოველდღე ახალი ჭორი დაიწერება>>>არც მიკვირს ჭორები ამკაცზე რადგან ძაან მაღალი კლასის მეკარეა და ჭორებიც უნდა იყოს აუცილებლად რადგან რამით ხომუნდა მოიგვიშალონ ნერვები lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: dybbuk
15 მაი 2017 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Phil Jones
რა მოხდება ერთი გამოვიდეს და თქვას ან ასე ან ისე!

ჰო მეც მაგაზე ვღადაობ, რამდენი წელია ეს ამბებია და 1 კომენტარი არ მახსენდება მისგან. ჩემი აზრით სანამ მანჩესტერი და ინგლისის ტოპ გუნდები არ დაადგენენ რაღაც რეგულაციებს რო დაბლოკონ და ხელფასის გაზრდის ხარჯზე არ გაუშვან წამყვანი ფეხბურთელები, მანამდე გაგრძელდება ესე, რატო უნდა ყველას რეალში და ბარსაში თამაშi?! მარტო კარგი ამინდის გამო არამგონია ეგრე იყოს, ეს უფრო იმიტო ხდება რო ისინი არასოდეს ყიდიან მათ ლიდერებს რის ხარჯზეც შედეგიც აქვთ და სანამ ესენიც არ გამოიჩენენ მტკიცე ხასიათს, თუ გინდა პრინციპი დავარქვათ და რაც გინდა ის დავარქვათ, მანამდე გაგრძელდება ესპანური გუნდების ჰეგემონია
0
№6
ავტორი: tedore
15 მაი 2017 13:31
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
თუ წასვლა უნდა ვერავინ დააკავებს, თუ დარჩება შეუძლია მანჩესტერის ლეგენდა გახდეს და იმედია ასეც იქნება, მაგრამ თუ წავა ვერც ვერავინ გაამტყუნებს. მის სამშობლოში და ქალაქში სურს თამაში ალბათ. ვნახოთ ამ ზაფხულსაც თუ დარჩა ალბათ შეეშვებიან საბოლოოდ
0
№7
ავტორი: Goga7
15 მაი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ციტატა: Phil Jones
რა მოხდება ერთი გამოვიდეს და თქვას ან ასე ან ისე!

იმიტომ არ გამოდის რო არ იცის წავა თუ დარჩება,რადგან არ გამოდის და ამბობს ესეიგი აქვს შემოთავაზება რეალიდან ან ელოდება შემოთავაზებას,მე პირადად არ გავამტყუნებ რო წავიდეს,მისი ქვეყანაა და უფრო ტიტულოვან გუნდში მიდის,არ დაგავიწყდეთ მანჩესტერი ქარხნების ქალაქია და ბევრი იკავებს თავს მაგის გამომანჩესტერში გადმოსვლას,ამიტომ როგორც გუნდი და როგორც ქალაქი გაცილებით მაღლა დგას მადრიდი მანჩესტერზე
0
№8
ავტორი: kobinio
15 მაი 2017 15:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Phil Jones
რა მოხდება ერთი გამოვიდეს და თქვას ან ასე ან ისე!

ფასს ეგ უმატებს არაფერს რომ არ ამბობს და ყოველი დღე უფრო ძაბავს სიტვაციას. ვანგაალი თუ დარჩება წავალო პირდაპირ ამბობდა მაშინ და ეხლა რო უნდოდეს შეეშინდება თქმა თუ რააარი? ერთი რაც მაფიქრებს სახლი რომ გაყიდა ეგაა თორე რავი ისე არც მე მგონია
0
№9
ავტორი: DRJBECKHAM
15 მაი 2017 15:21
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
აქვს მიზეზი და ყველამ კარგად ვიცით ეგ მიზეზი. რაც ადრე მოხდა ის აღარ განმეორდება და თუ წასვლა მოინდომა წავა კიდევაც, ერთადერთი რის გამოც შეიძლება არ წავიდეს რეალშI ის არის რო ატლეტიკოს გაზრდილია, მე სხვა დაბრკოლებას ვერ ვხედავ ამის ტრანსფერთან დაკავშირებით
0
№10
ავტორი: gache1991
15 მაი 2017 15:52
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
xoda daxvdeba jojoxeti atletikostan..arc ise qalaqshi daadgeba uketesi ambavi.realis baleshikebi ronaldos ustvenen da beils qvebs esvrian da es vin ari..namdvilad ar vusurveb warmatebebs:))kargad unda axsovdes jgvintiani dirka movida aq da gundma yvelaperi mica.mekaristvis uzarmazari xelpasit pirvelrigshi...
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top