თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3206,
კომენტარები: 15
მატა: "დე ხეას წასვლის მიზეზი არ აქვს"
მატა თანაგუნდელს დარჩენისკენ მოუწოდებს.
მატა:
ხუან მატა ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავს იმისა, თუ რატომ უნდა დატოვოს დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედი".

ესპანელი კიპერი 2015 წელს ძალიან ახლოს იყო მადრიდის "რეალში" გადასვლასთან, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტექნიკური გაუმართაობის გამო მისი ტრანსფერი არ შედგა.

მიუხედავად ამისა, 26 წლის დავიდის ირგვლივ ჭორები არ წყდება და მას კვლავ "სანტიაგო ბერნაბეუს" უკავშირებენ. თუმცა, მატა მიიჩნევს, რომ მის თანამემამულეს "ოლდ ტრაფორდის" დატოვების მიზეზი არ აქვს.

"მე ვფიქრობ, ბედნიერია და ნამდვილად კლუბის ერთგული. მას კონტრაქტი აქვს. ინგლისში ცხოვრებას მიეჩვია, მანჩესტერში ბედნიერია.

ჩემთვის ის დიდებულია - დიდებული პიროვნება და დიდებული ფეხბურთელი. საუკეთესო მეკარე თუ არა, ტოპ-სამეულში ნამდვილად შედის.

გასულ სეზონში მისი წყალობით ბევრი ქულა მოვიპოვეთ, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა სამ სეზონში და ბედნიერია, ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ მისი მდგომარეობის შეცვლისა. დაე, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის კიდევ ბევრ ბურთს მოიგერიებს."


წყარო: espn
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
15 მაი 2017 16:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Goga7
ციტატა: Phil Jones
რა მოხდება ერთი გამოვიდეს და თქვას ან ასე ან ისე!

იმიტომ არ გამოდის რო არ იცის წავა თუ დარჩება,რადგან არ გამოდის და ამბობს ესეიგი აქვს შემოთავაზება რეალიდან ან ელოდება შემოთავაზებას,მე პირადად არ გავამტყუნებ რო წავიდეს,მისი ქვეყანაა და უფრო ტიტულოვან გუნდში მიდის,არ დაგავიწყდეთ მანჩესტერი ქარხნების ქალაქია და ბევრი იკავებს თავს მაგის გამომანჩესტერში გადმოსვლას,ამიტომ როგორც გუნდი და როგორც ქალაქი გაცილებით მაღლა დგას მადრიდი მანჩესტერზე

ქალაქი მადრიდი და მანჩესტერი არც შეედრება ერთმანეთს მარა ეგ მეშვიდე და მეათე ხარისხოვანია ზოგადად ფეხბურთში მთავარია გუნდში რა სტატუსი გაქვს და თუ გიხარია და კმაყოფილი ხარ იქ ცხოვრებით, სიტყვაზე ავიღოთ ფეხბურთელებს ისეთი გრაფიკი აქვთ დიდად არ რჩებათ დრო გარეთ წოწიალის და როცა საშუალება ექნება მშვენივრად გადაფრინდება მდრიდში რამდენიმე დღითაც და გარტობა თუ უნდა ინგლისში უამრავი ადგილია სადაც ძაან მაგრად ატრაკებენ კონკრეტულად მანჩესტერშიც.

ციტატა: gache1991
xoda daxvdeba jojoxeti atletikostan..arc ise qalaqshi daadgeba uketesi ambavi.realis baleshikebi ronaldos ustvenen da beils qvebs esvrian da es vin ari..namdvilad ar vusurveb warmatebebs:))kargad unda axsovdes jgvintiani dirka movida aq da gundma yvelaperi mica.mekaristvis uzarmazari xelpasit pirvelrigshi...

100% გეთანხმები აი ვან გაალის და მოიესის დროს მეც შემეცოდა მარა გუნდისთვის კიდე მეტი უნდა გააკეთოს რა და რატო? იმიტო რო არცერთი გუნდი არმახსენდება და არცერთი მწვრთნელი ვინც მთელი სეზონი ანდო წვინტლიან მეკარეს და ეს უამრავ უაზრო გოალდ დაგვიჯდა, როგორ მახსოვს გამოსვლებზე უჭირდა აი უბრალოდ ტანს ჩაუყენებდნენ მოწინააღმდეგე ფეხბურთელები და ტიპი შებოჭილი იყო და ვიღაცა თავით ცარიელ კარში გოლს იტანდა და ეს ხდებოდა არაერთხელ მარა ამის მიუხედავად ფერგიუსონს წამითაც არ შეუცვლია, 3:2 რომოვუგეთ სიტის თასის ფინალში იქაც 2 უაზრო გოლი გაუშვა მარა გუნდმა მაინც მოიგო და ეს ფსიქოლოგიური ტრანვა აარიდა და ფერგი მაინც ენდობოდა,რომელი დიდი გუნდი შვება ამას ან რომელი მწვრთნელი? კარიუსს კი ვხედავთ რასუშვება ლივერპული დაკლოპიც არადა ეგეც კაი ნიჭიერია მარა აღარ ენდობიან. მე დეხეასგან მეტს მოვითხოვ მიტუმეტეს გუნდი ძლიერდება და ეხლა გვჭირდება ზუსტად,მაღალი დონის მწვრთნელია მოვიდნენ კარგი ფეხბურთელები და კიდე 5-6 კაცი მოვა უმაღლესი დონე და საჩემპიონო გუნდი ვიქნებით 1-2 წელში ლიგაც დაიდება და მადრიდი თუ უნდა წავიდეს 32 -33 წლის ასაკში მანმდე მოგვაგებინოს ტიტულები აბა ტყუილა ხოარ შევწირეთ ამის აღზრდას ამდენი დრო? ავღზარდეთ რატო? რო წავიდეს რეალში და მერე რეალმა ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელებით ლიგიდან გამოგვაგდოს? მერამდენედ პროსტა? ჯერიყო ბექემი, მერე ნისტელროი,მერე რონალდო,ეხლა ეს ტვინი წაიღო რა ამ მადრიდმა რა როარგეზიზღებოდეს თას შეგაზიზღებს ძალით.
0
№12
ავტორი: nugo-nugo
15 მაი 2017 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ეს ყელაფერი რონალდოს ამბავს გავს.რო წავიდა იმის მერე ყოველ წელს ბრუდნდებოდა ....ახლა დე ხეაზე უნდა ვისწავლოთ ყოველ წელს
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
15 მაი 2017 18:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ჩემი აზრით უმადურობის მეტი არაფერი ერქმევა მის წასვლას და ამაზე ზემოთ ბევრი დაიწერა.არაფრიდან უმაღლესი კლასის მეკარე დადგა ნდობის და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით.ახლა მეორე თუ რატომ არ უნდა გადავიდეს.ახლა იწყება სხვა ეპოქა როდესაც მესი რონალდოს ჰეგემონია დასრულდება და მას ავტომატურად მიყვება ბარსა რეალის რეგრესიც.ისტორიულად ასეა სტატისტიკაც ამას მეტყველებს და ჯიუტია ფაქტები.რეალიც და ბარსაც მაშინ იყო ზენიტში როცა ერთი მაინც მეგა ვარსკვლავი ყავდა გუნდში.მესი რონალდოს წასვლის მერე მე ვერ ვხედავ ვინმეს რომელიც ასე ამომხტარი იყოს და ყველაზე მაღალ დონეზე ათი თავით მაღლა იყოს.ნეიმარი შეიძლება მაგრამ არაა ის არც მესი და არც რონალდო.ასეთ ეპოქას ახასიათებს ბალანსირებული გუნდების წარმატება.ანუ ყველა პოზიციაზე დაბალანსებული გუნდები წამოვლენ წინ თუნდაც ისეთები როგორიც იუვეა ბაიერნი სიტიც ჩელსიც და ამ ეპოქაში იმ გუბდს რასაც ახლა ჩვენთან ეყრება საფუძველი გაცილებით დიდი შანსები ექნება წარმატების ვიდრე რეალს და ბარსას.აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მეც.არსად არ მივდივარ და გავახსენებ ყველას ამ ნათქვამს.დე ხეას წასვლა ამ ეპოქის ვერ აღქმაა და უვიცობა უმადურობასთან ერთად
0
№14
ავტორი: ikeoni
15 მაი 2017 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Imedia ar wavaa raa
0
№15
ავტორი: giorgi_mg
16 მაი 2017 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მატა რაღაცას ახურებს, მიზეზების მეტი რა აქვს, პროსტა ის ტეხავს რო ატლეტიკოს აღზრდილია და მოსისხლე მტრებთან უნდა გადასვლა ეს ღალატი არ არის?! ჩემი აზრით უმადურობა და უკანასკნელი საქციელია რაც კი შეიძლება ფეხბურთელმა ჩაიდინოს, იგივე პონტია რა აქ გაზრდილი ლივერპულში რო გადავიდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top