თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2017, 20:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2774,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი
"ტოტენჰემთან" მატჩის არასრული განაცხადი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდები, მეთი უილოკი, მეთიუ ოლოსუნდი და დემეტრი მიტჩელი "ტოტენჰემთან" მატჩის გასამართად ლონდონში გამგზავრებულ გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ.

მიტჩელი და ოლოსუნდი "იუნაიტედის" შემადგენლობაში დღეს შუადღეს გამოჩნდნე სტოკპორტის სადგურში და მოსალოდნელია, რომ მათი დებიუტი პრემიერ ლიგაში "უაით ჰარტ ლეინზე" შედგეს. უილოკი გასულ თვეში "ვესტ ბრომთან" მატჩის განაცხადშიც მოხვდა.

ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი ასევე გაემგზავრა დედაქალაქში, სადაც მისი დებიუტი უკვე შედგა "არსენალთან" მატჩის მიწურულს თამაშის შედეგად.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


ახალგაზრდას კვლავ აქვს სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შანსი, რამეთუ ფოტოგრაფებმა ანტონიო ვალენსია და პოლ პოგბა თანაგუნდელებთან ერთად ვერ შენიშნეს.

19 წლის ოლოსუნდიმ ორშაბათს საღამოს კარგი მატჩი ჩაატარა და "არსენალის" რეზერვების წინააღმდეგ თამაშში, ხოლო მიტჩელი წლის საუკეთესო რეზერვების ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი აქსეულ ტუანზებესთან ერთად.

მოურინიომ კვირას ხუთშაბათს დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგის მატჩებში როტაციას მიმართავს.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


თუმცა, როტირებაში არ მოიაზრება დავიდ დე ხეა, რომელიც საკუთარი გუნდის კარს დაიცავს პრემიერ ლიგის მატჩებში, განსხვავებით ევროპა ლიგისგან, სადაც ძირითადად სერხიო რომერო თამაშობდა და ფინალსაც არგენტინელი დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში.


"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


ასევე მოსალოდნელია, რომ "ტოტენჰემთან" სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ იმ ფეხბურთელთა უმეტესობა, რომლებმაც "სელტა ვიგოსთან" ვერ ითამაშეს, ასეთთა შორის კი უეინ რუნი და ენტონი მარსიალიც არიან, ხუან მატასთან ერთად.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


გუნდის დადასტურებული შემადგენლობა:
დე ხეა, რომერო, პერეირა; ოლოსუნდი, ჯონსი, ტუანზებე, ბაიი, დარმიანი, სმოლინგი, მიტჩელი, ბლინდი; ერერა, მაკტომინეი, ლინგარდი, უილოკი, კერიკი, მხითარიანი, მატა; რუნი, მარსიალი, რეშფორდი.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
13 მაი 2017 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მაინტერესებს აკადემიებს რა შეუძლიათ ჩვენს დიდი სიამოვნებით ველოდები რომელიმეს გაპრწყინებას
0
№2
ავტორი: gache1991
13 მაი 2017 21:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
reshfords ibras da pogbas mere yvelaze meti tamashi aq natamashebi da am patara bavshvs dasvenebis uplebas mivcemdi.mices shansi marsials inglissshi ramdenime tamashi miabmevinos..davamtavret inhlisi chven
0
№3
ავტორი: ikeoni
13 მაი 2017 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Sainetereso iqneba rogor itamasheben axalgazdebi
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 მაი 2017 22:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არსენალმა მოიგო და პრემიერ ლიგას უკვე აზრი აღარააქ ჩვენთვის, ნუ ისედაც არ ქონდა
0
№5
ავტორი: LASHQARA
13 მაი 2017 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მოკლედ ყველანაირ აზრს კარგავს პრემიერლიგა ჩვენთვის, მაგრამ წელს მე ტოტენჰემის თამაში მომწონს ყველაზე მეტად პრემიერლიგაში და თუ მოვიგებთ მაინც მაგრად გამიხარდება love am
0
№6
ავტორი: giorgi_mg
14 მაი 2017 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს პატარა ფერადკანიანი ის არაა ძაან ტეხნარი როა? რა ქვია?
0
№7
ავტორი: shotkin
14 მაი 2017 01:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მაგრად მაინტერესებს ეს ახალგაზრდები ამ მხრივ ძაან გამისწორდება დარჩენილი თამაშების ყურება.
0
№8
ავტორი: kobinio
14 მაი 2017 01:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Maxsovs smolingi ro daayena pirvelad babum damtvreuli ferdis nacvlad.mshvenieri tamashi chaatara mashin. Carmareba bichebs
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
14 მაი 2017 02:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
ეეჰ ახლა გადავავლე ცხრილს თვალი და მარტო სახლში ფრეებით დაკარგული გვაქ 20 ქულა.ამ 20 ქულით ახლა მეორეზე ვიქნებოდით და ჩელსზე თამაშით ნაკლები გვექნებოდა wink.ძაან ბევრი ვანიავეთ ქულები უაზროდ
0
№10
ავტორი: RojoDiablo
14 მაი 2017 10:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: giorgi_mg
ეს პატარა ფერადკანიანი ის არაა ძაან ტეხნარი როა? რა ქვია?

არა, ანხელ გომესი არ არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top