თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2017, 20:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2776,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი
"ტოტენჰემთან" მატჩის არასრული განაცხადი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდები, მეთი უილოკი, მეთიუ ოლოსუნდი და დემეტრი მიტჩელი "ტოტენჰემთან" მატჩის გასამართად ლონდონში გამგზავრებულ გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ.

მიტჩელი და ოლოსუნდი "იუნაიტედის" შემადგენლობაში დღეს შუადღეს გამოჩნდნე სტოკპორტის სადგურში და მოსალოდნელია, რომ მათი დებიუტი პრემიერ ლიგაში "უაით ჰარტ ლეინზე" შედგეს. უილოკი გასულ თვეში "ვესტ ბრომთან" მატჩის განაცხადშიც მოხვდა.

ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი ასევე გაემგზავრა დედაქალაქში, სადაც მისი დებიუტი უკვე შედგა "არსენალთან" მატჩის მიწურულს თამაშის შედეგად.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


ახალგაზრდას კვლავ აქვს სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შანსი, რამეთუ ფოტოგრაფებმა ანტონიო ვალენსია და პოლ პოგბა თანაგუნდელებთან ერთად ვერ შენიშნეს.

19 წლის ოლოსუნდიმ ორშაბათს საღამოს კარგი მატჩი ჩაატარა და "არსენალის" რეზერვების წინააღმდეგ თამაშში, ხოლო მიტჩელი წლის საუკეთესო რეზერვების ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი აქსეულ ტუანზებესთან ერთად.

მოურინიომ კვირას ხუთშაბათს დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგის მატჩებში როტაციას მიმართავს.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


თუმცა, როტირებაში არ მოიაზრება დავიდ დე ხეა, რომელიც საკუთარი გუნდის კარს დაიცავს პრემიერ ლიგის მატჩებში, განსხვავებით ევროპა ლიგისგან, სადაც ძირითადად სერხიო რომერო თამაშობდა და ფინალსაც არგენტინელი დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში.


"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


ასევე მოსალოდნელია, რომ "ტოტენჰემთან" სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ იმ ფეხბურთელთა უმეტესობა, რომლებმაც "სელტა ვიგოსთან" ვერ ითამაშეს, ასეთთა შორის კი უეინ რუნი და ენტონი მარსიალიც არიან, ხუან მატასთან ერთად.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


გუნდის დადასტურებული შემადგენლობა:
დე ხეა, რომერო, პერეირა; ოლოსუნდი, ჯონსი, ტუანზებე, ბაიი, დარმიანი, სმოლინგი, მიტჩელი, ბლინდი; ერერა, მაკტომინეი, ლინგარდი, უილოკი, კერიკი, მხითარიანი, მატა; რუნი, მარსიალი, რეშფორდი.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: უეინ რუნი
14 მაი 2017 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
დეხეა ვალენსია სმოლინგი ბაი იანგი ერერა კერიკი მატა რუნი მარსიალი სომეხაა ეს მგონია დღევანდელი სასტავი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top