თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2017, 09:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2480,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ "ტოტენჰემთან" გასაყვან შემადგენლობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემთან" მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაზე ისაუბრა.

"წითლები" "დეზების" უკანასკნელ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას "უაით ჰართ ლეინზე" და ეს მოვლენა ჩრდილო ლონდონური კლუბისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ევროპა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ მოურინიომ სტოქჰოლმის მატჩისთვის ძალების შემონახვას და პრიორიტეტის მინიჭებს აპირეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მწვრთნელმა ფინალური მატჩის მეკარედ სერხიო რომერო შეარჩია, დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგის მატჩში "იუნაიტედის" შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს, ისევე, როგორც ევროპული ფინალისთვის დისკვალიფიცირებული ერიკ ბაიი.

აქსელ ტუანზებესაც აქვს შანსი პრემიერ ლიგაში დებიუტის შემდეგ მორიგი მატჩი ჩაატაროს ამ კვირაში, ხოლო ხუან მატა კიდევ ერთი არჩევანი იქნება ნახევარდაცვაში.

როცა "დეზებისა" და "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩების შესახებ ჰკითხეს, მათაც ისევე მიუდგებოდა თუ არა, როგორც "კრისტალ პალასთან" სეზონის ბოლო შეხვედრას ცვლილებების მხრივ, მოურინიომ უპასუხა: "ამ თამაშებს ერთნაირად მივუდგები. ყველას უნდა მივცე სათამაშო დრო, რადგან მხოლოდ 15 ფეხბურთელი გვყავს. მეტი არა. მხოლოდ 15 მოთამაშეა ჩვენს განკარგულებაში, ამიტომაც ყველა უნდა ვათამაშო, მაგრამ პერიოდულად და შერწყმულად.

სხვა გამოსავალი არ მაქვს. პრემიერ ლიგაში მხოლოდ მეხუთე ან მეექვსე ადგილის დაკავება შეგვიძლია. არა მგონია, მეშვიდეზე ან მეოთხეზე გავიდეთ, მხოლოდ მეხუთე ან მეექვსე იქნება და ტიტულის მოგებაც შეიძლება. ამ ტიტულით ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზურს მოვიპოვებთ, ასე რომ, ეს არის მთავარი მატჩი, მაგრამ ნამდვილად არ მივუდგებით ამ მატჩს აგდებულად.

"არსენალთან" ვითამაშეთ და მოგება ვცადეთ. ჩვენს მეტოქეს რთული მატჩი ჰქონდა და სხვა შედეგის მიღების შანსიც იყო. ამას გავაკეთებთ ახლაც. არ ვაპირებთ ვთქვათ, რომ რომელიმე მატჩი მნიშვნელოვანი არ არის - ყველა მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი შეხვედრა, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვები. კვირას გასამართი შეხვედრაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის".


რაც შეეხება ბაიის წითელ ბარათს და ევროპა ლიგის ფინალში მის უქმობას, მოურინიომ განაცხადა: "ინციდენტის შესახებ არაფერი ვიცი. არ დამინახავს. ახლა არც მინდა ამის დანახვა, იქნებ ხვალ, მაგრამ უსამართლოც რომ იყოს, არა მგონია, UEFA-ს წესები აპელაციის შანსს იძლეოდეს. ამიტომ ფინალში ვერ ითამაშებს. ფინალში თუ არ იქნება, პრემიერ ლიგის დარჩენილ შეხვედრებს ჩაატარებს და სხვა ფეხბურთელებს დავასვენებთ."

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
13 მაი 2017 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mtavaria rashfordma daisvenos ra
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
13 მაი 2017 10:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოკლედ არ ღირს ამ თამაშის ყურება, ჯერ პრიორიტეტს რასაც ანიჭებს იმ ტურნირზე რას თამაშობს გუნდი და ეს ხო საერთოდ რა იქნება წარმომიდგენია, ტყუილად მოგეშლეა ნერვები :D
1
№3
ავტორი: Phil Jones
13 მაი 2017 11:01
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
გუშინ ჩელსის მოგებამ ტოტენჰემზე ცოტა გავლენა უნდა მოახდინოს, ტურნირისთვის მათთვისაც აზრი არ აქვს, უბრალოდ ისტორიულ სტადიონზე ბოლო თამაშის გამო ძალებს არ დაზოგავენ, ვიცით რასაც ნიშნავს ესეთი რამეები ინგლისელებისთვის, მაგრამ მაინც მგონია რომ ფრე იქნება.
0
№4
ავტორი: gache1991
13 მაი 2017 11:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
dzaalian didi imedi maqvs da aqedanve vambob ro wavagebt da unda wavagot:)))imito ro chven inglisshi davamtavret tamashi.da ar daiwyot gineba mouriniosi da panikebi vaime uime.mtavaria 24shi movigot!!!
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
13 მაი 2017 12:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
ჩემი აზრით რეზერვებიდან რო ამოაყვანინა ბიჭები და შეყაროს ტოტესთანაც იქნება ყველაზს სწორი.ახლა ან ტრამვა ან გადაღლა სისულელეა სრული.ერთი თამაშია მთელს სეზონს რო უდრის ისეთი ჩასატარებელი და იმისთვის ყველა საშუალება გამართლებულია
0
№6
ავტორი: JooBoo
13 მაი 2017 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
მოურუნიომ თუ იგივე თამაში ითამაშა ფინალში ჩემპიონთა ლიგა კი არა ევროპა მოგევენატრება ხოლმე ვინმეს მოგწონთ ეს სტილი კაით რა ვან გაალის სტილი უფრო მომწონდა ვიდრე მოურინიოსი მარა ორივე ფარჩაკები არიან მანჩესტერისთვის
0
№7
ავტორი: bziki
13 მაი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ტოტენჰემთან მაინც უნდა ითამაშონ პრიციპის გამოც და ამ ტურის მერე ყველაფერი გაიასნდება ლუზერები შეილება ამოტეს კიდევაც ვესთჰემმა, მერე მაინც საკმაო დრო გვექნება დასასვენებლად და ის ორი თამაში დაიკიდოს თუ შანსი აგარ იქნება
0
№8
ავტორი: nugo-nugo
13 მაი 2017 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
რაშფორდმა პოგბამ რომერომ სმოლინგმა ბლინდმა მკითარიანმა და ერერამ უნდა დაისვენოს.


დე ხეა
დარმიანი ჯონსი ტუენზებე ვალენსია
კერიკი ფელაინი
ლინგარდი მატა მარსიალი
რუნი

მე ამ გუნდს გავიყვანდი
0
№9
ავტორი: JuanMata
13 მაი 2017 13:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: nugo-nugo
რაშფორდმა პოგბამ რომერომ სმოლინგმა ბლინდმა მკითარიანმა და ერერამ უნდა დაისვენოს.


დე ხეა
დარმიანი ჯონსი ტუენზებე ვალენსია
კერიკი ფელაინი
ლინგარდი მატა მარსიალი
რუნი

მე ამ გუნდს გავიყვანდი


ბარემ ვალენსიამაც დაისვენოს და დაცვაში ბაიის დაყენება შეიძლება, ფინალში მაინც ვერ ითამაშებს.

რავი აკადემიიდან ერთი-ორი ფეხბურთელის გამოყვანის მომხრე ვარ, სმოლინგსაც არ აწყენდა სათამაშო პრაქტიკა, თუ ფინალში უნდა ათამაშოს.
0
№10
ავტორი: nugo-nugo
13 მაი 2017 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: JuanMata
ციტატა: nugo-nugo
რაშფორდმა პოგბამ რომერომ სმოლინგმა ბლინდმა მკითარიანმა და ერერამ უნდა დაისვენოს.


დე ხეა
დარმიანი ჯონსი ტუენზებე ვალენსია
კერიკი ფელაინი
ლინგარდი მატა მარსიალი
რუნი

მე ამ გუნდს გავიყვანდი


ბარემ ვალენსიამაც დაისვენოს და დაცვაში ბაიის დაყენება შეიძლება, ფინალში მაინც ვერ ითამაშებს.

რავი აკადემიიდან ერთი-ორი ფეხბურთელის გამოყვანის მომხრე ვარ, სმოლინგსაც არ აწყენდა სათამაშო პრაქტიკა, თუ ფინალში უნდა ათამაშოს.

ბაიი დამავიწყდა ხო მაგან უნდა ითამაშოს.სმოლინგი უფრო ფინალში გვინდა და პირველი წუთიდან შეყვანა არაა საჭირო.აკადეიიდან თუ ათამაშებს ეგეც კაი იქნება შანის მიეცემათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top