მოურინიომ "ტოტენჰემთან" გასაყვან შემადგენლობაზე ისაუბრა.
ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემთან" მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაზე ისაუბრა.
"წითლები" "დეზების" უკანასკნელ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას "უაით ჰართ ლეინზე" და ეს მოვლენა ჩრდილო ლონდონური კლუბისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ევროპა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ მოურინიომ სტოქჰოლმის მატჩისთვის ძალების შემონახვას და პრიორიტეტის მინიჭებს აპირეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მწვრთნელმა ფინალური მატჩის მეკარედ სერხიო რომერო შეარჩია, დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგის მატჩში "იუნაიტედის" შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს, ისევე, როგორც ევროპული ფინალისთვის დისკვალიფიცირებული ერიკ ბაიი.
აქსელ ტუანზებესაც აქვს შანსი პრემიერ ლიგაში დებიუტის შემდეგ მორიგი მატჩი ჩაატაროს ამ კვირაში, ხოლო ხუან მატა კიდევ ერთი არჩევანი იქნება ნახევარდაცვაში.
როცა "დეზებისა" და "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩების შესახებ ჰკითხეს, მათაც ისევე მიუდგებოდა თუ არა, როგორც "კრისტალ პალასთან" სეზონის ბოლო შეხვედრას ცვლილებების მხრივ, მოურინიომ უპასუხა:
"ამ თამაშებს ერთნაირად მივუდგები. ყველას უნდა მივცე სათამაშო დრო, რადგან მხოლოდ 15 ფეხბურთელი გვყავს. მეტი არა. მხოლოდ 15 მოთამაშეა ჩვენს განკარგულებაში, ამიტომაც ყველა უნდა ვათამაშო, მაგრამ პერიოდულად და შერწყმულად.
სხვა გამოსავალი არ მაქვს. პრემიერ ლიგაში მხოლოდ მეხუთე ან მეექვსე ადგილის დაკავება შეგვიძლია. არა მგონია, მეშვიდეზე ან მეოთხეზე გავიდეთ, მხოლოდ მეხუთე ან მეექვსე იქნება და ტიტულის მოგებაც შეიძლება. ამ ტიტულით ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზურს მოვიპოვებთ, ასე რომ, ეს არის მთავარი მატჩი, მაგრამ ნამდვილად არ მივუდგებით ამ მატჩს აგდებულად.
"არსენალთან" ვითამაშეთ და მოგება ვცადეთ. ჩვენს მეტოქეს რთული მატჩი ჰქონდა და სხვა შედეგის მიღების შანსიც იყო. ამას გავაკეთებთ ახლაც. არ ვაპირებთ ვთქვათ, რომ რომელიმე მატჩი მნიშვნელოვანი არ არის - ყველა მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი შეხვედრა, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვები. კვირას გასამართი შეხვედრაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის".რაც შეეხება ბაიის წითელ ბარათს და ევროპა ლიგის ფინალში მის უქმობას, მოურინიომ განაცხადა:
"ინციდენტის შესახებ არაფერი ვიცი. არ დამინახავს. ახლა არც მინდა ამის დანახვა, იქნებ ხვალ, მაგრამ უსამართლოც რომ იყოს, არა მგონია, UEFA-ს წესები აპელაციის შანსს იძლეოდეს. ამიტომ ფინალში ვერ ითამაშებს. ფინალში თუ არ იქნება, პრემიერ ლიგის დარჩენილ შეხვედრებს ჩაატარებს და სხვა ფეხბურთელებს დავასვენებთ."წყარო:
manutd.com