თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2017, 09:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 16
მოურინიომ ფინალური მატჩის მეკარე უკვე შეარჩია
მწვრთნელმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
მოურინიომ ფინალური მატჩის მეკარე უკვე შეარჩია
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ 24 მაისს ევროპა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარს სერხიო რომერო დაიცავს.

ეს გადაწყვეტილება ჯილდოა რომეროსთვის, რომელმაც "წითლებს" მთელი ტურნირის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია ფინალში გასვლაში. ჩვეულებრივ დე ხეას საქმე რომეროსაც კარგად გამოსდიოდა და მან ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, რის შემდეგაც პლეი-ოფის რვავე შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში "სენტ-ეტიენის", "როსტოვის", "ანდერლეხტისა" და "სელტა ვიგოს" წინააღმდეგ.

"ორი ფანტასტიკური მეკარე გვყავს. არასდროს მინახავს ჩემს კარიერაში ორი მეკარე, რომლებიც ასე მეგობრობენ, მათ პოზიციაზე ხომ თავისთავადი კონკურენცია არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთსა და იმავე დონეზე არიან.

ჩვენ არგენტინისა და ესპანეთის ნაკრების მეკარეებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან და ერთმანეთს მხარს უჭერენ. არასდროს მინახავს მათ სახეზე ცუდი გამოხედვა. ყოველთვის ერთმანეთის მხარდაჭერას ვხედავდი.

ვფიქრობ, სამართლიანია, რომ რომერომ ითამაშოს ფინალში და დავიდს ეს ესმის, მითუმეტეს, რომ დავიდმა ევროპა ლიგაზე სამი მატჩი ჩაატარა - ორი "ფენერბაჰჩესა" და ერთიც "ფეიენოორდის" წინააღმდეგ - და თუ ტიტულს მოვიგებთ, დავიდსაც გადაეცემა ჯილდო.

თუ ყველაფერი ნორმალურად წავა და პრობლემა არ გვექნება, სერხიო ფინალში ითამაშებს."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Mixito
13 მაი 2017 09:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Es imito ro evropaze titqmis yvela matchze romero idga da finalshi magitom dveba da didi albatobit davida wava
Rac sbeexeba beils midiso da davitriot chven
0
№2
ავტორი: GRIEZMANN 7
13 მაი 2017 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
პრობლემას ვერვხედავ რომეროც მაგარი მეკარეა
0
№3
ავტორი: dachi_mu
13 მაი 2017 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
idges ar mgonia bevri saqme qondes romelimes finalshi :)
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 მაი 2017 10:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კი იძახის ჟოზე არვმიყვარს მეკარეების დაყოფა ორ ტურნირზეო და ასე არ ვთვლიო მარა ფაქტია ასეა
0
№5
ავტორი: Phil Jones
13 მაი 2017 10:56
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კარგია ეს სიხლე რომ დაიდო, ზუსტად ამაზე ვფიქრობდი ნეტავ რომელი იქნებათქო, რთქმაუნდა დავიდი უფრო გამიხარდებოდა ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მართლა დაიმსახურა და ამის ადგილზე მაგრად გამიტყდებოდა რომ დე ხეა დაეყენებინა ფინალში.
0
№6
ავტორი: gache1991
13 მაი 2017 11:00
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
imedia ise nerviuloba ar mogviwevs xandaxan ro axerxebs xolme es vajbatoni:))arafers ar vukargav romeros da dzalianac madlobeli var mara dgesdgeobit dexea marto amas ara planetis yvela mekares jobia..arsad wasvlas ar nishnavs,gunds aq rotaciis sashvaleba da exla uceb pinalshi motexva araswori oqnboda.mokled am kacma chvenze uketesad icis
0
№7
ავტორი: Shota Blues
13 მაი 2017 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
კარგი ამბავია, ძალაინ მიხარია. ასეთი პარიტეტი მეკარეებს შორის მართლაც იშვიათია
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
13 მაი 2017 12:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
3:0ზე დეხეას შემოიყვანს :))))))
1
№9
ავტორი: nugo-nugo
13 მაი 2017 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ახლა რომ დე ხეა დააეყენებინა უპატივცემულობა იქნებოდა რომეროს მიმართ,ეკუთვნის სერხიოს ფინალში ტამაში
0
№10
ავტორი: shotkin
13 მაი 2017 13:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ჩემიაზრით დე ხეასთან დაკავშირებით რაღაც ხდება და შეილება მართლა მიდის ესპანელი.

ციტატა: dachi_mu
idges ar mgonia bevri saqme qondes romelimes finalshi :)

ღადაობ? აიაქსის ერთი მატჩი ნახე მაინც )))))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top