თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2017, 09:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2474,
კომენტარები: 16
მოურინიომ ფინალური მატჩის მეკარე უკვე შეარჩია
მწვრთნელმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
მოურინიომ ფინალური მატჩის მეკარე უკვე შეარჩია
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ 24 მაისს ევროპა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარს სერხიო რომერო დაიცავს.

ეს გადაწყვეტილება ჯილდოა რომეროსთვის, რომელმაც "წითლებს" მთელი ტურნირის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია ფინალში გასვლაში. ჩვეულებრივ დე ხეას საქმე რომეროსაც კარგად გამოსდიოდა და მან ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, რის შემდეგაც პლეი-ოფის რვავე შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში "სენტ-ეტიენის", "როსტოვის", "ანდერლეხტისა" და "სელტა ვიგოს" წინააღმდეგ.

"ორი ფანტასტიკური მეკარე გვყავს. არასდროს მინახავს ჩემს კარიერაში ორი მეკარე, რომლებიც ასე მეგობრობენ, მათ პოზიციაზე ხომ თავისთავადი კონკურენცია არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთსა და იმავე დონეზე არიან.

ჩვენ არგენტინისა და ესპანეთის ნაკრების მეკარეებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან და ერთმანეთს მხარს უჭერენ. არასდროს მინახავს მათ სახეზე ცუდი გამოხედვა. ყოველთვის ერთმანეთის მხარდაჭერას ვხედავდი.

ვფიქრობ, სამართლიანია, რომ რომერომ ითამაშოს ფინალში და დავიდს ეს ესმის, მითუმეტეს, რომ დავიდმა ევროპა ლიგაზე სამი მატჩი ჩაატარა - ორი "ფენერბაჰჩესა" და ერთიც "ფეიენოორდის" წინააღმდეგ - და თუ ტიტულს მოვიგებთ, დავიდსაც გადაეცემა ჯილდო.

თუ ყველაფერი ნორმალურად წავა და პრობლემა არ გვექნება, სერხიო ფინალში ითამაშებს."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
13 მაი 2017 13:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: nugo-nugo
ახლა რომ დე ხეა დააეყენებინა უპატივცემულობა იქნებოდა რომეროს მიმართ,ეკუთვნის სერხიოს ფინალში ტამაში


გეთანხმები, ევროპაზე თამაში დაიწყო, როგორც მეორე ხარისხოვან ტურნირზე და მშვენივრად გაართვა თავი, თან კარგი შანსი აქვს ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდეს. არამგონია დეხეასაც რამე პრეტენზია ჰქონდეს.
0
№12
ავტორი: stepno
13 მაი 2017 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შეცდომაა არ დაუშVიაა თითქმის რომეროს რაც იდგა და იმედია ფინალშიც იგივეს გააკეთებს. შეცდომა კიარა ძალიან მაგარი სეივებიც აკეთა love
0
№13
ავტორი: nugo-nugo
13 მაი 2017 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: JuanMata
ციტატა: nugo-nugo
ახლა რომ დე ხეა დააეყენებინა უპატივცემულობა იქნებოდა რომეროს მიმართ,ეკუთვნის სერხიოს ფინალში ტამაში


გეთანხმები, ევროპაზე თამაში დაიწყო, როგორც მეორე ხარისხოვან ტურნირზე და მშვენივრად გაართვა თავი, თან კარგი შანსი აქვს ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდეს. არამგონია დეხეასაც რამე პრეტენზია ჰქონდეს.

ჩემი აზრით როგორც მეორე მეკარე საუკეთესოა მსოფლიოში და ბევრ ზირითად მეკარესაც ჯობია რომერო love
0
№14
ავტორი: Lady in red
13 მაი 2017 14:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
არც ველოდი, რომ ფინალში დათუნა ითამაშებდა. არც იქნებოდა სწორი, მაგრამ რომერო როცა კარში დგას მაინც ვნერვიულობ ხოლმე და არ დავეთანხმები იმაში, როცა ამბობს, რომ ერთსა და იმავე დონეზე არიან. რომერო კარგი მეკარეა, მაგრამ დათუნა ჩემთვის პირველია.
0
№15
ავტორი: ikeoni
13 მაი 2017 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
ეგ იმიტო რო რომეროა უპრეტენზიო კაციი:)))
0
№16
ავტორი: JuanMata
14 მაი 2017 21:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: nugo-nugo
ციტატა: JuanMata
ციტატა: nugo-nugo
ახლა რომ დე ხეა დააეყენებინა უპატივცემულობა იქნებოდა რომეროს მიმართ,ეკუთვნის სერხიოს ფინალში ტამაში


გეთანხმები, ევროპაზე თამაში დაიწყო, როგორც მეორე ხარისხოვან ტურნირზე და მშვენივრად გაართვა თავი, თან კარგი შანსი აქვს ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდეს. არამგონია დეხეასაც რამე პრეტენზია ჰქონდეს.

ჩემი აზრით როგორც მეორე მეკარე საუკეთესოა მსოფლიოში და ბევრ ზირითად მეკარესაც ჯობია რომერო love


კი თავისუფლად ითამაშებდა ბევრ გუნდში პირველ მეკარედ, ბოლოს და ბოლოს არგენტინის ნაკრების პირველი მეკარეა wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top