"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სელტა ვიგოს" უმასპინძლა. მასპინძლებმა შეხვედრა სტუმრად მოპოვებული 1-ბურთიანი უპირატესობით დაიწყეს.
სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და რომ არა რომეროს ბრწყინვალე თამაში, "სელტა" მატჩის მე-4 წუთზე დაწინაურდებოდა. მოურინიოს გუნდმა პირველივე შანსი გოლად აქცია, რეშფორდის გადაცემით მარუან ფელაიმინ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
"სელტამ" ანგარიშის გათანაბრება მატჩის 85-ე წუთზე მოახერხა, ფაკუნდო რონკალიამ თავური დარტყმით მეტოქის კარის აღება მოახერხა. ესპანელებს ფინალამდე 1 გოლი აშორებდათ, მოედანზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რასაც 88-ე წუთზე ინციდენტი მოჰყვა, რაც ორი წითელი ბარათით დასრულდა, ერიკ ბაიიმ და ფაკუნდო რონკალიამ მოედანი დატოვეს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანგარიშის შენარჩუნება ბოლო წუთებამდე შეძლო და ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა, სადაც "აიაქსს" დაუპირისპირდება. ევროპა ლიგის ფინალი 24 მაისს სოლნაში, „ფრენდს არენაზე“ გაიმართება.