თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2017, 10:21
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 4186,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სელტა" 1-1
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სელტა ვიგოს" უმასპინძლა. მასპინძლებმა შეხვედრა სტუმრად მოპოვებული 1-ბურთიანი უპირატესობით დაიწყეს.

სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და რომ არა რომეროს ბრწყინვალე თამაში, "სელტა" მატჩის მე-4 წუთზე დაწინაურდებოდა. მოურინიოს გუნდმა პირველივე შანსი გოლად აქცია, რეშფორდის გადაცემით მარუან ფელაიმინ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

"სელტამ" ანგარიშის გათანაბრება მატჩის 85-ე წუთზე მოახერხა, ფაკუნდო რონკალიამ თავური დარტყმით მეტოქის კარის აღება მოახერხა. ესპანელებს ფინალამდე 1 გოლი აშორებდათ, მოედანზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რასაც 88-ე წუთზე ინციდენტი მოჰყვა, რაც ორი წითელი ბარათით დასრულდა, ერიკ ბაიიმ და ფაკუნდო რონკალიამ მოედანი დატოვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანგარიშის შენარჩუნება ბოლო წუთებამდე შეძლო და ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა, სადაც "აიაქსს" დაუპირისპირდება. ევროპა ლიგის ფინალი 24 მაისს სოლნაში, „ფრენდს არენაზე“ გაიმართება.

მანჩესტერ იუნაიტედი 1-1 სელტა

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი“
გოლები: 1:0 ფელაინი (17'), 1:1 რონკალია (85')
გაფრთხილებები: ბლინდი, ერერა - ასპასი, კაბრალი
გაძევებები: ბაიი (88') - რონკალია (88')
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

მანჩესტერ იუნაიტედი: რომერო, ბაიი, ბლინდი, ა.ვალენსია, დარმიანი, ერერა, ფელაინი, პოგბა, ლინგარდი (რუნი 86'), მხითარიანი (კერიკი 77'), რეშფორდი (სმოლინგი 89').

სელტა: ს.ალვარესი, კაბრალი, რონკალია, მალიო, ხონი, რადოია (ბონგონდა 68'), პ.ერნანდესი, ვასი (ხოზაბედი 46'), ასპასი, სისტო (ბივუ 80'), გუიდეტი.

მიმოხილვა


პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
12 მაი 2017 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კარგი ორი კარგი ფინალი გველი წინ manchester united - ajax .... real madrid - juventus იმედია სანახაობები იქნება ორივე თამასში წელს დავჯერდეთ ევროპის ლიგას და ეეფ თასს და ქომუნითის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top