"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, რენე მალესტინი ეჭვობს, რომ რომელუ ლუკაკუს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება სწორი ნაბიჯი იქნება.
პრემიერ ლიგის ბომბარდირი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა "იუნაიტედისთვის", გარდა ამისა თავად ბელგიელიც ღიად გამოთქვამს "ევერტონის" დატოვების სურვილს.
54 წლის მალესტინი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე გახლდათ რამოდენიმე წლის მანძილზე, წინააღმდეგია ბელგიელის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის. მისი თქმით, ლუკაკუ არ არის "იუნაიტედის" დონის.
"ჩემთვის ეს ტრანსფერი არასწორი იქნება. რომელუ ფანტასტიურ სეზონს ატარებს და დამსახურებულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას, თუმცა მოირგო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური, ნიშნავს შეძლო უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ გოლების გატანაა." - განაცხადა მალესტინმა "talkSPORT"-თან ინტერვიუში.