თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2017, 08:30
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2880,
კომენტარები: 24
რენე მალესტინი: "მან უფრო მეტი უნდა შეძლოს"
რენე მალესტინი მიიჩნევს, რომ ლუკაკუ არ არის მზად "იუნაიტედისთვის".
რენე მალესტინი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, რენე მალესტინი ეჭვობს, რომ რომელუ ლუკაკუს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება სწორი ნაბიჯი იქნება.

პრემიერ ლიგის ბომბარდირი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა "იუნაიტედისთვის", გარდა ამისა თავად ბელგიელიც ღიად გამოთქვამს "ევერტონის" დატოვების სურვილს.

54 წლის მალესტინი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე გახლდათ რამოდენიმე წლის მანძილზე, წინააღმდეგია ბელგიელის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის. მისი თქმით, ლუკაკუ არ არის "იუნაიტედის" დონის.

"ჩემთვის ეს ტრანსფერი არასწორი იქნება. რომელუ ფანტასტიურ სეზონს ატარებს და დამსახურებულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას, თუმცა მოირგო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური, ნიშნავს შეძლო უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ გოლების გატანაა." - განაცხადა მალესტინმა "talkSPORT"-თან ინტერვიუში.

წყარო: talkSPORT
ინტერვიუები
24 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
10 მაი 2017 12:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით დაიწერა,რომ ფიფამ გამოძიება დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით.იმედია რაიმე დარღვევას არ აღმოაჩენენ თორემ ტრანსფერებზე ბანსაც დაგვადებენ და მერე...
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
10 მაი 2017 12:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
უბრალოდ ეხლა ამ პოზიციაზე ვისი ყიდვა შეიძლება ნაღდად ვერ ვხედავ თორე კი ბატონო იყიდონ უკეთესი.პოგბა ლუკაკუს წყვილი კარგი იქნება მაგრამ სიმართლე ვთქვათ და სანამ ვინგერები არ გეყოლება ასეთი ცენტრის მოყვანას რა აზრი აქ
0
№13
ავტორი: deqstera
10 მაი 2017 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
სანჩესი გვინდა უეჭველი ფლანგზე, ცენტრში ბაკაიოკო ნაღდად არმინდა, მატიჩის ცოტა უკეთესი ვერსიაა, მაგას ჯობია რაბიო მოიყვანონ, ეტყობა რომ აქვს სერიოზული მომატების პერსპექტივა...
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
10 მაი 2017 13:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ბაკაიოკო ასე მგონია დაამძიმებს პოგბასთან ერთად ნახევარდაცვას

მაგრამ შეიძლება კი გაამართლოს მაგრამ სანჩესის ტიპის ვინგერი გვინდა კრეატიული და სწრაფი მუშა.მარსიალს მაინც ცხრიანზე უფრო ვხედავ ვიდრე ფლანგზე უფრო პროდუქტიულიც არის მაჰრამ ძაან ზარმაცია ტიპი და მოედანზე როა ძაან ნერვებს მიშლის

რეშფორდს თუ მარჯვნივ დააყენებ მარსიალს ცენტრში სანჩესი მარცხნივ შეტევის ხაზს არაფერი აღარ უნდა
0
№15
ავტორი: deqstera
10 მაი 2017 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ბაკაიოკოს ტიპის ნახევარმცველები არმევასება, ნორმალური პასი არიცის და გრანდს არჭირდება ისეთი ფეხბურთელი რომელიც მარტო ჩაშლაზე იქნება ორიენტირებული...
0
№16
ავტორი: Phil Jones
10 მაი 2017 14:22
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ნუ ვერ გაიგებ, შეიძლება მოუმატოს შეიძლება გაიყინოს, სწორედ ამის ამოცნობა ევალებათ იმ ხალხს ვინც მუშაობს ტრანსფერებზე.
0
№17
ავტორი: PaLoMo
10 მაი 2017 14:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
დაიწერა ბეილი მანჩესტერში მიდიოს და რამდნეანდ მართალია ეგ?
ციტატა: Lalana
პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით დაიწერა,რომ ფიფამ გამოძიება დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით.იმედია რაიმე დარღვევას არ აღმოაჩენენ თორემ ტრანსფერებზე ბანსაც დაგვადებენ და მერე...

მტავარია ზაფხულში მოვასწროთ ვინმეს ყიდვა და მერე დაუდიათ ტუ უნდა ბანი:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№18
ავტორი: K1llsw1tch
10 მაი 2017 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ჩვენ გვჭირდება ფორვარდი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლება მომენტის შექმნა საკუთარი კლასის ხარჯზე. ჩვენი ნახევარდაცვის დონე ვერ შეესაბამება ისეთ ფორვარდს, რომელსაც ბურთს მიუტან და შეასრულებს, ამას ჩვენი ნახევარდაცვა ფიზიკურად ვერ ახერხებს ძალიან ხშირად და ამიტომ გვჭირდება შემქმნელი, კრეატიული და სწრაფი ფორვარდი.
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
10 მაი 2017 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Dato kutaisi
ბაკაიოკო ასე მგონია დაამძიმებს პოგბასთან ერთად ნახევარდაცვას

მაგრამ შეიძლება კი გაამართლოს მაგრამ სანჩესის ტიპის ვინგერი გვინდა კრეატიული და სწრაფი მუშა.მარსიალს მაინც ცხრიანზე უფრო ვხედავ ვიდრე ფლანგზე უფრო პროდუქტიულიც არის მაჰრამ ძაან ზარმაცია ტიპი და მოედანზე როა ძაან ნერვებს მიშლის

რეშფორდს თუ მარჯვნივ დააყენებ მარსიალს ცენტრში სანჩესი მარცხნივ შეტევის ხაზს არაფერი აღარ უნდა

ციტატა: Dato kutaisi
უბრალოდ ეხლა ამ პოზიციაზე ვისი ყიდვა შეიძლება ნაღდად ვერ ვხედავ თორე კი ბატონო იყიდონ უკეთესი.პოგბა ლუკაკუს წყვილი კარგი იქნება მაგრამ სიმართლე ვთქვათ და სანამ ვინგერები არ გეყოლება ასეთი ცენტრის მოყვანას რა აზრი აქ

გეთანხმები ეგრეა ზუსტად
0
№20
ავტორი: stepno
10 მაი 2017 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლუკაკუ არის ცენტრფორვარდი ხო ასეა? მაგ პოზიციაზე რეში გვყავს და მირჩევნია რეშფორდმაა ითამაშოს ძირითადში ვიდრე ლუკაკუ მოიყვანოონ და ზამენაზე დასვან რეშფორდი აბა რაღაც არამგონია მოურინიომ ორივე დააყენოს :)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top