"არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიო სეზონის ბოლოს "მეთოფეების" დაცინვის საშუალება მიეცემა.
კვირას მოურინიომ პირველი მარცხი განიცადა არსენ ვენგერთან პრემიერ ლიგაში. "არსენალის" ფანები კი დიდი აღფთოვანებით შეხვდნენ ამ ფაქტს და მოურინიო "ემირეიტსზე" კაპიტულაციის გამო მასხრადაც აიგდეს.
მაგრამ "იუნაიტედი" ასეთ ნაბიჯზე ევროპა ლიგის მატჩის გამო წავიდა, რათა ეს ტურნირი მოიგოს და ამ გზით ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი მოიპოვოს.
გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ "წითელმა ეშმაკებმა" ლიგის თასი მოიგეს და ანრის მიაჩნია, რომ მოურინიოს კიდევ ექნება "არსენალის" დაცინვის შანსი.
"ეს სწორედ ის არის, რასაც ელის. რომ თქვას სეზონის ბოლოს, როგორ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. იტყვის: "ვიცოდი, რომ ევროპა ლიგას მოვიგებდით და ახლა ორი ტიტული გვაქვს.
ამიტომაც რისკავს იმ სიტუაციაში აღმოჩენას, როცა ბოლოს თვითონ გაიცინებს. დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობას ელის, რომ გვითხრას, მართალი ვიყავიო!", - განაცხადა ფრანგმა.