თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2017, 09:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2876,
კომენტარები: 19
მოურინიო: "ყველაფერი ხუთშაბათზეა დამოკიდებული"
მოურინიოს ყურადღება და მიზნები მთლიანად ევროპა ლიგაზეა გადართული.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი ევროპა ლიგის მოგებას ესწრაფვის და "არსენალთან" მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობის გამოყვანა სწორედ ამას უკავშირდება.

"წითელმა ეშმაკებმა" ოქტომბრის შემდეგ პირველი მარცხი განიცადეს პრემიერ ლიგაში, როცა "არსენალთან" სტუმრად 2-0 დამარცხდნენ. გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც პოლ პოგბა, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია და მარკუს რეშფორდი არიან. მოურინიოს ეს ფაქტი მომდევნო მატჩში სრული მობილიზების სურვილით ახსნა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ევროტურნირის მოგებას ეცდება.

"იუნაიტედი" ხუთშაბათს ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სელტა ვიგოს" უმასპინძლებს და მატჩს სტუმრად მოპოვებული 1-ბურთიანი უპირატესობით დაიწყებს. პრემიერ ლიგაში კი გუნდს უკვე სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მოურინიო აცხადებს, რომ დარჩენილ ტურებში ძლიერი შემადგენლობის გაყვანას სულაც არ აპირებს, თუმცა გუნდი მოსაგებად ითამაშებს.

"ვფიქრობ, "სუონსისთან" ბოლო შედეგით და დღევანდელი წაგებით პრაგმატულები უნდა ვიყოთ და დავინახოთ, რამდენად რთულია ოთხეულში შესვლა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ტურნირი, რომელიც პრესტიჟულობით მეორეა ევროპაში და თითქმის ფინალში ვართ, ამიტომაც ფეხბურთელებს და მე გვსურს და საერთოდ, ჩვენი დონის კლუბის ამჯობინებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულის მოგების გავიდეს, ვიდრე ოთხეულში შესვლით.

რა არის განსხვავება მეოთხე და მეხუთე ადგილს შორის? განსხვავება ჩემპიონთა ლიგაა, ასე რომ, ევროპა ლიგაზე ყველაფერი უნდა გავიღოთ. ხუთშაბათს დიდი მატჩი გვაქვს და ბევრი ჩემი ფეხბურთელი დავასვენე, რათა ხუთშაბათს უმაღლეს დონეზე შეხვედროდნენ.

შეგიძლიათ მითხრათ, რომ ძლიერი საუკეთესო გუნდი არ გამიყვანია ან ისინი არ მითამაშებია, ვინც ჩემი პირველი არჩევანი არიან, მაგრამ ვერ უარყობთ, რომ ჩვენ მატჩის მოსაგებად ვიბრძოლეთ და ამასვე ვაპირებთ პრემიერ ლიგის დარჩენილ მატჩებშიც. მაგრამ ყველაფერი ხუთშაბათზეა დამოკიდებული."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
8 მაი 2017 10:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ლიგა დადე მოუ და სულ მკიდია მეოთხეზე დავამთავრებთ თუ მეექვსეზე.თუ ჩემპიონი არ ხდება მანჩესტერი დანარჩენი ყველა ადგილი ერთია.ასე იყო ასე არის და ასე იქნება იმიტო რო ჩვენ დიდი ამბიციების და ისტორიის გუნდი ვართ.თქვა მოუმ ერთ ინტერვიუში მანჩესტერს არ შეშვენის ოთხეულზე ლაპარაკიო და აქაც იგივე თქვა მირჩევნია ტიტულით გავიდეთო და ვეთანხმები.რო მოვიგოთ შევახსენებთ თავს ევროპას თან ინგლისი ქულებს აიღებს რეიტინგში და თან 5 გუნდი ლიგაზე და მთელმა ინგლისმა მადლობის ნიშნად *ზე გვაკოცოს:)))
0
№2
ავტორი: giorgiginturi
8 მაი 2017 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ატრაკებ ჟოზიკ მაგრამ, არაუშავს მიხედე ყურადღებით ევროპას..... კარგი იქნებოდა გაფარჩაკებულ არსენალთან რომ არ წაგვეგო და თუნდა ეს სეზონი ფრეებით დაგვემთავრებინა და წაუგებლად მაინც მივეჩვიეთ ნიჩიებს wink ევროპა დადე დაამხე თასი და დაანახე სამყაროს რომ გენიალური ხარ
და ერთი თხოვნა ყველას სახელით, ტოტენჰემი გატეხე გაწყვიტე წელში გაანადგურე საკუთარ კედლებში.. და ეს იქნება ყველაზე დიდი მატჩი გასვლაზე... ოთხეულში ამითაც ვეღარ შEვალთ მაგრამ პრინციპული მატჩია და პრინციპულად მიუდექი არც მათ ეკარგებათ რამე თავის ადგილს არც ისინი კარგავენ და უბრალოდ ერთი გენიალური ლამაზი 2-იანი წამოიღე ჟოზიკ братан winked
0
№3
ავტორი: sergiggmu2000
8 მაი 2017 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Magari xar joze
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 მაი 2017 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სხვა გზა არ იყო! ან ერთი უნდა აერჩია ან მეორე და ჩემი აზრით ის აირჩია ჟოზემ რომელიც ყველაზე რეალურია.

ევროპა უნდა დავდოთ!!! manunited
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 მაი 2017 10:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წაგეა ცუდია, თუმცა პრიორიტეტი აქ ჟოზეს განსაზღვრული და რადგან ევროპა ლიგისთვის პრემიერ ლიგა ასე გაწირა, უკვე იქ წარუმატებლობა ფატალური იქნება, ამიტო ევროპის ლიგა უნდა დადონ უეჭველი
0
№6
ავტორი: LASHQARA
8 მაი 2017 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ეგრეც არაა რა განსხვავებაა 5 და 4 ადგილს შორის და სიტიზე ზევით ვიქნებით ან ლივერპულზე რაც ყველა მანჩესტერის გულშემატკივარს ყოველთვის უნდა am ამას მეტი ძალა არ ეყო და ეხლა რაღა უნდა თქვას, ჩვენ რომ უფრო ძლიერი გუნდი ვიყოთ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა და ამას ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, მაგალითად აგერ რეალი ლა ლიგასაც მოიგებს და ფინალშიცაა ჩემპიონთა ლიგის ან იუვენტუსი იგივეს აკეთებს და რა მანჩესტერს არ უნდა ქონდეს მაგის პრეტენზია? ეგეთ რაღაცას ვერ მიგვაჩვევს ვერც ჟოზე და ვერავინ, უბრალოდ პირველი წლისთვის მაინც დადებითი შედეგია ევროპა ლიგას თუ მოვიგებთ და ლიგაზე გავალთ მომავალ წელს. მომავალი სეზონიდან საერთოდ სხვა გუნდი უნდა ვიყოთ და ვითამაშოთ რაც მთავარია უფრო ლაღი და შემტევი ფეხბურთი love am
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
8 მაი 2017 12:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: LASHQARA
ეგრეც არაა რა განსხვავებაა 5 და 4 ადგილს შორის და სიტიზე ზევით ვიქნებით ან ლივერპულზე რაც ყველა მანჩესტერის გულშემატკივარს ყოველთვის უნდა am ამას მეტი ძალა არ ეყო და ეხლა რაღა უნდა თქვას, ჩვენ რომ უფრო ძლიერი გუნდი ვიყოთ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა და ამას ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, მაგალითად აგერ რეალი ლა ლიგასაც მოიგებს და ფინალშიცაა ჩემპიონთა ლიგის ან იუვენტუსი იგივეს აკეთებს და რა მანჩესტერს არ უნდა ქონდეს მაგის პრეტენზია? ეგეთ რაღაცას ვერ მიგვაჩვევს ვერც ჟოზე და ვერავინ, უბრალოდ პირველი წლისთვის მაინც დადებითი შედეგია ევროპა ლიგას თუ მოვიგებთ და ლიგაზე გავალთ მომავალ წელს. მომავალი სეზონიდან საერთოდ სხვა გუნდი უნდა ვიყოთ და ვითამაშოთ რაც მთავარია უფრო ლაღი და შემტევი ფეხბურთი love am

გეთანხმები იმაში რო გაისად უფრო ლაღი გუნდი უნდა ვიყოთ და უფრო ძლიერი შემადგენლობით,მაგრამ რაც შეეხება რეალს იქ ძაანაც რო გინდოდეს შემადგენლობა ძაან ძლიერი ყავს ყველა რგოლში და ძაან ადვილ ჩემპიონატს თამაშობს და არ უჭირს.რაც შეეხება უივეს უივე რამდენიმე წელია გეგმაზომიერად ძლიერდება სწორი პრაგმატული პოლიტიკა აქვთ შემადგენლობის ფორმირების მხრივ და წლებია შენდება ეს გუნდი.ჩვენ კი წლებია ვინგრევით უაზრო მწვრთნელებისა და ტრანსფერების გამო. და საერთოდ ჩემი აზრია ის რო ინგლისური გუნდები ევროთასებზე წლებია ვერაფერს შვებიან ჩვენი ძლიერი ჩემპიონატის მიზეზითაა.ეპლში რო ჩასვა რეალი და ბარსა,თუნდაც ბავარია, მერე ვნახავდით რისი ტრ*კი აქვთ.უოტფორდი და სანდერლენდი თუნდაც სუონსი და ჰალ სიტი რო ენერგიას ამოგწოვს ერთ თამაშში და ასეთი ზოგჯერ კვირაში 3 გაქ მერე რას იზამ ევრო თასებზე.როცა გრანადა მალაგა და უაზრო გუნდებთან მესამე სასტავით შეგიძლია ითამაშო და თუ ტოტალიზატორი არ გააგორე თამაშშ არ ჩატეხავ რატო ვერ ითამაშებ ლიგაზე კარგად?ეგაა მიზეზი მეტი არც არაფერი.თორე იყოს რონალდო და მესი პრინერაში მაინც ახერხებს სხვა ჩემპიონატის გუნდწბი მაგათ განეიტრალებას.მაგრამ რა ვქნათ ახლა ამას არ აკვირდება ხალხი და გონიათ რონალდო მესის დამსახურებაა მარტო რო გრიმიტობენ წლებია
0
№8
ავტორი: Malboro463
8 მაი 2017 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
Yvela variantshi mogebaze unda etamasha ra doneze dagdes gundi or turnirze vegar ibrzvis
darwmunebuli varseltastan satamashoc rom ar qonoda mainc wagebda am tamashs.
0
№9
ავტორი: bziki
8 მაი 2017 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რუნი და მარსიალი იმენა ფერი ფერსო, ორ ტურნირზე რო ვერ ვიბრდვით ეგ ჯოზეს კი არა მარსიალის,რუნის,ჯონსის და ეგეთი უტრაკოების ბრალია მთელ გუნდს ვერ გამოცვლიდა ერთ წელში და ვინც დახვდა გუნდში მაქსიმუმ 30 პროცენტი იყოს პროფესიონალი და მანიუს დონის ამხელა ტრამვებს გავუძელით იმიტო რო სკამი გვყავს მარა კლასის ნაკლებობას ვერ გავექცევით
1
№10
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2017 13:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევროპა ლიგაზეა გადართული და ძლიერი შემადგენლობაც უნდა გამოიყვანოს, მთავარია 0-0ზე არ ათამაშოს გუნდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top