"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი ევროპა ლიგის მოგებას ესწრაფვის და "არსენალთან" მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობის გამოყვანა სწორედ ამას უკავშირდება.
"წითელმა ეშმაკებმა" ოქტომბრის შემდეგ პირველი მარცხი განიცადეს პრემიერ ლიგაში, როცა "არსენალთან" სტუმრად 2-0 დამარცხდნენ. გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც პოლ პოგბა, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია და მარკუს რეშფორდი არიან. მოურინიოს ეს ფაქტი მომდევნო მატჩში სრული მობილიზების სურვილით ახსნა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ევროტურნირის მოგებას ეცდება.
"იუნაიტედი" ხუთშაბათს ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სელტა ვიგოს" უმასპინძლებს და მატჩს სტუმრად მოპოვებული 1-ბურთიანი უპირატესობით დაიწყებს. პრემიერ ლიგაში კი გუნდს უკვე სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მოურინიო აცხადებს, რომ დარჩენილ ტურებში ძლიერი შემადგენლობის გაყვანას სულაც არ აპირებს, თუმცა გუნდი მოსაგებად ითამაშებს.
"ვფიქრობ, "სუონსისთან" ბოლო შედეგით და დღევანდელი წაგებით პრაგმატულები უნდა ვიყოთ და დავინახოთ, რამდენად რთულია ოთხეულში შესვლა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ტურნირი, რომელიც პრესტიჟულობით მეორეა ევროპაში და თითქმის ფინალში ვართ, ამიტომაც ფეხბურთელებს და მე გვსურს და საერთოდ, ჩვენი დონის კლუბის ამჯობინებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულის მოგების გავიდეს, ვიდრე ოთხეულში შესვლით.
რა არის განსხვავება მეოთხე და მეხუთე ადგილს შორის? განსხვავება ჩემპიონთა ლიგაა, ასე რომ, ევროპა ლიგაზე ყველაფერი უნდა გავიღოთ. ხუთშაბათს დიდი მატჩი გვაქვს და ბევრი ჩემი ფეხბურთელი დავასვენე, რათა ხუთშაბათს უმაღლეს დონეზე შეხვედროდნენ.
შეგიძლიათ მითხრათ, რომ ძლიერი საუკეთესო გუნდი არ გამიყვანია ან ისინი არ მითამაშებია, ვინც ჩემი პირველი არჩევანი არიან, მაგრამ ვერ უარყობთ, რომ ჩვენ მატჩის მოსაგებად ვიბრძოლეთ და ამასვე ვაპირებთ პრემიერ ლიგის დარჩენილ მატჩებშიც. მაგრამ ყველაფერი ხუთშაბათზეა დამოკიდებული."