"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამოტყდა, რომ არსენ ვენგერს პატივს სცემს და იმედოვნებს, ფრანგი "არსენალში" დიდხანს დარჩება.
კონკურენციის მრავალი წლის განმავლობაში მოურინიო არაერთი უხეში და შეურაცხმყოფელი შენიშვნაც კი გამოთქვა ვენგერის თაობაზე, რომელსაც დააბრალა, რომ ტიტულების მოგებას სულაც არ ესწრაფვის.
მაგრამ დღეს გასამართი მატჩის წინ პორტუგალიელმა "არსენალის" მწვრთნელისადმი თავისი სიმპათიები გაასაჯაროვა და მას "ემირეიტს სტედიუმზე" დარჩენა უსურვა.
"სიმართლე ის არის, რომ იმედი მაქვს, ვენგერი "არსენალში" თავის ადგილს შეინარჩუნებს. ამას მართლაც ვიმედოვნებ. იმედი მაქვს, კლუბი სიტუაციის დალაგებას ანდობს. არსენი არის, შესაძლოა, უკანაკსნელი მწვრთნელი, რომელსაც კლუბში სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში.
სერ ალექსიც ასეთი იყო "იუნაიტედში" და მაშინ წავიდა, როცა მიხვდა, რომ ამის დრო დადგა. იმედა, ვენგერიც ასე იქნება. სხვა მწვრთნელებისადმი სიმპათიას განვიცდი, რადგან ერთსა და იმავე ტკივილს ვგრძნობთ. თითოეული ჩვენგანი.
ფეხბურთელი შეიცვალა. ახლა ეს თამაში მწვრთნელისთვის შეუძლებელს ხდის დიდხანს ერთ სამუშაო ადგილზე ყოფნას. ახლა ფეხბურთი ისეთია, რომ წარმატებას თუ ვერ აღწევ, მიდიხარ - ამიტომაც ვუთანაგრძნობ სხვა მწვრთნელებს.
როცა კლუბში 20 წელს ატარებ, შეუძლებელია ყოველწლიურად წარმატების მიღწევა. ამას სერ ალექსიც კი დაგიდასტურებთ", - განაცხადა მოურინიომ.