თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2017, 15:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2124,
კომენტარები: 14
პოგბა: "ოთხეულში შესვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია"
პოლ პოგბა დანებებას არ აპირებს.
პოგბა:
პოლ პოგბა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სელტასთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგაზე უნდა გადაერთოს და "არსენალის" დამარცხება სცადოს.

ნახევარმცველმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ესპანეთში, სადაც მატჩის მთავარი მომენტი მარკუს რეშფორდის საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლი გამოდგა. შედეგად, "იუნაიტედმა" 0-1 გაიმარჯვა და საპასუხო შეხვედრას უპირატესობით ხვდება, მანამდე კი "არსენალს" დაუპირისპირდება.

"სელტას" წინააღმდეგ კარგი შედეგი მივიღეთ და მნიშვნელოვანი გოლიც გავიტანეთ. ახლა საპასუხო შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, მანამდე კი "არსენალთან" დიდი მატჩი გვაქვს. ამ მატჩში თავი არ უნდა დავზოგოთ, მერე კი საპასუხო შეხვედრაზეც შეიძლება ფიქრი.

თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ სიფრთხილეც მმართებს. ჯერ არაფერია დასრულებული, ესპანეთში 1-0 მოვიგეთ და გუნდმა კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ მომდევნო მატჩზეც უნდა ვიფიქროთ. ეს არის ჩვენი მიზანი და დიდებული იქნება ამ ტურნირის მოგება, როგორც უკვე ვთქვი, ჯერ ფინალში არ გავსულვართ, მომდევნო მატჩს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ",
- განაცხადა პოგბამ.

რა თქმა უნდა, "წითლებს" პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში შესვლითაც შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგს ამ მიზნის მიღწევისა ჯერ კიდევ სჯერა, გულშემატკივართა მხარდაჭერას უმთავრესად მიიჩნევს.

"რა თქმა უნდა, უნდა გვჯეროდეს. ამის გაკეთება ნამდვილად გვსურს და შეგვიძლია. რა თქმა უნდა, საკმარისად ძლიერები ვართ, ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენი გონება ოთხეულში შესვლაზე ფიქრობს, მაგრამ ევროპა ლიგის მოგებაც გვინდა. ამ გამოწვევასა და დიდ მიზანზე უნდა ვიფიქროთ; დიდი მიზნების მიღწევა გვსურს და არა პატარების. ამაში დარწმუნებულები ვართ. ჩვენ ახალგაზრდები და მხნეები ვართ.

გულშემატკივრები ისეთივე კარგები უნდა იყვნენ, როგორც დღეს, "სელტა ვიგოს" ფანების ხმაურის ფონზეც კი ისმოდა მათი ხმა. ისინი ენერგიას გვაძლევენ, ისინი გვჭირდებიან - ისინი ყოველთვის გვეხმარებიან. მათ არ იციან, მაგრამ მოედანზე გასულებს ჩვენი სახელის ყვირილი რომ გვესმის, პირთამდე ვივსებით ემოციით. ჩვენ კარგი მხარდაჭერა გვაქვს. გულშემატკივრები გვჭირდებიან და მათ გამო მოგება გვსურს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
6 მაი 2017 16:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
"ოთხეულში შესვლა შეგვიძლია" მესმის მთელი სეზონის განმავლობაში და ზუსტად იმ დროს არ შეუძლიათ, როცა უნდა შეძლონ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამდენი ფრის შემდეგ კიდევ რომ გვაქვს შანსი. ლიგაზე უნდა მოვხვდეთ და რომელი გზით მოხდება სულერთია, თუმცა ევროპა ლიგა უპირატესია ჩემთვის პირადად. არ გვაქვს მოგებული და იმედი მაქვს მოვიგებთ და ლიგაზე ასე მოვხვდებით.
1
№2
ავტორი: nugo-nugo
6 მაი 2017 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
რამდენჯერ შეგვეძლო აბა თუ დათვლის ვინმე?რა,მდენჯერ ვქონდა შანსი? ევროპაა ჩვენი მთავარი მიზანი და უნდა მოვიგო კიდეც
0
№3
ავტორი: Manstark_United
6 მაი 2017 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: Lady in red
"ოთხეულში შესვლა შეგვიძლია" მესმის მთელი სეზონის განმავლობაში და ზუსტად იმ დროს არ შეუძლიათ, როცა უნდა შეძლონ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამდენი ფრის შემდეგ კიდევ რომ გვაქვს შანსი. ლიგაზე უნდა მოვხვდეთ და რომელი გზით მოხდება სულერთია, თუმცა ევროპა ლიგა უპირატესია ჩემთვის პირადად. არ გვაქვს მოგებული და იმედი მაქვს მოვიგებთ და ლიგაზე ასე მოვხვდებით.

ზუსტად მასე ხდება.თუმცა ვერ ვხვდები ეგეთ დონეზე როგორ უნდა დაიბრმავო თავი რომ თქვა ყველაზე ცუდ ფეხბურთს მანჩესტერი თამაშობს გრანდებშიო.არც მე მომწონს ბოლო თამაშებში ეს ჩაკეტილი თამაში მაგრამ რამდენი ტრამვა იყო. რამდენი ტურნირი.გადაიღალა გუნდი და ძალების დაზოგვით მაინც მოვიდა აქამდე. ძალების დაზოგვით მაინც ბევრ გრანდზე კარგი შედეგი და სტატისტიკა გვაქვს. აღარ აქვს მნიშვნელობა პრემიერ ლიგას.მე-4 ადგილი თუ დავიკავეთ ძალიან კარგი იქნება,თუმცა თუ ვერ დავიკავეთ არც ეგაა კატასტროფა,მჯერა რომ ევროპა ლიგას მოვიგებთ. ჟოზე მაგ შანსს უბრალოდ არ გაუშვებს.ფინალს არ წააგებს. დიდი მწვრთნელია !!! winked
1
№4
ავტორი: ikeoni
6 მაი 2017 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
მაგარი გვყავს პოგბა და წარმომიდგენია მომავალ სეზონში რას იზამს love
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
6 მაი 2017 17:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Lady in red
"ოთხეულში შესვლა შეგვიძლია" მესმის მთელი სეზონის განმავლობაში და ზუსტად იმ დროს არ შეუძლიათ, როცა უნდა შეძლონ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამდენი ფრის შემდეგ კიდევ რომ გვაქვს შანსი. ლიგაზე უნდა მოვხვდეთ და რომელი გზით მოხდება სულერთია, თუმცა ევროპა ლიგა უპირატესია ჩემთვის პირადად. არ გვაქვს მოგებული და იმედი მაქვს მოვიგებთ და ლიგაზე ასე მოვხვდებით.


ზუსტად იგივეს ვიტყოდი
0
№6
ავტორი: dybbuk
6 მაი 2017 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1599
ციტატა: Manstark_United
ციტატა: Lady in red
"ოთხეულში შესვლა შეგვიძლია" მესმის მთელი სეზონის განმავლობაში და ზუსტად იმ დროს არ შეუძლიათ, როცა უნდა შეძლონ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამდენი ფრის შემდეგ კიდევ რომ გვაქვს შანსი. ლიგაზე უნდა მოვხვდეთ და რომელი გზით მოხდება სულერთია, თუმცა ევროპა ლიგა უპირატესია ჩემთვის პირადად. არ გვაქვს მოგებული და იმედი მაქვს მოვიგებთ და ლიგაზე ასე მოვხვდებით.

ზუსტად მასე ხდება.თუმცა ვერ ვხვდები ეგეთ დონეზე როგორ უნდა დაიბრმავო თავი რომ თქვა ყველაზე ცუდ ფეხბურთს მანჩესტერი თამაშობს გრანდებშიო.არც მე მომწონს ბოლო თამაშებში ეს ჩაკეტილი თამაში მაგრამ რამდენი ტრამვა იყო. რამდენი ტურნირი.გადაიღალა გუნდი და ძალების დაზოგვით მაინც მოვიდა აქამდე. ძალების დაზოგვით მაინც ბევრ გრანდზე კარგი შედეგი და სტატისტიკა გვაქვს. აღარ აქვს მნიშვნელობა პრემიერ ლიგას.მე-4 ადგილი თუ დავიკავეთ ძალიან კარგი იქნება,თუმცა თუ ვერ დავიკავეთ არც ეგაა კატასტროფა,მჯერა რომ ევროპა ლიგას მოვიგებთ. ჟოზე მაგ შანსს უბრალოდ არ გაუშვებს.ფინალს არ წააგებს. დიდი მწვრთნელია !!! winked

ევროპა ლიგიდან მოხვედრა უფრო საინტერესო იქნება, სუპერთასს მაინც ვუყურებ მუღამში აგვისტოში :)
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
6 მაი 2017 17:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
მაინც მგონოა რო არსენალთან არ წაგება კაი შედეგი იქნება შემადგენლობის გათვალისწინებით.ტოტე თავს არ მოიკლავს მაგრამ არ წააგებს სახლში ჩვენთან.შესაბამისად აზრი მაინც არ აქვს ოთხეულში ყველა რო მოვიგოთ მაინც სხვაზე ვართ დამოკიდებული და რაზე მოვიკლათ თავო ეპლში

ევროპაა მოსაგები თან ლიგაზე გასვლა თან სუპერ თასი
0
№8
ავტორი: stepno
6 მაი 2017 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ევროპაა ძალიაან გაგვიჭირდებაა მაგრაამ სხვა გზა აღარ გვაქ smile არსენალს რაც არ უნდფა იყოოს მაინც უნდა მოუგოოთ fellow
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
6 მაი 2017 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
6 თამაში მოსაგებია arsenal...... celta vigo..... tottenham ... southampton ... crystal palace .... ajax ორი თამაშის მოგება ევროპაზე ჩემპიონს გვხდის და ავტომატურად გავდივართ ლიგაზე და თუ მოვიგეთ ოთხი თამაში ეპლში 78 ქულააა რაც ცუდი შედეგი არ იქნება ვან გალის გაგდების მერე კარგად გვახვსოვს 70 ქულა და 66 ქულა აიღო გალმა სეზონის ბოლოსკენ
0
№10
ავტორი: kobinio
6 მაი 2017 19:31
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Liverpulis shedegze vart damokidebuli.iqneba caukleon da gveshvelos tote sotim dges dedis xaxa gauxia palass
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top