თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2017, 15:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2125,
კომენტარები: 14
პოგბა: "ოთხეულში შესვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია"
პოლ პოგბა დანებებას არ აპირებს.
პოგბა:
პოლ პოგბა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სელტასთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგაზე უნდა გადაერთოს და "არსენალის" დამარცხება სცადოს.

ნახევარმცველმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ესპანეთში, სადაც მატჩის მთავარი მომენტი მარკუს რეშფორდის საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლი გამოდგა. შედეგად, "იუნაიტედმა" 0-1 გაიმარჯვა და საპასუხო შეხვედრას უპირატესობით ხვდება, მანამდე კი "არსენალს" დაუპირისპირდება.

"სელტას" წინააღმდეგ კარგი შედეგი მივიღეთ და მნიშვნელოვანი გოლიც გავიტანეთ. ახლა საპასუხო შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, მანამდე კი "არსენალთან" დიდი მატჩი გვაქვს. ამ მატჩში თავი არ უნდა დავზოგოთ, მერე კი საპასუხო შეხვედრაზეც შეიძლება ფიქრი.

თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ სიფრთხილეც მმართებს. ჯერ არაფერია დასრულებული, ესპანეთში 1-0 მოვიგეთ და გუნდმა კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ მომდევნო მატჩზეც უნდა ვიფიქროთ. ეს არის ჩვენი მიზანი და დიდებული იქნება ამ ტურნირის მოგება, როგორც უკვე ვთქვი, ჯერ ფინალში არ გავსულვართ, მომდევნო მატჩს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ",
- განაცხადა პოგბამ.

რა თქმა უნდა, "წითლებს" პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში შესვლითაც შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგს ამ მიზნის მიღწევისა ჯერ კიდევ სჯერა, გულშემატკივართა მხარდაჭერას უმთავრესად მიიჩნევს.

"რა თქმა უნდა, უნდა გვჯეროდეს. ამის გაკეთება ნამდვილად გვსურს და შეგვიძლია. რა თქმა უნდა, საკმარისად ძლიერები ვართ, ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენი გონება ოთხეულში შესვლაზე ფიქრობს, მაგრამ ევროპა ლიგის მოგებაც გვინდა. ამ გამოწვევასა და დიდ მიზანზე უნდა ვიფიქროთ; დიდი მიზნების მიღწევა გვსურს და არა პატარების. ამაში დარწმუნებულები ვართ. ჩვენ ახალგაზრდები და მხნეები ვართ.

გულშემატკივრები ისეთივე კარგები უნდა იყვნენ, როგორც დღეს, "სელტა ვიგოს" ფანების ხმაურის ფონზეც კი ისმოდა მათი ხმა. ისინი ენერგიას გვაძლევენ, ისინი გვჭირდებიან - ისინი ყოველთვის გვეხმარებიან. მათ არ იციან, მაგრამ მოედანზე გასულებს ჩვენი სახელის ყვირილი რომ გვესმის, პირთამდე ვივსებით ემოციით. ჩვენ კარგი მხარდაჭერა გვაქვს. გულშემატკივრები გვჭირდებიან და მათ გამო მოგება გვსურს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: sergiggmu2000
6 მაი 2017 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
გამარჯობა ბიჭებო მე ახალი ვარ ძალიან მიყვარს მანიუ და ყველა მისი გულშემატკივარი
0
№12
ავტორი: shotkin
6 მაი 2017 21:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
"ოთხეულში შესვა შეგვიძლია" დროს ტოტალიზატორმა წელს რო ფული აკეთა მანჩესტერით რავი არცერთ გუნდზე არუკეთებიათ ფული მგონი მაგდენი მილანის გარდა
0
№13
ავტორი: sergiggmu2000
6 მაი 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
იმედია ევროპა ლიგას ავწევთ და ოთხეულშიც შევალთ
0
№14
ავტორი: ROI
7 მაი 2017 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ევროპა უფრო კარგი იქნება პოოლ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top