"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ კვირას "არსენალთან" მატჩში რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს, რადგანაც ჰგონია, რომ "სუონსისთან" ფრედ დასრულებულმა მატჩში მის გუნდს პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლის შანსები დაუკარგა.
ევროპა ლიგის ნახევარფინალში მყოფი გუნდის მწვრთნელი, რომელმაც ვიგოში პირველი მატჩი "სელტას" 1-0 მოუგო, ფიქრობს, რომ კონტინენტური პირველობა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის უკეთეს გზას სთავაზობს.
შიდა ჩემპიონატში კი "იუნაიტედი" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის", თუმცა ქულის გარდა არის ბურთების სხვაობაში საგრძნობი ჩამორჩენაც და რთული კალენდარი, რომლის განმავლობაში "წითლებს" 12 დღეში მოუწევთ "არსენალთან", "ტოტენჰემსა" და "საუთჰემპტონთან" დაპირისპირება, სანამ პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩს ჩაატარებენ "ოლდ ტრაფორდზე" "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. თავის მხრივ, "სიტის" 3 საშინაო მატჩი აქვს ჩასატარებელი "კრისტალ პალასის", "ვესტ ბრომისა" და "ლესტერის" წინააღმდეგ, სეზონს კი უოტფორდში დაასრულებს.
"ლივერუპული" 4 ქულით უსწრებს "იუნაიტედს" და მხოლოდ სამი მატჩი აქვს წინ - სახლში "საუთჰემპტონი" და "მიდლსბრო", ხოლო გასვლაზე "ვესტ ჰემი" - და მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო ჯერ არ აპირებს ცხვირსახოცის ჩაგდებას, იძულებულია, აღიაროს, რომ მის გუნდს პრიორიტეტის განსაზღვრა მოუწევს.
"ვეცდებით. არ ვაპირებთ, "არსენალს" ვუთხრათ, 5-0 ან 6-0 დაგვამარცხეო. იქ შედეგის მისაღებად ჩავალთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. სხვაგვარად ვერ მოვიქცევი.
"სელტა" რომ საუკეთესო გუნდით გადიოდეს და რამისთვის იბრძოდეს ლა ლიგაში, საპასუხო მატჩში თანაბარ პირობებში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ ახლა ვერ ვათამაშებ იმ გუნდს, რომელმაც ესპანეთში ითამაშა და მერე მათ ხუთშაბათის მატჩშიც ვერ გავიყვან.
ასე რომ, ფეხბურთელებს ადამიანურად უნდა მოვეპყროთ, უნდა შევიგრძნოთ და ვაჩვენოთ საერთო გრძნობა პრემიერ ლიგაში ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, "სუონსისთან" მატჩში ოთხეულში მოხვედრის შანსები დავკარგეთ, ამიტომ ფეხბურთელებს დავასვენებ", - განაცხადა მოურინიომ.