თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2017, 11:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2733,
კომენტარები: 17
მოურინიო ფეხბურთელების დასვენებას აპირებს
"არსენალთან" მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე არ მიიღებს მონაწილეობას.
მოურინიო ფეხბურთელების დასვენებას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ კვირას "არსენალთან" მატჩში რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს, რადგანაც ჰგონია, რომ "სუონსისთან" ფრედ დასრულებულმა მატჩში მის გუნდს პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლის შანსები დაუკარგა.

ევროპა ლიგის ნახევარფინალში მყოფი გუნდის მწვრთნელი, რომელმაც ვიგოში პირველი მატჩი "სელტას" 1-0 მოუგო, ფიქრობს, რომ კონტინენტური პირველობა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის უკეთეს გზას სთავაზობს.

შიდა ჩემპიონატში კი "იუნაიტედი" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის", თუმცა ქულის გარდა არის ბურთების სხვაობაში საგრძნობი ჩამორჩენაც და რთული კალენდარი, რომლის განმავლობაში "წითლებს" 12 დღეში მოუწევთ "არსენალთან", "ტოტენჰემსა" და "საუთჰემპტონთან" დაპირისპირება, სანამ პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩს ჩაატარებენ "ოლდ ტრაფორდზე" "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. თავის მხრივ, "სიტის" 3 საშინაო მატჩი აქვს ჩასატარებელი "კრისტალ პალასის", "ვესტ ბრომისა" და "ლესტერის" წინააღმდეგ, სეზონს კი უოტფორდში დაასრულებს.

"ლივერუპული" 4 ქულით უსწრებს "იუნაიტედს" და მხოლოდ სამი მატჩი აქვს წინ - სახლში "საუთჰემპტონი" და "მიდლსბრო", ხოლო გასვლაზე "ვესტ ჰემი" - და მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო ჯერ არ აპირებს ცხვირსახოცის ჩაგდებას, იძულებულია, აღიაროს, რომ მის გუნდს პრიორიტეტის განსაზღვრა მოუწევს.

"ვეცდებით. არ ვაპირებთ, "არსენალს" ვუთხრათ, 5-0 ან 6-0 დაგვამარცხეო. იქ შედეგის მისაღებად ჩავალთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. სხვაგვარად ვერ მოვიქცევი.

"სელტა" რომ საუკეთესო გუნდით გადიოდეს და რამისთვის იბრძოდეს ლა ლიგაში, საპასუხო მატჩში თანაბარ პირობებში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ ახლა ვერ ვათამაშებ იმ გუნდს, რომელმაც ესპანეთში ითამაშა და მერე მათ ხუთშაბათის მატჩშიც ვერ გავიყვან.

ასე რომ, ფეხბურთელებს ადამიანურად უნდა მოვეპყროთ, უნდა შევიგრძნოთ და ვაჩვენოთ საერთო გრძნობა პრემიერ ლიგაში ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, "სუონსისთან" მატჩში ოთხეულში მოხვედრის შანსები დავკარგეთ, ამიტომ ფეხბურთელებს დავასვენებ",
- განაცხადა მოურინიომ.

ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
6 მაი 2017 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
დე ხეა
დარმიანი-ჯონსი-სმოლინგი-ტუანზებე
კერიკი-ფელაინი
ლინგარდი-მატა-რუნი
მარსიალი

რომერო
ვალენსია-ბაიი-ბლინდი-იანგი
ერერა-ფელაინი
მხითარიანი-პოგბა-მარსიალი
რეშფორდო

ვალენსია, ბაიი, ბლინდი, ერერა, პოგბა დაასვენოს, მარსიალი-რეშფორდს დრო გაუყოს და ნახევარ-ნახევარი ათამაშოს(მეკარე ისედაც რომერო ეყოლება ევროპალიგაზე)...
0
№12
ავტორი: kobinio
6 მაი 2017 14:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: deqstera
დე ხეა
დარმიანი-ჯონსი-სმოლინგი-ტუანზებე
კერიკი-ფელაინი
ლინგარდი-მატა-რუნი
მარსიალი

რომერო
ვალენსია-ბაიი-ბლინდი-იანგი
ერერა-ფელაინი
მხითარიანი-პოგბა-მარსიალი
რეშფორდო

ვალენსია, ბაიი, ბლინდი, ერერა, პოგბა დაასვენოს, მარსიალი-რეშფორდს დრო გაუყოს და ნახევარ-ნახევარი ათამაშოს(მეკარე ისედაც რომერო ეყოლება ევროპალიგაზე)...

კარგი აზრი გაქ პლიუს ამას ნიკი ბატის გუნდიდან ორ სამ წამყვან ფეხბურთელს დავამატებდი და არანაკლები იქნებოდა,გაიხსენე რეშფორდი ასე ვიპოვეთ თორე დღეს შეილება ისევ იქ ყოფილიყო
ჩემი აზრით მეტი შანსი უნდა მისცეს პირველ გუნდს და რუნი მარსიალის სკამზე ჯდომას მირჩევნია სასტარტოში იყვნენ

მხითარიანი კიდე მაყურებლებში იჯება ზამენაზე თუ მინდორზე იდება არსენბითი მნიშვნელობა არ აქვს
0
№13
ავტორი: nugo-nugo
6 მაი 2017 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
სოუნსთან რომ მოგვეგო სხვა სიტუაცია იქნებოდა.ახლა კიდე გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დასვენება აუცილებელია პოგბა რაშფორდი ბაილი განსაკუთრებით ვალენსიაც.მაგრამ მაინც მგონია რომ მოვუგებთ.
0
№14
ავტორი: lefty
6 მაი 2017 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მიკი მოუმატებს თან ძაან მაგრად
0
№15
ავტორი: stepno
6 მაი 2017 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ დარწმუნებული ვარ არსენალს მოუგეებთ მაინც lol
0
№16
ავტორი: PaLoMo
7 მაი 2017 00:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4137
დააასევენებს ჰერერას და რაშფრდს ალბად :) ვალენსიაც არიყს შეილება.აჯახი 99% ფინალშია და ჩვენც აუცილებლად გავალთ ფინალში და იქაც არაგონია გაგვიჭირდეს ასე,რომ გამართლებულია ბიცჰების დასვენება :)) შეილება ტუანზებეს მიცეს შანსი.მაგრა მოუ იმას არ დაუშვებს,რომ გადაგვიაროს არესენალმა.მითUმეტეს ასეთ ვითარებაში მყოფი არსნალი :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№17
ავტორი: mufc1878
7 მაი 2017 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: deqstera
დე ხეა
დარმიანი-ჯონსი-სმოლინგი-ტუანზებე
კერიკი-ფელაინი
ლინგარდი-მატა-რუნი
მარსიალი

რომერო
ვალენსია-ბაიი-ბლინდი-იანგი
ერერა-ფელაინი
მხითარიანი-პოგბა-მარსიალი
რეშფორდო

ვალენსია, ბაიი, ბლინდი, ერერა, პოგბა დაასვენოს, მარსიალი-რეშფორდს დრო გაუყოს და ნახევარ-ნახევარი ათამაშოს(მეკარე ისედაც რომერო ეყოლება ევროპალიგაზე)...



ფელაინი არიქნება წითელის გამო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top