ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ნახევარფინალში "სელტასთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშით მოხარულია.
მეორე ტაიმში მარკუს რეშფორდის მიერ გატანილმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმამ "წითლებს" 0-1 გაამრჯვება მოუპოვა, რაც საპასუხო შეხვედრისთვის "იუნაიტედს" საგრძნობ უპირატესობას ანიჭებს.
მატჩის შემდეგ მწვთნელმა მედიასთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა...
საერთო მოსაზრება
"თამაშით ძალიან ნასიამოვნები ვარ, შედეგით არა. შესვენებაზე უკვე 2-0 უნდა ყოფილიყო, ახლა კი შედეგი კვლავ არაფერს წყვეტს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ იმისათვის, რომ აქვე გადაწყვეტილიყო ყველაფერი, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" დიდი მატჩი გველის. მატჩის მოგება ვცადეთ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ."
სასიამოვნო თამაში
"ბოლომდე ვცდილობდით, პირველივე წუთებიდან გოლების გატანას, მატჩის მოგებას ვცდილობდით, მაგრამ ისინი კარგად, ძლიერად და კომპაქტურად თამაშობდნენ. ძლიერი ატმოსფერო სასიამოვნოს დაემსგავსა და კარგად გავართვით თამაშს თავი წინააღმდეგ გუნდისა, რომელთანაც დაპირისპირება რთულია მათი დაცვითი თამაშიდან გამომდინარე. ისინი შვიდი, რვა ან ცხრა ფეხბურთელით თითოეულ მოთამაშეზე მეურვეობით იცავენ თავს, ჩვენ კი კარგად ვითამაშეთ. ძალიან კარგი თამაში იყო, გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანეთში ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და ამის წინააღმდეგაც უნდა გვეთამაშა, წინ კი "ოლდ ტრაფორდზე" შეხვედრაა. იმედი მაქვს, "ოლდ ტრაფორდს" ჩვენი გამარჯვება სურს, რადგან, როცა "ოლდ ტრაფორდს" სურს, ვიმარჯვებთ და ჩვენც სწორედ ეს გვინდა."
წინ გახედვა
"ხანმოკლე შედეგია, ამაზე უკეთესი ვერც იქნებოდა. "სელტას" ტრაექტორიას თუ შეხედავთ ევროპა ლიგაზე, მათ ნამდვილად დაიმსახურეს მეორე მატჩში პატივისცემით მიდგომა. ფეხბურთელები გადატვირთულები არიან ბევრი სათამაშო წუთის მიღების გამო, რადგან აპრილში ცხრა მატჩი ჩავატარეთ და ახლა ესეც დაემატა, რაც ნიშნავს, რომ 4-ნახევარ კვირაში 10 შეხვედრა შედგა. ასეთი დატვირთვის მქონე ფეხბურთელები "არსენალთან" არ ითამაშებენ."