თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2017, 09:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2773,
კომენტარები: 14
მოურინიოს ვერდიქტი "სელტასთან" გამარჯვებაზე
მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ნახევარფინალში "სელტასთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშით მოხარულია.

მეორე ტაიმში მარკუს რეშფორდის მიერ გატანილმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმამ "წითლებს" 0-1 გაამრჯვება მოუპოვა, რაც საპასუხო შეხვედრისთვის "იუნაიტედს" საგრძნობ უპირატესობას ანიჭებს.

მატჩის შემდეგ მწვთნელმა მედიასთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა...

საერთო მოსაზრება

"თამაშით ძალიან ნასიამოვნები ვარ, შედეგით არა. შესვენებაზე უკვე 2-0 უნდა ყოფილიყო, ახლა კი შედეგი კვლავ არაფერს წყვეტს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ იმისათვის, რომ აქვე გადაწყვეტილიყო ყველაფერი, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" დიდი მატჩი გველის. მატჩის მოგება ვცადეთ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ."

სასიამოვნო თამაში

"ბოლომდე ვცდილობდით, პირველივე წუთებიდან გოლების გატანას, მატჩის მოგებას ვცდილობდით, მაგრამ ისინი კარგად, ძლიერად და კომპაქტურად თამაშობდნენ. ძლიერი ატმოსფერო სასიამოვნოს დაემსგავსა და კარგად გავართვით თამაშს თავი წინააღმდეგ გუნდისა, რომელთანაც დაპირისპირება რთულია მათი დაცვითი თამაშიდან გამომდინარე. ისინი შვიდი, რვა ან ცხრა ფეხბურთელით თითოეულ მოთამაშეზე მეურვეობით იცავენ თავს, ჩვენ კი კარგად ვითამაშეთ. ძალიან კარგი თამაში იყო, გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანეთში ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და ამის წინააღმდეგაც უნდა გვეთამაშა, წინ კი "ოლდ ტრაფორდზე" შეხვედრაა. იმედი მაქვს, "ოლდ ტრაფორდს" ჩვენი გამარჯვება სურს, რადგან, როცა "ოლდ ტრაფორდს" სურს, ვიმარჯვებთ და ჩვენც სწორედ ეს გვინდა."

წინ გახედვა

"ხანმოკლე შედეგია, ამაზე უკეთესი ვერც იქნებოდა. "სელტას" ტრაექტორიას თუ შეხედავთ ევროპა ლიგაზე, მათ ნამდვილად დაიმსახურეს მეორე მატჩში პატივისცემით მიდგომა. ფეხბურთელები გადატვირთულები არიან ბევრი სათამაშო წუთის მიღების გამო, რადგან აპრილში ცხრა მატჩი ჩავატარეთ და ახლა ესეც დაემატა, რაც ნიშნავს, რომ 4-ნახევარ კვირაში 10 შეხვედრა შედგა. ასეთი დატვირთვის მქონე ფეხბურთელები "არსენალთან" არ ითამაშებენ."

ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
5 მაი 2017 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კარგია მოუ ეხა ოლ ტრაოფორდზე მოგება და მერე ფინალის მოგებას მიყოლე სულ 2 თამაში რო მოუგო ეგ არის თასი ჩვენია და შენ მესამე თას დადებ მუზეუმში 1 ქომუნითი 1 ეეფ და 1ევროპის ლიგა და ვინც რამე თქვას შენზე იმ კაცს ფეხბურთის არ გაეგება პატარა საქმე არააა ევროპის ლიგის მოგება და საღოლ შენ
0
№12
ავტორი: gache1991
5 მაი 2017 18:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
eseigi arsenaltan marsials vnaxavt forvardad..kaia ro grdzeli skami gvaq da eseti gadatvirtuli grafikis drosac iseti shemadgenlobit gavdivart ver ipiqreb ro sastavs asvenebs.mainc vtvli ro gvaq shansi eplshi da tuanzebeebi ar unda gamoiyvanos mtlad
0
№13
ავტორი: kobinio
5 მაი 2017 19:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ის ხე ფელაინი რისთვის იდო მინდორზე სუფთა ხეა მაგის მომთრევის ......... ფელაინი და მხითარიანის გარეშე უკეთესი იქნებოდა იანგი სასტარტოში რო ყოფილიყო სომეხის მაგივრად.

ციტატა: GRIEZMANN 7
კაროჩე წმენდა უნდა ჩაატაროს მოუმ და კარგი ტრანსფერები გააკეთოს 5ფეხბურთელი გვინდა და მერე დაგვეხიონ ვისაც უნდაა

ერთი ჩამშლელი ერთი ან ორი ვინგერი ერდი ცენტრალური მცველი და ორივე განაპირა მცველი

გასაშვებია დარმიანი სმოლინგი ბლინდი ფელაინი იანგი სამწუხაროდ რუნიც ცოდვაა ასე

სიამოვნებით მხოთარიანსაც მიუმატებდი შენ სიას და ლუკაკუს ვისურვებდი ჩვენთან
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
5 მაი 2017 22:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
მხითარიანი გასაშვები ნაღდად არაა უბრალოდ სწორად უნდა სწორ თამაშში განოყენება.გასაშვები იმდენია ჩამოთვლით დაიღლები კაცი.სეზონის ბოლოს თვალს რო გადაავლებ მიუხედავად ბევრი ფრეებისა განა ადვილია არ წაგება ამდენი თამაშის?განა ადვილია ვანგაალის დემორალიზებულ გუნდში მოხვიდე და ორი თასი დადო და მთელი სეზონი ყველა ტურნირზე იჭიდაო?არა ეს არის ძაან ძნელი და ამის არ დანახვა და არ დაფასება არ შეიძლება.ფეხბურთელებსაც მთლად არ აქვთ შეგნებული მოუს ფსიქოლოგია.ან როგორ ექნებათ როცა 3წელი ორი **** მწვრთნელი რას გათამაშებს ვერ გებულობ.პრემიერ ლიგაში ტიკი ტაკა ან მოიესის დროს იანუზაის იმედზე თამაში.მოკლედ იმ წუმპედან ამოვძვერით და გარდამავალი ეტაპიც წაუგებელი სერიითა და გუნდის განვითარებით გავიარეთ წინ ფინალოა და ახალი ტრანსფერები ძაან დიდი მაყუთი დაიყრება და ასეც უნდა სხვაგვარად არც გამოვა.გაისად ჩვენ ძაან კაი გუნდი ვიქნებით რომელიც ეპლსაც მოიგებს და ამდენწლიან ნავსს გატეხავს და ლიგაზე ნახევარფინალს მაინც ითამაშებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top