"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულად ყოველი თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. გასული თვეში "იუნაიტედის" მოთამაშეებმა 9 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც ხუთჯერ გაიმარჯვეს, ოთხი ფრე ითამაშეს და არ დამარცხებულან. გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ერიკ ბაი, ანდერ ერერა და მარკუს რეშფორდი იბრძოლებენ.
ერიკ ბაიი - 9 ჩატარებული მატჩი.
მიუხედავად "სუონსისთან" მიღებული ტრავმისა, ერიკ ბაიი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ "იუნაიტედისთვის" მიმდინარე თვეში. ერიკისა და მარკოს როხოს დუეტი საიმედოდ გამოიყურებოდა, თუმცა არგენტინელმა ლაზარეთში გადაინაცვლა "ანდერლეხტთან" მიღებული ტრამვის გამო.
ანდერ ერერა - 6 ჩატარებული მატჩი, 1 გოლი
ბასკი ნახევარმცველი დამსახურებულად მოხვდა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში. ანდერი განსაკუთრებით "ჩელსისთან" მატჩში გამოირჩა, როცა პირველ ჯერზე მარკუს რეშფორდს ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო მატჩის მეორე ტაიმში თავადაც შეძლო ლონდონელების კარის აღება.
მარკუს რაშფორდი - 9 ჩატარებული შეხვედრა (2 შეც.შემოვიდა), 3 გოლი.
ინგლისელი ფორვარდი გამორჩეული გახლდათ აპრილის თვეში, სადაც მან სამი გოლის გატანა შეძლო. პირველ ჯერზე ეს "სანდერლენდთან" შეხვედრაში შეძლო, სადაც მატჩშის მეორე ნახევარში შევიდა მინდორზე. რეშფორდის მეორე გოლი კლუბისთვის მეტად მნიშვნელვოანი გამოდგა, რამეთუ სწორედ ინგლისელის გოლი გამოდგა გადამწყვეტი "ანდერლეხტთან" ორმატჩიან დუელში. მარკუსმა მესამე გოლი ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გაიტანა.