თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2017, 12:00
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2263,
კომენტარები: 11
გასული თვის საუკეთესო მოთამაშე
ხმა მიეცით აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეს.
გასული თვის საუკეთესო მოთამაშე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულად ყოველი თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. გასული თვეში "იუნაიტედის" მოთამაშეებმა 9 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც ხუთჯერ გაიმარჯვეს, ოთხი ფრე ითამაშეს და არ დამარცხებულან. გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ერიკ ბაი, ანდერ ერერა და მარკუს რეშფორდი იბრძოლებენ.

ერიკ ბაიი - 9 ჩატარებული მატჩი.

მიუხედავად "სუონსისთან" მიღებული ტრავმისა, ერიკ ბაიი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ "იუნაიტედისთვის" მიმდინარე თვეში. ერიკისა და მარკოს როხოს დუეტი საიმედოდ გამოიყურებოდა, თუმცა არგენტინელმა ლაზარეთში გადაინაცვლა "ანდერლეხტთან" მიღებული ტრამვის გამო.

ანდერ ერერა - 6 ჩატარებული მატჩი, 1 გოლი

ბასკი ნახევარმცველი დამსახურებულად მოხვდა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში. ანდერი განსაკუთრებით "ჩელსისთან" მატჩში გამოირჩა, როცა პირველ ჯერზე მარკუს რეშფორდს ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო მატჩის მეორე ტაიმში თავადაც შეძლო ლონდონელების კარის აღება.

მარკუს რაშფორდი - 9 ჩატარებული შეხვედრა (2 შეც.შემოვიდა), 3 გოლი.

ინგლისელი ფორვარდი გამორჩეული გახლდათ აპრილის თვეში, სადაც მან სამი გოლის გატანა შეძლო. პირველ ჯერზე ეს "სანდერლენდთან" შეხვედრაში შეძლო, სადაც მატჩშის მეორე ნახევარში შევიდა მინდორზე. რეშფორდის მეორე გოლი კლუბისთვის მეტად მნიშვნელვოანი გამოდგა, რამეთუ სწორედ ინგლისელის გოლი გამოდგა გადამწყვეტი "ანდერლეხტთან" ორმატჩიან დუელში. მარკუსმა მესამე გოლი ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გაიტანა.

ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ

წყარო: www.manutd.com


ვინ იყო თვის საუკეთესო?

ერიკ ბაიი
ანდერ ერერა
მარკუს რეშფორდი

სხვა
11 კომენტარი
№11
ავტორი: de gea1
5 მაი 2017 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
გასაკვირი ერერას რო არ ტვლიან არაფრად გამოკიტხვიდან გამომდინარე ყველაფერი ჩანს, არ მინდა ხოლმე რო აქ კომენტარი გავაკეტო ხოლმე მარა მაინც მაიდზულებენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top