თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3407,
კომენტარები: 25
დადებითი ცნობები ლაზარეთიდან
მოურინიომ ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
დადებითი ცნობები ლაზარეთიდან
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "სელტა ვიგოსთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" ხუთი ფეხბურთელი უბრუნდება.

ჩრდილოეთ ესპანეთში გამგზავრებამდე "წითლებმა" სავარჯიშო სესია გამართეს და მასში მონაწილეობას იღებდნენ კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ერიკ ბაიიც.

"ბალაიდოს მინისიპალ სტედიუმზე" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციისას მოურინიომ მის ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი დაბრუნდნენ, ასევე პოლ პოგბა. ევროპა ლიგის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ კვირაში "სელტასთან" ორი მატჩი უნდა ჩავატაროთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაბრუნდა. პრემიერ ლიგის თვალსაზრისით კი უკვე ძალიან გვიანია, რადგან აპრილის თვეში სულ 9 მატჩი ჩავატარეთ და 7 მათგანი პრემიერ ლიგაზე მოდის.

ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა ბევრი მოთამაშის არყოფნის თვალსაზრისით - ამის გამო გვყავდა მოთამაშეები, რომლებმაც 750 და 800 წუთი ითამაშეს, რის საზღაურიც გადავიხადეთ. დასვენებული გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობდით, ჩვენ კი გადატვირთულები ვიყავით. ახლა კი სხვა პერსპექტივაა, რადგან ევროპა ლიგა უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის. კარგია სამი ფეხბურთელის დაბრუნება, რაც მეტ არჩევანს გვაძლევს.

ხუან მატა ტრავმირებული იყო გარკვეული პერიოდი, მაგრამ ახლა ისიც მზად არის სათამაშოდ. გამოცდილია, ერთ-ერთია იმ მცირეთა შორის, რომელთაც ევროტურნირის ნახევარფინალსა და ფინალში მიუღიათ მონაწილეობა, ამიტომ ახალი არაფერია მისთვის. ერთადერთ რისკს ის წარმაოდგენს, რომ შეიძლება, 90 წუთი ვერ ითამაშოს, რისკი ის არის, რომ სასტარტოში თუ იქნება, ვერ დაამთავრებს მატჩს ბოლომდე. სათადარიგოდან ჩართვის პრობლემა კი არ აქვს, ასე რომ, შემადენლობაში იქნება და შეუძლია, იდეალურად ითამაშოს".


მწვრთნელს ასევე ახლახანს ტრავმირებულ ფეხბურთელთა შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა: "ბაიი მზად არის სათამაშოდ. მისი ხასიათიდან გამომდინარე ყველა პრობლემას ებრძვის, სანამ შესაძლებელია. ლუკ შოუ ტრავმირებულია და ეს მნიშვნელოვანი ტრავმაა. მაგრამ ჯერ კიდევ ველოდებით მედიკოსთა მოსაზრებას, რათა გადაწყდეს, რა უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რას დაადგენენ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშეს, ეს დადასტურებულია".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
25 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
4 მაი 2017 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ბაილი მაგარი ბიჭია.მაღალი დონის მცველი სჭირდება მეწყვილედ და მართლა გაუვალი დაცვის ცენტრი გვეყოლება.მარჯვნივ ვალენსია შესანიშნავად დგას და მარცხენა მცველის პრობლემა ევრას წასვლის მერე ვერ მოგვარდა სამწუხაროდ.
2
№2
ავტორი: mogeba
4 მაი 2017 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
mec ase vgiqrovdi aqcenti evropazea da amos ar mogeba katastofis tolfasia amas maoc acnobierebs da imedia dges minimum ar wageba nu me ratomgac mogebas vfiqrob
0
№3
ავტორი: hari
4 მაი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
როხო
0
№4
ავტორი: mogeba
4 მაი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
magari ro mtavaria erera reshfordma pogba baili ar daimtvres amat ver shevlis veravin esrti suli maq.rodir daiwyeba
0
№5
ავტორი: Mixito
4 მაი 2017 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Roxo sadaaaaa au raaa roxooo
0
№6
ავტორი: bziki
4 მაი 2017 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მაგრად გაასწორა მეტქი მართლა მოუ დადგებოდა დაცვაში wink wink
ამ ფონზე არც პრემიერლიგაა დასაკიდებელი 1 ქულაა სხვაობა და რა იცი რა ხდება პლიუს ლივერმაც შეილება გვიჯიგრონ smile
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 მაი 2017 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რთული თამაში იქნება ყველაფერი უნდა გაიღონ რო მოიგონ ეს მატჩი
0
№8
ავტორი: gaga1987
4 მაი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
seltas mtavaria gautanot da arcavagot 1-1zec tanaxma var.mtavaria gavitanot.tu movigebt xo saertod
0
№9
ავტორი: GRIEZMANN 7
4 მაი 2017 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
დეხეა
ვალენსია ბაილი ჯონსი იანგი(დარმიანი)
ერერა პოგბა
მხითო მატა მარსიალი
რეშფორდი

აი ეს სასტავი მინდაა
0
№10
ავტორი: ikeoni
4 მაი 2017 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
ციტატა: GRIEZMANN 7
დეხეა
ვალენსია ბაილი ჯონსი იანგი(დარმიანი)
ერერა პოგბა
მხითო მატა მარსიალი
რეშფორდი

აი ეს სასტავი მინდაა

Dgevandeli tamashistvis idealuri shemadgenloba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top