თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3408,
კომენტარები: 25
დადებითი ცნობები ლაზარეთიდან
მოურინიომ ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
დადებითი ცნობები ლაზარეთიდან
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "სელტა ვიგოსთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" ხუთი ფეხბურთელი უბრუნდება.

ჩრდილოეთ ესპანეთში გამგზავრებამდე "წითლებმა" სავარჯიშო სესია გამართეს და მასში მონაწილეობას იღებდნენ კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ერიკ ბაიიც.

"ბალაიდოს მინისიპალ სტედიუმზე" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციისას მოურინიომ მის ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი დაბრუნდნენ, ასევე პოლ პოგბა. ევროპა ლიგის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ კვირაში "სელტასთან" ორი მატჩი უნდა ჩავატაროთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაბრუნდა. პრემიერ ლიგის თვალსაზრისით კი უკვე ძალიან გვიანია, რადგან აპრილის თვეში სულ 9 მატჩი ჩავატარეთ და 7 მათგანი პრემიერ ლიგაზე მოდის.

ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა ბევრი მოთამაშის არყოფნის თვალსაზრისით - ამის გამო გვყავდა მოთამაშეები, რომლებმაც 750 და 800 წუთი ითამაშეს, რის საზღაურიც გადავიხადეთ. დასვენებული გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობდით, ჩვენ კი გადატვირთულები ვიყავით. ახლა კი სხვა პერსპექტივაა, რადგან ევროპა ლიგა უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის. კარგია სამი ფეხბურთელის დაბრუნება, რაც მეტ არჩევანს გვაძლევს.

ხუან მატა ტრავმირებული იყო გარკვეული პერიოდი, მაგრამ ახლა ისიც მზად არის სათამაშოდ. გამოცდილია, ერთ-ერთია იმ მცირეთა შორის, რომელთაც ევროტურნირის ნახევარფინალსა და ფინალში მიუღიათ მონაწილეობა, ამიტომ ახალი არაფერია მისთვის. ერთადერთ რისკს ის წარმაოდგენს, რომ შეიძლება, 90 წუთი ვერ ითამაშოს, რისკი ის არის, რომ სასტარტოში თუ იქნება, ვერ დაამთავრებს მატჩს ბოლომდე. სათადარიგოდან ჩართვის პრობლემა კი არ აქვს, ასე რომ, შემადენლობაში იქნება და შეუძლია, იდეალურად ითამაშოს".


მწვრთნელს ასევე ახლახანს ტრავმირებულ ფეხბურთელთა შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა: "ბაიი მზად არის სათამაშოდ. მისი ხასიათიდან გამომდინარე ყველა პრობლემას ებრძვის, სანამ შესაძლებელია. ლუკ შოუ ტრავმირებულია და ეს მნიშვნელოვანი ტრავმაა. მაგრამ ჯერ კიდევ ველოდებით მედიკოსთა მოსაზრებას, რათა გადაწყდეს, რა უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რას დაადგენენ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშეს, ეს დადასტურებულია".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
25 კომენტარი
№21
ავტორი: giorgi_mg
4 მაი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შოუ როგორ მეცოდება, იმედია არ დანებდება და ორმაგად მოინდომებს, ცოდოა ესე რო დაასრულოს მანჩესტერული კარიერა

დარწმუნებული ვარ ვიგებთ დღეს დამაჯერებლად
0
№22
ავტორი: giorgi kandelakisvili
4 მაი 2017 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
პრევიუს არ დებთ ისე კაია დაბრუნდნენ ბიჯები მარა როხოზე მწყდება გული
0
№23
ავტორი: kashmara
4 მაი 2017 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Braci dgehea datyena tu icit tu isev am da***venul romeros unda uyurot da guli miskdebodes ar daur*** imedia mou ar icenRebs xa dexeas dayenebs
..... da mxitraiani imedia gajvavs gundidan magis somexi dedamv***
0
№24
ავტორი: Iunaitedi
4 მაი 2017 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Dges me piradad minda sheteva shevutiot davartyat karshi suu vurtyad centridanac movsinjot haisrolon da erts ro gavitant (tugavitant) shevutiot ra shevutiot iqneb gamogvdis tamashi ese vcadot ra cados jozefinam da nudadgeba ukan piriqit zewola gavadzlierot da kide meore gavutanot. Ai esminda me dges
0
№25
ავტორი: levionok
4 მაი 2017 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ფელაინს და ლინგარდ ველოდები მე პირადად სასტავში მუშა სასტავს აარჩევს მარსიალმა ***ას თავისი აჯმული სიფათით ანტიმანჩესტერელია ტიპი რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top