თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2017, 23:26
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 3773,
კომენტარები: 13
სატრანსფერო ჭორები
რადგანაც საზაფხულ სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, სპორტული მედია მეტად გააქტიურდა და ძალიან ბევრი სატრანსფერო ჭორი ჟღერდება, რომელსაც ამ სიახლეში გაგაცნობთ.
სატრანსფერო ჭორები
მოგეხსენებათ რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება. სპორტული ჟურნალები და მედია საშუალებები კი ძალიან ბევრ სატრანსფერო ჭორს ავრცელებენ. გთავაზობთ იმ სატრანსფერო ჭორებს, რომლებშიდაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მონაწილეობას ღებულობს.

კასპერ შმეიხელი
ლეგენდარული პეტერ შმეიხელის ვაჟი, კასპერ შმეიხელი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურში ვიხილოთ. მოგეხსენებათ რომ დევიდ დე ხეას სატრანსფერო საგა შეუჩერებლად გრძელდება და შესაძლოა ესპანელმა კლუბი დატოვოს, ასე რომ კასპერი დევიდ დე ხეას შემცვლელად მოისაზრება.

სერხიო რომერო
არგენტინის ნომერ პირველი მეკარე და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნომერ მეორე მეკარე სერხიო რომერო, შესაძლოა ზაფხულში იტალიაში გადაბარგდეს და მილანის "ინტერს" შეუერთდეს. იტალიური მხარე არგენტინელს ორ წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ჯო ჰარტი
ინგლისელი მეკარე ამჟამად იტალიური "ტორინოს" მაისურით თამაშობს, თუმცა იგი "ტორინოში" არენდის წესით იმყოფება და ზაფხულში ჯო ჰარტი "მანჩესტერ სიტის" დაუბრუნდება. თუმცაღა უკვე ნათლად სჩანს რომ ჯო ჰარტსა და "მანჩესტერ სიტის" შორის არასახარბიელო დამოკიდებულებაა, ამიტომ შესაძლოა ესპანელი კიპერის წასვლის შემთხვევაში მისი შემცვლელი ჯო ჰარტი აღმოჩნდეს. "სიტი" მზადაა ჯო ჰარტის გასაშვებად, თუმცა ქალაქელები იმედოვნებენ რომ ინგლისელი კიპერის ნაცვლად ისინი სარფიან წინადადებას მიიღებენ.

ჯერარდ დეულოფეუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, ჯერარდ დეულოფეუ "წითელ ეშმაკად" აქციოს. ესპანელი ვინგერი ამჟამად "მილანიდან" "ევერტონშია" განათხოვრებული, თუმცა არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა ესპანელი იტალიაში აღარ დაბრუნდეს და მანჩესტერში გაემგზავროს. დეულოფეუს ტრანსფერის შესაძლო ფასი 12 მილიონი ევროა.

ანდერსონ ტალისკა
"იუნაიტედის" სამიზნე ბრაზილიელი ანდერსონ ტალისკაა. იგი ამჟამად "ბეშიქთაშში" იჯარის წესით იმყოფება და "ბენფიკას" ზაფხულში დაუბრუნდება. შემტევი ნახევარმცველი "იუნაიტედში" შესაძლებელია 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ ვიხილოთ. ჟორჟე მენდეში მოცემული სავარაუდო ტრანსფერის საქმის კურსშია და მოლაპარაკებებს სწორედ ის აწარმოებს.

მოცემულ ინფორმაციებს, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საიტი GOAL.COM-ი ავრცელებს.

წყარო: Goal.Com
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
2 მაი 2017 23:28
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მე პირადად ჯო ჰარტის ხილვა გუნდში გამიხარდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ დე ხეა არ დაგვტოვებს. რომერო კიდე შეიძლება წავიდეს და სათადარიგოთა სკამზე ვინმე დაგვჭირდება მაგ შემთხვევაში ამიტომ ჰარტი იდელაური ვარიანტი იქნება.
0
№2
ავტორი: ikeoni
2 მაი 2017 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Imedia darcheba dexea da ar gadava im nabozar gundshi
2
№3
ავტორი: GRIEZMANN 7
2 მაი 2017 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
გულის ამრევია ეს ჭორებიი
0
№4
ავტორი: gache1991
2 მაი 2017 23:40
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
dexea tu ar wava aravin arsad at wava da arcmova karebshi..deulofeo piriqit evertonidan ari milanshi mara magis pexburti ar gaishva.kuckas da susos da abateebis ponze gafafxurda da...taliska cudi pexburteli ar ari mara evertonistvis da egeti gundebistvis.aq verafers gaaketebs.daieri gvinda.naingolani lukaku grizmani egeti donis
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2017 23:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორი და საჭირო ტრანსფერები ჭირდება გუნდს თან არაერთი, ძაან ბევრი პოზიციაა გასაძლიერებელი
2
№6
ავტორი: dybbuk
2 მაი 2017 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დეხეას წასვლის ალბათობას მაშინ დავიჯერებ თუ ლიგაზე ვერ მოვხვდით, ისე არამგონია. 1 რამე უდაოა რო 5-6 ფეხბურთელია მოსაყვანი და მინიმუმ მაგდენივე გასაშვები, ასე რომ გაყიდული ფულითაც რაღაც გარკვეულ ბალანსს შეინარჩუნებენ ფინანსურად, ნუ რა თქმა უნდა მეტს დახარჯავენ მაგრამ ისევე ჭკვიანურად უნდა გაყიდონ როგორც ეს დეპაის და შნაიდერლინის შემთხვევაში გააკეთეს ანუ ადეკვატურ ფასად
2
№7
ავტორი: lefty
3 მაი 2017 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
დეხეა უნდა შევინარჩუნოთ რამენაირად,ამ ბოლო დროს გრიზმანმაც ძაან მოუკლო
2
№8
ავტორი: shotkin
3 მაი 2017 00:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
დეხეას წასვლის ალბათობას მაშინ დავიჯერებ თუ ლიგაზე ვერ მოვხვდით, ისე არამგონია. 1 რამე უდაოა რო 5-6 ფეხბურთელია მოსაყვანი და მინიმუმ მაგდენივე გასაშვები, ასე რომ გაყიდული ფულითაც რაღაც გარკვეულ ბალანსს შეინარჩუნებენ ფინანსურად, ნუ რა თქმა უნდა მეტს დახარჯავენ მაგრამ ისევე ჭკვიანურად უნდა გაყიდონ როგორც ეს დეპაის და შნაიდერლინის შემთხვევაში გააკეთეს ანუ ადეკვატურ ფასად

გეთანხმები
0
№9
ავტორი: makaveli
3 მაი 2017 03:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
Donaruma!!!
Donarumaa!!!
Donarumaaa!!!
Tu ar unda am chven datu as aikras gudanabadi magram aranairi harti marti marto donaruma.. mivesalmebodi shmeixelis transfers mara 30 clis ari ukve da ar minda da jiji kide jer exla icyebs da eg iqneba ravici chemi azrit istoriashi erterti sauketeso.. davijero me ro vpikrob isini vinc milionebs igeben ar pikroben donarumas yidvas?
0
№10
ავტორი: zloi
3 მაი 2017 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ჟორჟე მენდეში მოცემული სავარაუდო ტრანსფერის საქმის ყურშია და მოლაპარაკებებს სწორედ ის აწარმოებს.

საქმის ყურშია თუ კურსშია smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top