თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2017, 23:26
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 3759,
კომენტარები: 13
სატრანსფერო ჭორები
რადგანაც საზაფხულ სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, სპორტული მედია მეტად გააქტიურდა და ძალიან ბევრი სატრანსფერო ჭორი ჟღერდება, რომელსაც ამ სიახლეში გაგაცნობთ.
სატრანსფერო ჭორები
მოგეხსენებათ რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება. სპორტული ჟურნალები და მედია საშუალებები კი ძალიან ბევრ სატრანსფერო ჭორს ავრცელებენ. გთავაზობთ იმ სატრანსფერო ჭორებს, რომლებშიდაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მონაწილეობას ღებულობს.

კასპერ შმეიხელი
ლეგენდარული პეტერ შმეიხელის ვაჟი, კასპერ შმეიხელი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურში ვიხილოთ. მოგეხსენებათ რომ დევიდ დე ხეას სატრანსფერო საგა შეუჩერებლად გრძელდება და შესაძლოა ესპანელმა კლუბი დატოვოს, ასე რომ კასპერი დევიდ დე ხეას შემცვლელად მოისაზრება.

სერხიო რომერო
არგენტინის ნომერ პირველი მეკარე და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნომერ მეორე მეკარე სერხიო რომერო, შესაძლოა ზაფხულში იტალიაში გადაბარგდეს და მილანის "ინტერს" შეუერთდეს. იტალიური მხარე არგენტინელს ორ წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ჯო ჰარტი
ინგლისელი მეკარე ამჟამად იტალიური "ტორინოს" მაისურით თამაშობს, თუმცა იგი "ტორინოში" არენდის წესით იმყოფება და ზაფხულში ჯო ჰარტი "მანჩესტერ სიტის" დაუბრუნდება. თუმცაღა უკვე ნათლად სჩანს რომ ჯო ჰარტსა და "მანჩესტერ სიტის" შორის არასახარბიელო დამოკიდებულებაა, ამიტომ შესაძლოა ესპანელი კიპერის წასვლის შემთხვევაში მისი შემცვლელი ჯო ჰარტი აღმოჩნდეს. "სიტი" მზადაა ჯო ჰარტის გასაშვებად, თუმცა ქალაქელები იმედოვნებენ რომ ინგლისელი კიპერის ნაცვლად ისინი სარფიან წინადადებას მიიღებენ.

ჯერარდ დეულოფეუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, ჯერარდ დეულოფეუ "წითელ ეშმაკად" აქციოს. ესპანელი ვინგერი ამჟამად "მილანიდან" "ევერტონშია" განათხოვრებული, თუმცა არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა ესპანელი იტალიაში აღარ დაბრუნდეს და მანჩესტერში გაემგზავროს. დეულოფეუს ტრანსფერის შესაძლო ფასი 12 მილიონი ევროა.

ანდერსონ ტალისკა
"იუნაიტედის" სამიზნე ბრაზილიელი ანდერსონ ტალისკაა. იგი ამჟამად "ბეშიქთაშში" იჯარის წესით იმყოფება და "ბენფიკას" ზაფხულში დაუბრუნდება. შემტევი ნახევარმცველი "იუნაიტედში" შესაძლებელია 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ ვიხილოთ. ჟორჟე მენდეში მოცემული სავარაუდო ტრანსფერის საქმის კურსშია და მოლაპარაკებებს სწორედ ის აწარმოებს.

მოცემულ ინფორმაციებს, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საიტი GOAL.COM-ი ავრცელებს.

წყარო: Goal.Com
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
3 მაი 2017 14:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კაი დიდი ჭორიკანა კი ვარ ისე რომ მომწონს ამ ჭორების კითხვა )) მთავარი მაინც დე ხეას არ წასვლაა და რა გაატრაკა საქმე ამანაც რა ან წავიდეს და დაახვიოს ან გამოვიდეს და ერთ ადგილას გაუშვას ყველა ვინც ამდენს უგონებს.
0
№12
ავტორი: SHAVLO
3 მაი 2017 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
დე ხეა უნდა შევინარჩუნოთ
0
№13
ავტორი: Ronni
4 მაი 2017 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
დე ხეას გაშვება არაფრით არ შეიძლება, თუ გვინდა რომ გუნდმა რამეს მიაღწიოს!! am რაც შეეხება დეოლოფეოს, ამის რამედენიმე ტამაში ვნახე და ძალიან მომეწონა, უსწრაფესია და თამაშის ხედვაც შეუძლია, ამიტომ შესაფერისი ტრანსფერი იქნება. და კიდევ, დეოლოფეო ისევ მილანშია wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top